ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტურიზმის ფაკულტეტი მასპინძლობის მენეჯმენტის დეპარტამენტი სამეცნიერო სემინარი თემაზე: MICE ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში ასისტენტ-პროფესორი თამარ ბერიძე
კვლევის მიზანი -- საქართველოში MICE ტურიზმის განვითარების თანამედროვე მდგომარეობის და სამომავლო პერსპექტივების შეფასება. კვლევის ამოცანებია: საქართველოში MICE ტურიზმის განვითარებისთვის დღევნდელი პოტენციალის ანალიზი ქვეყნის უპირატესობების და ნაკლოვანებების გამოვლენა MICE ტურიზმის განვითარებისთვის MICE ტურიზმის განვითარების შედეგების შეფასება ქვეყნის ეკონომიკისთვის
MICE ტურიზმის არსი ცნება „საქმიანი ტურიზმი“ (MICE) საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაც კი საკმაოდ ახალია. როგორც დამოუკიდებელი და მაღალსარგებლიანი ტურიზმის სახეობა, მის შესახებ საუბარი ევროპასა და აშშ-ში დაიწყეს XX საუკუნის 70-80-იან წლებში. დიდი გასაქანი მოიპოვა მხოლოდ 90-იან წლებში, როდესაც გახდა ამ სფეროს ყველაზე შემოსავლიანი დარგი. MICE ტურიზმი არის ტურიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ, კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე. Meetings - შეხვედრები Incentives – წამახალისებელი მოგზაურობები Conferences/Congresses - კონფერენციები/კონგრესები Exhibitions/Events - გამოფენები, კონკრეტული ღონისძიებები :
MICE ტურიზმის არსი საქმიანი ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, აქტიურად უწყობს ხელს მსოფლიო ბაზარზე ინტეგრაციას. მიუხედავად იმისა, რომ საქმიანი ტურისტების რაოდენობა მსოფლიოს საერთო ტურისტულ ნაკადში შეადგენს მხოლოდ 20-25%-ს, მათზე მოდის ტურისტული ინდუსტრიის საერთო ბრუნვის 60%-მდე.
MICE ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში ტენდენციები მსოფლიოში მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციამ და მასთან დაკავშირებულმა საქმიანი, სამეცნიერო და კულტურული კავშირების ინტენსიფიკაციამ, საქმიანი ტურიზმი გარდაქმნა ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე დინამიურად განვითარებად მიმართულებად მსოფლიოში, რამაც შესაძლებელი გახადა ეღიარებინათ ის, როგორც მეოცე საუკუნის ეკონომიკური ფენომენი. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს შეფასებით საქმიანი მოგზაურობების მოცულობა 2020 წლისათვის მსოფლიოში გადააჭარბებს 1,589 ტრილიონ აშშ დოლარს, რაც ამ პროგნოზით ყოველწლიურად 4,3%-იან ზრდას გულისხმობს.
MICE ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში ტენდენციები მსოფლიოში საერთაშორისო ასოციაცია ICCA-ი უკვე რამდენიმე წელია ასახელებს გერმანიას საქმიანი ტურიზმის საუკეთესო ცენტრად ევროპაში. მსოფლიო რეიტინგში ქვეყანა კვლავ აშშ-ს შემდეგ მეორე ადგილზეა. გერმანია საერთაშორისო გამოფენებისა და ბაზრობების მსოფლიო ცენტრად ითვლება. ყოველწლიურად, საშუალოდ 150 საერთაშორისო და რეგიონული გამოფენა-ბაზრობა ტარდება გერმანიაში, რაც ევროპაში ორგანიზებული საერთო რაოდენობიდან შეადგენს თითქმის ორ მესამედს. .
MICE ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში გერმანიაში საქმიანი ტურიზმის ბაზრის სტრუქტურაში გამოირჩევა ორი ძირითადი სეგმენტი: ინდივიდუალური ჩასვლები გამოფენებზე და ბაზრობებზე დასწრება. ინდივიდუალური MICE ტურიზმის განვითარებით გამოირჩევა ისეთი ქალაქები, როგორიცაა - ბერლინი, მიუნხენი, ჰამბურგი, მაინის-ფრანკფურტი, კიოლნი და ჰანოვერი
MICE ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში ესპანეთი ( მადრიდი და ბარსელონა ) ცნობილია: განვითარებული ინფრასტრუქტურით თანამედროვე საგამოფენო და კონგრეს-ცენტრებით უნიკალური კულტურით კლიმატით გართობის მძლავრი ინდუსტრიით
MICE ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში ამერიკა მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს საქმიანი მიზნებით საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების რიცხვით. ყველა საქმიანი ჩასვლების 80% რეგიონში მოდის ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებზე - აშშ, კანადა, მექსიკა. აშშ ნიუ-იორკი ვაშინგტონი ფილადელფია ჩიკაგო ლას-ვეგასი ლოს-ანჯელესი
MICE ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები მსოფლიოში აზია - წყნარი ოკეანის რეგიონიში ტარდება: კონგრესები კონფერენციები სემინარები გამოფენები აზიის ქვეყნები: სინგაპური ჩინეთი (ჰონკონგი) იაპონია
MICE ტურიზმი საქართველოში საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი და პერსპექტივა გააჩნია. საქართველოში ტარდება: საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციები სემინარები გამოფენები სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები
MICE ტურიზმი საქართველოში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ფარგლებში 2016 წლის თებერვლიდან ოფიციალურად ფუნქციონირებს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს: საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარების ხელშეწყობა ქვეყანაში სხვადასხვა სახის შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის წახალისება. საზღვარგარეთ საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
MICE ტურიზმი საქართველოში Buying Business Travel Awards 2016 - საქართველო საუკეთესო საქმიანი ტურიზმის (MICE) დანიშნულების ადგილად დასახელდა: Caucasus Tourism Fair - საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და ტურისტული ფასდაკლებების ფესტივალი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი (IBF Batumi) პირველად შავი ზღვის კავკასიის რეგიონში, ბათუმში ჩატარდა შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მე-6 საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც 40-მდე კომპანია და 300-მდე დელეგატი ესწრებოდა.
MICE ტურიზმი საქართველოში შავიზღვისპირეთის ქვეყნების ექიმთა გამოცდილების გაზიარების მიზნით, ბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საოჯახო მედიცინის საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა. მაისის დასაწყისში ბათუმმა უმასპინძლა ასევე მე-10 საიუბილეო გამოფენას „Expo Batumi“ და პოლონურ-ქართულ ბიზნეს-ფორუმს - „ბათუმი-ვროცლავი“, რომლის ფარგლებში რეგიონში პოლონეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები იმყოფებოდნენ. და სხვა
MICE ტურიზმი საქართველოში Expo Batumi ყოველწლიურად ატარებს 4 საერთაშორისო გამოფენას: EXPO MED Batumi EXPO Batumi Travel ARGO Batumi Batumi Build.
MICE ტურიზმი საქართველოში საქმიანი ტურიზმით დაინტერესებული სტუმრებისათვის, დამატებითი სივრცეებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით 10-ზე მეტი საინფორმაციო და მედია ტური ჩატარდა უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორებისათვის. 2017 წელს, არსებული ინფორმაციით, აჭარაში განთავსების ობიექტებს 900-ზე მეტი საწოლი ადგილი შეემატა. 2017 წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები დუბაის, ბეირუთის, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცისა და პეტერბურგის მიმართულებით დაემატა
MICE ტურიზმი საქართველოში პრობლემები: ინფრასტრუქტურის (საკონფერენციო დარბაზების ნაკლებობა) ტრანსპორტირების (პარკინგი) პრობლემები კვალიფიციური კადრების და ტრენინგების ნაკლებობა მომსახურების დაბალი სერვისი მსოფლიო დონის ღონისძიებების ნაკლებობა და PR
MICE ტურიზმი საქართველოში პრობლემების მოგვარების გზები: კონგრეს ცენტრის არსებობა მრავალი ფუნქციური ზონებით. (მათ შორის საპარკინგე ზონაც) საქმიან ტურიზმში ადამიანების კვალიფიცირება და გადამზადება. მომსახურების სერვისის გაუმჯობესება.ინტენსიური ტრენინგები ხშირი სარეკლამო და PR კამპანიები.
დასკვნა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, სატრანზიტო ფუნქცია ევროპასა და აზიას შორის, უნიკალური კლიმატი, ულამაზესი ბუნება, მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა საშუალებას იძლევა ქვეყანაში MICE ტურიზმის განვითრებისთვის. საქმიანი ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, აქტიურად უწყობს ხელს მსოფლიო ბაზარზე ინტეგრაციას. მიუხედავად იმისა, რომ საქმიანი ტურისტების რაოდენობა მსოფლიოს საერთო ტურისტულ ნაკადში შეადგენს მხოლოდ 20-25%-ს, მათზე მოდის ტურისტული ინდუსტრიის საერთო ბრუნვის 60%-მდე. MICE ტურიზმის განვითარებას ბევრი დადებითი შედეგი მოჰყვება, ესენია: დასაქმება, სეზონურობის აღმოფხვრა, უცხოელი ვიზიტორების ნაკადის ზრდა, ქალაქის ახალი მიმართულებით წარმოჩენა, საქმიან ტურიზმთან დაკავშირებული დარგების განვითარება და სხვ.
დასკვნა MICE ტურიზმის განვითარებისათვის უნდა დაისახოს შემდეგი ამოცანები: პირველ რიგში საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და გამფენებისათვის უნდა არსებობდეს ერთიანი სივრცე, ანუ კონგრეს ცენტრი, მეორე ეს არის ადამიანური რესურსების გადამზადება, რადგანაც ამ სფეროში აუცილებელია კვალიფიციური კადრები, მესამე- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ბოლოს კარგი სარეკლამო კამპანია, რათა სხვა ქვეყნებმა გაიგონ ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის შესახებ და დაინტერესდნენ.
გმადლობთ ყურადღებისთვის