ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი.

Slides:



Advertisements
Similar presentations
English 299B: Film as Narrative Art Mr. Kelley.
Advertisements

Life is Short NOT FOR EVER What is beauty? By whose definition?
Charlie Chaplin. About Charlie Chaplin 1889/4/ /12/25 Born in London,England went to America died in Switzerland An anti-war man & A comedian &
Managing Human Capital Discussion Focus. Major Challenges & Government Responses What are the major challenges facing Hong Kong, London and New York in.
AIR QUALITY OF HONG KONG By: Calvin Cheng 8M. The air quality of Hong Kong is getting more and more polluted due to all the cars and increase of factories.
Unit 5 Charlie Chaplin Lesson 18 & 19 Planned by Zhuang Zhilin Oct 20th, 2000.
Charlie Chaplin A small black hat A small jacket Baggy trousers Oversized shoes A stick A moustache tramp.
Charlie Chaplin Date of birth: 1889/Apr.16/in London Date of death: 1977/Dec.25/in Swiss Nickname: Charlie, the Little Tramp Charlie Chaplin Date of birth:
The biography of Charlie Chaplin
R. Turner 3/02 Which City? Look at the 13 photos and decide where they were taken. Choose from the list of cities. Click to see answer then click to see.
Slinkachu.
Blasts from the past Those were the days… Jimmy Hendrix & Mick Jagger, New York, 1969.
Dictation 2. What state has the most people? California has the most people.
Charlie Chaplin Humble Beginnings Born to Hannah and Charles Chaplin on April 16, 1889 Born to Hannah and Charles Chaplin on April 16, 1889 London, England.
Charlie Chaplin American Actor, Composer, Author, Producer, and Director.
Краткая биография 1889 – родился 1904 – начал карьеру актера 1912 – переехал в Америку 1914 – снялся в первом фильме 1921 – первый полнометражный фильм.
Charles Chaplin. Sir Charles Spencer "Charlie" Chaplin, KBE (16 April 1889 – 25 December 1977) was a British comic actor, filmmaker, and composer who.
Immigrant Research By: Maggie Henson. Background of Charlie Chaplin Charlie Chaplin was born on April 16, 1889 in London, England. He first visited the.
Ricardo, Valentin, Terrel. What was it like…? Entertainment was an important part of society in the 1920’s and new forms of it were becoming increasingly.
Installment Financing New Forms of advertising Increase in spectator sports Standardized News in Newspapers Influences of commercial radio Influence of.
Warm-up Question: 1. Have you ever seen films acted by Charlie Chaplin? 2. Can you tell me some of the films made by him?
An Investigation in Height and Proportional Reasoning.
STARS de 1939 à /12/20151Henri 1939 Shirley Temple 11/12/20152Henri.
Rare photos for celebrities
Air Quality In Hong Kong By Jim Lee 8V. How Are We Doing? Hong Kong is not doing well. The situation is getting worse.
Dictation Exercises Forming Yes-No Questions 2 by Don Fisher.
Sir Charles Chaplin His Life and Times.
In Pictures: ONE WORLD, MANY PARTIES from. Milennium Island, Kiribati.
God of This City by Chris Tomlin. You’re the God of this City You’re the King of these people You’re the Lord of this nation You are You’re the light.
Charles Spencer Chaplin was born in London, England, on April 16th He died on Christmas day 1977, survived by eight children from his last marriage.
The Silent Masters. Vaudeville was a light-hearted variety show, popular in theaters from the late 1800s until around Growing out of working-class.
Immigration and Industrialization AIHE June 2012 Maggie Mey Tran
Moscow is the first city of our travelling It is splendid, but...
Chris Palmer 3rd. The Aboriginals were the firs people in Australia They were believed to arrive to the island by boat and settled down there in the ice.
Charlie Chaplin & The Kid
Charlie Chaplin Sir Charles Spencer "Charlie" Chaplin, (16 April 1889 – 25 December 1977) was an English comic actor, film director and composer best.
You’re the God of this city
Charlie Chaplin tramp A small black hat A moustache A small jacket
Blockchain – The Next Great Disruptor?
HONG KONG UNIVERSITIES INFORMATION DAY
By: Jack London Gui Basso Glenn Confort
Best Business Meeting Venues at Sydney
Dial Contact Brother printer Australia Web url :
LO: To design a sustainable living space for Hong Kong.
Charles Spencer «Charlie» Chaplin 16 april 1889 – 25 december 1977
“A day without laughter is a day wasted.” – Charlie Chaplin
In Pictures: ONE WORLD, MANY PARTIES
Unit1_7GR_Longitude_Latitude _Activity1
Hong Kong Education Colloquium
Unit 3 Review.
God Of This City.
East Asia Map Practice.
Unit7 Summer holiday plans
Today’s Questions Parallels are lines of . They are measured or of the
Elizabeth Alexandra Mary
Directions for Today Finish steps 1 – 4.
Reported Speech exercise.
Three minutes’ lecture by students (lead in )
Wai-man WONG (Ms), Librarian The Open University of Hong Kong
God of This City.
Urbanization and Environmental Protection… Do you think we can have it all? Think about our needs as humans to have conveniences that cities and technology.
÷ 5 = 29 How many 5s are there in 1? Great!
÷ 2 = 24 How many 2s are there in 4?
Charlie Chaplin (born 16|4|1889-died 25|12|1977)
Banking $ London New York Tokyo Hong Kong Singapore
By: Dylan Hensley Charlie Chaplin.
The Essential Tables Set one
Book Three.
No Difference in Radioactivity.*
Presentation transcript:

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი

ჩარლი სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთში, (ლონდონი) ჩარლი სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთში, (ლონდონი). მისი მშობლები მიუზიკ-ჰოლის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ. მამამისი, ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფრ. იყო ვოკალი და მსახიობი, ხოლო დედამისი ჰანა ჩაპლინი - მომღერალი და მსახიობი, რომელიც გამოდიოდა სცენაზე ლილი ჰარლის სახელით[6]. ისინი ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო. ჩარლიმ სიმღერა თავის მშობლებისგან ისწავლა. 1891 წლის ცენზის მიხედვით, ჩარლი ცხოვრობდა დედამისსა და თავის უფროს ძმასთან, სიდნეისთან ერთად ბერლოუს ქუჩაზე, უოლვორთი.

ბავშვები დარჩნენ დედაზე დამოკიდებულები ბავშვები დარჩნენ დედაზე დამოკიდებულები. ჩარლის დედამ, ლილი ჰარლიმ დაკარგა ხმა და იძულებული იყიო 1896 წელს დაეტოვა სცენა. ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა 1901 წელს. ძმები, ჩარლი და სიდნეი დედამისთან ერთად აღმოჩდნენ სამუშაო სახლში ლამბეთში, ამის შემდეგ ბავშვები მიაბარეს ობოლთა თავშესაფარს. ის სცენაზე პირველად 1894 წელს ავიდა 5 წლის ასაკში, თავისი დედის შემცვლელად მიუზიკ-ჰოლში. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლის უკვე აქვს ერთი “მუდმივი” სამსახური (ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველი, ექიმის დამხმარე. თუმცა ასაკის გამო ყველგან დროებით).

14 წლის ასაკში ის თეატრში იწყებს მსახიობად მუშაობას და იღებს როლს სტექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი”. ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა არ დაეკარგა ეს სამსახური, რადგან მან არ იცოდა კითხვა კარგად. როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკიდან ის რეგულარულად იწყებს დაკვრას ვიოლინოზე 4-16 საათი დღეში, გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა. 1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა როდესაც ის მსახიობის როლს იღებს ფრედ კარნოს-ს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება მაკ სენეტი. ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში, "კისტოუნში" გადასაღებად. ჩარლის პირველი ფილმი იყო "ცხოვრების სახსარი" 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს "კისტოუნს" და გადადის "ესენეის სტუდიაში".

1921წელს აწყობს ევროტურს. მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”) ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times” 1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან რადგანაც აქამდე ის მებობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა… პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის “The Great Dictator” რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …

1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს “Limelight” … ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე…

ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში ვევე-ში(Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) “The Gold Rush” რომელიც 1925 წელს გადაიღო 1957 წელი ჩაპლინი ჯერ კიდევ იღებს ავისივე ფილმში “A King in Neმონაწილეობას თw York”

1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმე “Chaplin” (გადაღებული 1992 წელს) უკანასკნელი ფილმი რომელიც ჩაპლინმა შექმნა ეს არის A Countess from Hong Kong ფილმში მონაწილებენ Marlon Brando, Sophia Loren, Tippi Hedren და Sydney Earle Chaplin ჩაპლინის მეორე ვაჟი.

ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს თავის სახლში ვევე-ში მარტინ სიფი წერს: ჩაპლინი არ იყო უბრალოდ 'დიდი', იგი გიგანტური იყო. 1915 წელს იგი შეიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში, მოუტანა რა კომედია, ღიმილი და ნუგეში, იმ დროს, როდესაც სამყარო იხლიჩებოდა პირველი მსოფლიო ომის გამო. შემდეგი 25 წლის მანძილზე, დიდი დეპრესიისა და ადოლფ ჰიტლერის აღზევების პერიოდში, იგი კვლავ აგრძელებდა თავის საქმეს. იგი უფრო დიდი იყო, ვიდრე ვინმე სხვა. საეჭვოა, მოუტანია თუ არა ოდესმე სხვა პიროვნებას მასზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ამდენი ადამიანისათვის - მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.

ჩარლზ ჩაპლინის წერილი ჯერალდინას მისამართით ჩემო გოგონა "ჩემო გოგონა" : ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან… მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეის მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!…

იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი _ გამშორდი! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა , დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით… მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება _ ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა.

იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენს გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს? შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა… იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია… ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი … მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკიანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.შენ ჩემი გვარისა ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!…… ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხდძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ, რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე პროკრედიტ ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი:”მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ! დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა.

ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს_შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს… ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ… მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს – ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა…

ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრა ჩემო გოგონა… ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული…სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი… სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და სემოსილი უნდა დაბრუნდე…მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს…

ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო…მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა. ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე _ იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც. გკოცნი, ჯერალდინა შენი ჩარლი.

ცოდნამ ჩვენ ცინიკოსებად გვაქცია, ჭკუამ- გულქვა და ბოროტ არსებებად ცოდნამ ჩვენ ცინიკოსებად გვაქცია, ჭკუამ- გულქვა და ბოროტ არსებებად. ვფიქრობთ ზედმეტად ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება. საჭიროა ვიყოთ კეთილები და მიმტევებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოზე ძალადობა გაბატონდება და ყველანი დავიღუპებით.

ჭეშმარიტმა მსახიობმა გრიმის, მისაწებებელი ცხვირისა და ნიღბის გარეშეც უნდა შეძლოს ხალხის გაცინება. ცხოვრება ახლო ხედიდან- ტრაგედიაა, ხოლო შორი ხედიდან- კომედია. ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუკი მუდამ მიწას დაჰყურებ.

დღე სიცილის გარეშე- დაკარგული დღეა. მე ტაშს მიკრავენ იმიტომ, რომ ყველას ესმის ჩემი: თქვენ კი იმიტომ გიკრავენ ტაშს, რომ არავის ესმის თქვენი. (ნათქვამია ალბერტ აინშტაინის მისამართით)