Download presentation
Presentation is loading. Please wait.
Published byRalph Parrish Modified over 6 years ago
1
სოციალური კაპიტალი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ: ეკლესია, მასმედია, საზოგადოება
ნინო ჯავახიშვილი მაკა ლორთქიფანიძე ანა პეტრიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, 2012
2
ოჯახში ძალადობა გავრცელებული პრობლემა საქართველოში, მსოფლიოში (ჯავახიშვილი და სხვ., 2011, ჯავახიშვილი, წულაძე, 2011, Thomas, et. al., 2006, Kaze, Pettai, 2008a, 2008b); გენდერის/პატრიარქალური მიდგომა და ძალადობის კულტურის მიდგომა - ორივე მათგანისათვის ამოსავალი არის საზოგადოებაში გაზიარებული ღირებულებები და ნორმები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანების ქცევაზე.
3
გენდერული თანასწორობის თეორია
გენდერული თანასწორობის თეორია: ოჯახში ძალადობის პრობლემის მინიმალიზაცია და არ აღიარება როგორც საზოგადოებაში გავრცელებული სტრატეგია. ოჯახში ძალადობა, როგორც საზოგადოებრივი სტრუქტურის ”ძალაუფლება და კონტროლი” ნაწილი. საქართველოს შემთხვევაში: საზოგაოდოებაში გავრცელებული გენდერული უთანასწორობა, ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილება და ძალადობის გამართლება ხელს უშლის ოჯახში ძალადობის, როგორც სოციალური პრობლემის დანახვას და შესაბამისად, მასთან ბრძოლას.
4
სოციალური კაპიტალი პრობლემასთან ბრძოლის ეფექტური გზა: სხვადასხვა აქტორის (ორგანიზაციები, ეკლესია, მასმედია და ადგილობრივი საზოგადოება/თემი) გაერთიანებული ძალისხმევა - სოციალური კაპიტალი (Dobash & Dobash, 1992; Roggeband, 2004; Johnson, Brunnel, 2006; Johnson, 2009; Weldon, 2004). სოციალური კავშირები და ნდობა, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ინდივიდებს ან ინდივიდთა ჯგუფებს და, ამგვარად, შესაძლებელს ხდიან მათ შორის თანამშრომლობას საერთო მიზნის მისაღწევად (Putnam, 1995).
5
სოციალური კაპიტალის ფორმები
მიკრო დონის დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალი - შიდაჯგუფურ კავშირებს (ოჯახი, სამეგობრო წრე) აღწერს, ჯგუფის შიგნით თანამშრომლობასა და ერთსულოვნებას ავითარებს. მაკრო დონის დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალი - სოციალურად ჰეტეროგენულ ჯგუფებს აკავშირებს ერთმანეთთან და ამგვარად, კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის მეტ სივრცეს ქმნის (Putnam 1995, Håkansson, 2009, Baker, 2009).
6
სოციალური კაპიტალის თეორია
ძლიერი შიდაჯგუფური კავშირები (მიკრო დონე) ასუსტებს ჯგუფის გარეთ და ჯგუფებს შორის კავშირებს (მაკრო დონე). საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვან წყაროს მაკრო დონის სოციალური კაპიტალი წარმოადგენს. რაც უფრო მასშტაბურია პრობლემა საზოგადოებაში, მით უფრო ძლიერი მაკრო დონის სოციალური კაპიტალია საჭირო (Håkansson, 2009).
7
სოციალური კაპიტალი საქართველოში
მიკრო დონის დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალის მაღალი მაჩვენებელი – ძლიერი შიდაჯგუფური კავშირები (ოჯახი, სამეგობრო წრე). მაკრო დონის დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებელი (CRRC, 2011).
8
კვლევის მეთოდი მედია პუბლიკაციების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუების, ამ ორგანიზაციების ვებგვერდების შესწავლა; სხვადასხვა ბეჭდვითი და სატელევიზიო მასალის ანალიზი (2006 – 2010).
9
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები
ღირებულებები და ნორმები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანების ქცევაზე; თანამშრომლობა ორგანიზაციებს შორის - ორგანიზაციების სოციალური კაპიტალის ინდიკატორი.
10
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები საქართველოში
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები საქართველოში საქართველოში არსებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციების წევრების ნაწილი იზიარებს დამკვიდრებულ ღირებულებებს (ჯავახიშვილი და სხვ., 2011) საქართველოში სამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად თანამშრომლობენ ძლიერ საერთაშორისო (UN, USAID და სხვ.) და შედარებით კარგად განვითარებულ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან (ჯავახიშვილი და სხვ., 2011) .
11
მასმედია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
მასმედიის ჩართულობის მნიშვნელობა (საერთაშორისო კვლევები): მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება (Berns, 2009); საზოგადოებაში დამკვიდრებული დამოკიდებულების შეცვლა; მსხვერპლთა თვითცნობიერების შეცვლა (Stanko, 2001).
12
ქართული მასმედიის მიერ პრობლემის გაშუქების სიხშირე და ხარისხი
ოჯახში ძალადობა არ წარმოადგენს ქართულის მასმედიის დაინტერესების საგანს (სტატიების, სატელევიზიო გადაცემების სიმცირე, , 2011, 2012); მედია კონკრეტული შემთხვევების ზედაპირული აღწერით შემოიფარგლება, თითქმის არ ხდება პრობლემის განზოგადება, ანალიზი, ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმების შესახებ შესაბამისი ექსპერტების მოსაზრებების გაშუქება;
13
ქართული მასმედიის მიერ პრობლემის გაშუქების სიხშირე და ხარისხი
მედია არ იცავს ეთიკის ნორმებს: არღვევს კონფიდენციალობას, ეძებს სკანდალებს, არ ითვალისწინებს მასალის გამოქვეყნების შესაძლო შედეგს (ჯავახიშვილი, 2010, ჯავახიშვილი და სხვ., 2011, მსხილაძე, 2011, 2012) მასმედიის წარმომადგენლები იზიარებენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ღირებულებებს - ადგილი აქვს რეპროდუქციას და არა ბრძოლას პრობლემის წინააღმდეგ.
14
ეკლესია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ეკლესიის ჩართულობა - ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ გლობალური სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი. პრაქტიკული განხორციელების გზები: სამღვდელოების ინფორმირებულობა, დაინტერესება და აქტიური მონაწილეობა პრობლემის გადაჭრისაკენ მიმართულ პროცესებში (Franklin, Fong 2011).
15
ქართული ეკლესია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ეკლესიის პოზიციის/კონკრეტული ქმედებების ამსახველი სპეციალური რეპორტაჟების/სტატიების სიმცირე ქართულ მედიაში, ინტერნეტ სივრცეში (ჯავახიშვილი, 2010); განქორწინება; ცოლის ქმრისადმი მორჩილება (ჯავახიშვილი და სხვ., 2011, ქობალია, 2011); საზოგადოების მიერ ეკლესიის როლის შეფასება (ჯავახიშვილი და სხვ., 2011); ეკლესიისადმი ნდობა (83,1%) (Charles, 2007). ეკლესიის მიერ გაზიარებული ღირებულებები და ნორმები გავლენას ახდენენ საზოგადოების პრობლემისადმი დამოკიდებულებაზე, რაც ნეგატიურად აისახება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხარისხზე.
16
საზოგადოება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
თემის ტაბუირება - საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შიში, მაღალი ტოლერანტობა - მორჩილი ცოლი ანუ „კარგი“ ცოლი, უწყებებისადმი უნდობლობა (ჩიტაშვილი და სხვ., 2010); საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება განქორწინებისადმი, ე.წ. „დაბრუნებული ქალებისადმი“ (ჯავახიშვილი და სხვ., 2011); ე.წ. „შეძენილი უსუსურობის“ სინდრომი (Walker, 1984). საზოგადოება, მასში გავრცელებული ღირებულებებითა და ნორმებით, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
17
შეჯამება საქართველოში ეკლესია, მასმედია და ადგილობრივი საზოგადოება/თემი პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით. ჩვენს მიერ შესწავლილი წყაროები არ გვაწვდის არავითარ ინფორმაციას საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით აქტორებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ. არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა არ არის საკმარისად ეფექტური ისეთი პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა ოჯახში ძალადობა.
18
შეჯამება გენდერული თანასწორობისა და ძალადობის კულტურის თეორიები (ღირებულებები და ნორმები) და სოციალური კაპიტალის თეორია შეიძლება ითქვას ავსებენ ერთმანეთს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებული დაბრკოლებების ახსნის კუთხით.
19
შეჯამება გენდერის/პატრიარქალური მიდგომა - მეტი ძალაუფლების მქონე მხარე - მამაკაცი - მიმართავს ძალადობას მაშინ, როდესაც მათ დომინირებულ მდგომარეობას საფრთხე ემუქრება. ძალადობის კულტურის თეორია - საზოგადოებაში გავრცელებული ნორმები და ღირებულებები ამართლებს ძალადობის გამოყენებას.
20
შეჯამება სოციალური კაპიტალის თეორია: აქტორების - ორგანიზაციები, მასმედია, ეკლესია და საზოგადოება - ერთობლივი ძალისხმევის არარსებობა თუ არაეფექტურობა, მიკრო და მაკრო დონის დამაკავშირებელი სოციალური კაპიტალის არათანაბარი განვითარებით შეიძლება აიხსნას.
21
გამოყენებული ლიტერატურა
მსხილაძე, ქეთევანი. გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში. მედია-მონიტორინგი - პროფესიული მედიისთვის. მედიის განვითარების ფონდი, 2011. მსხილაძე, ქეთევანი. გენდერული სტერეოტიპები ქართულ მედიაში. მედია-მონიტორინგი - პროფესიული მედიისთვის. მედიის განვითარების ფონდი, 2012. ქობალია, მარიამი. ქალის რეპრეზენტაცია საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიერ, სამაგისტრო ნაშრომი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2011. ჩიტაშვილი, მარინა და სხვ. ეროვნული კვლევა საქართველოში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ. თბილისი, 2009. ჯავახიშვილი, ნინო. საქართველოში ოჯახში ძალადობის მედია რეპრეზენტაცია. თბილისი, 2010. Baker, Chris. ’Social, Religious and Spiritual Capitals: A Psychological Perspective' in International Handbook of Education for Spirituality, Care and Wellbeing, edited by Marian de Souza, Leslie J. Francis, James O'Higgins-Norman, Daniel Scott, London and New York: Springer, 2009. Berns, Nancy. Framing the victim: Domestic Violence, Media, and Social Problems. New Brunswick, New Jersey, 2009. Caucasus Research Resource Centers – CRRC. An Assessment of Social Capital in Georgia Charles, Robia. ‘Religiosity and Trust in Religious Institutions: tales from the South Caucasus (Armenia, Azerbaijan and Georgia). ‘In Politics and Religion, edited by Paul A. Djupe and Angelia R. Wilson, Cambridge Journals, 2010.
22
გამოყენებული ლიტერატურა
Coleman, James S. ‘Social Capital in the Creation of Human Capital’, American Journal of Sociology, Vol. 94, Supplement: Organizations and Institutions: Sociological and Economic Approaches to the Analysis of Social Structure, pp. S95-S120, 1998. Dobash, Rebecca E., and Dobash, Russell P. Women, Violence and Social Change. London and New York: Routledge, 1992. Franklin, Cynthia, and Fong, Rowena. ‘Counseling approaches for domestic violence, child abuse and severe personality disorders.’ In The Church Leader’s Counseling Resource Book, edited by Cynthia Franklin and Rowena Fong, Oxford University Press, 2011. Håkansson, Peter. The Need for a Micro Model of Social Capital. Working paper presented at Brown Bag Seminar, Lund University, Javakhishvili, Nino and others. Interagency United Efforts to Combat Domestic Violence in Georgia: Local or International Agenda? Report. Tbilisi, Javakhishvili, Nino, and Tsuladze, Lia. Implementing Domestic Violence Policy in Georgia: Impediments and their causes. Paper presented at the 6th ECPR General Conference, Reykjavik, Johnson, Janet E. Gender Violence in Russia: the politic of feminist intervention. Indiana University Press, 2009.
23
გამოყენებული ლიტერატურა
Johnson, Janet E., and Brunell, Laura. ’The Emergence of Contrasting Domestic Violence Regimes in Post-Communist Europe.’ In Policy and Politics, edited by Tony Fitzpatrick and Geetanjali Gangoli, Policy Press, 2006. Kaze, Helbe, and Pettai, Iris. Domestic violence and violence against Women by Survey results of Medical Personnel. Tbilisi, 2008a. Kaze, Helbe, and Pettai, Iris. Domestic violence and violence against Women by Survey results of Police. Tbilisi, 2008b. Paymar, Michael, and Martinson, Rhonda. Definition of Duluts Model Putnam, Robert David. ’Tuning In, Tuning Out:The Strange Disappearence of Social Capital in America.’ In Political Science and Politics, edited by Robert J-P. Hauck, American Political Science Association, 1995. Roggeband, Connie. ’Immediately I Thought We Should Do the Same Thing: International Inspiration and Exchange in Feminist Action against Sexual Violence.’ In European Journal of Women’s Studies, edited by Kathy Davis and Gail Lewis, 159–175. SAGE Publications, 2004. Stanko, Elizabeth A. ’The day to count: Reflections on a methodology to raise Awareness about the impact of Domestic Violence in the UK.’ In Criminology and Criminal Justice, edited by Adam Crawford, SAGE and the British Society of Criminology, 2001. Thomas, Cheryl and others. Domestic Violence and Child Abuse in Georgia: An Assessment of Current Standings of Law and Practice Regarding Domestic Violence and Child Abuse in Georgia, and Recommendations for Future. Tbilisi, 2006.
24
გამოყენებული ლიტერატურა
Walker, Lenore E. A. The Battered Women Syndrome. New York: Springer Publishing Company, 1984. Weathehrholt, Anne O. The Church Responds to Domestic Violence. New York: Morehouse Publishing, 2008. Weldon, Lorette S. ’The Dimensions and Policy Impact of Feminist Civil Society: Democratic Policymaking on Violence Against Women in The fifty US States.’ In International Feminist Journal of Politics, edited by Heidi Hudson, Laura Sjoberg and Cynthia Weber, Routledge, 2004.
25
გმადლობთ ყურადღებისთვის!
Similar presentations
© 2025 SlidePlayer.com. Inc.
All rights reserved.