Download presentation
Presentation is loading. Please wait.
Published byΠαλλάς Αντωνόπουλος Modified over 6 years ago
1
Inco-Net EaP - ტვინინგის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული საკონტაქტო პირების საქმიანობის მხარდაჭერისთვის მაია ოკუჯავა საქრთველოში Horizon 2020 პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირი ჯანმრთელობის დარგში, თბილისის სახელმწიტო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
2
ტვინინგის პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეროვნული საკონტაქტო პირების საქმიანობის მხარდაჭერისთვის ტვინიგის პროგრამა განხორციელდა აპრილს რომში ევროპული კვლევების ხელშეწყობის სააგენტოს (Agency for the Promotion of European Research) მიერ. პროგრამა განხორციელდა IncoNet-EaP პროექტის ფარგლებში პროგრამაში მონაწილეობდნენ ეროვნული საკონტაქტო პირები შემდეგი დარგებიდან: ჯანმრთელობა: საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, ბელორუსი კლიმატის საკითხები: საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, ბელორუსი ენერგეტიკა: უკრაინა, კვიპროსი, თურქეთი
3
ტვინინგის პროგრამა პირველი დღე:
NCP-ის სისტემის ორგანიზაციული სტრუქტურა იტალიაში - APRE და მისი საქმიანობა მარია სკლადოვსკა კიურის ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები მომგებიანი კონსორციუმის შედგენა და პარტნიორების მოძიება, Horizon 2020-ში მონაწილეობის შესაძლებლობების ძიება. Horizon 2020-ის სამართლებრივი და ფინანსური ჩარჩო საქმიანობა
4
ტვინინგის პროგრამა მეორე დღე: მესამე დღე:
ვიზიტი ტორ ვერგატას უნივერსიტეტში ვიზიტი ლა საპიენზას უნივერსიტეტში მესამე დღე: როგორ წავიკითხოთ სამუშაო პროგრამა, რათა ვიპოვოთ შესაბამისი თემა, როგორ დავწეროთ წარმატებული პროექტი SME-ის ჩართვის შესაძლებლობა Horizon 2020-ის პროექტებში კომუნიკაცია და დისემინაცია Horizon 2020-ში საქმიანობა
5
რა არის APRE არამომგებიანი კვლევითი ორგანიზაცია (კერძო) იტალიაში
1989 წელს ჩამოყალიბდა განათლების, უნივერსიტეტების და კვლევის სამინისტროს სპეციალურ ჯგუფად. მიზანია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამაში იტალიელების მონაწილეობის ხელშეწყობა და მხარდაჭერა კვლევისა და ინოვაციების ევროპულ პროგრამებში იტალიელების მონაწილეობის „ხარისხის“ გაუმჯობესება.
6
ეროვნული საკონტაქტო პირები (NCP)
APRE აერთიანებს ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის Horizon 2020-ის ყველა NCP-ის. NCP-ის ნიშნავს იტალიის უმაღლესი განათლების, უნივერსიტეტების და კვლევის სამინისტრო
7
APRE თანამშრომლობს 100 ასოცირებულ წევრთან
54 უნივერსიტეტი 37 საჯარო და კერძო კვლევითი ორგანიზაცია 4 ფინანსური ორგანიზაცია 4 სავაჭრო პალატა 4 სამეცნიერო პარკი 7 ხელისუფლების ორგანო 5 სავაჭრო ასოციაცია
9
NCP-ის ზოგადი მახასიათებლები APRE-ში
ისინი მუშაობენ სრული დატვირთვით უმეტეს სფეროში ნომინირებულია 2-3 NCP. აუცილებელია ჰქონდეთ ცოდნა ევროკავშირის/საერთაშორისო პოლიტიკის და ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების პოლიტიკის თაობაზე. ძირითადი უნარები: პროექტის მენეჯმენტი, პროექტის შედგენა, სწავლების უნარი, საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის უნარი, იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, სოციო-ეკონომიკური და ბიზნეს უნარები. რამდენიმე ექსპერტს აქვს განათლება ინჟინერიის ან სიცოცხლის მეცნიერებების სფეროში
10
NCP-ის კოორდინაცია განათლების, უნივერსიტეტებისა და კვლევების სამინისტროს მიერ (MIUR)
ყველა NCP APRE-ს თანამშრომელია APRE არ ფინანსდება MIUR-ის მიერ APRE-ს დაფინანსება ხდება ასოცირებული წევრების მიერ, NCP-ის მონაწილეობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ნეთვორქინგის პროექტებში
11
NCP-ის მომსახურებით სარგებლობენ
აპლიკანტები იღებენ ინფორმაციას და რჩევას ხდება პროექტების პრესკრინინგი საინფორმაციო დღეების/საპარტნიორო შეხვედრების და ტრეინინგების ორგანიზება სამინსტრო სტატისტიკა და ანალიზი ჩარჩო პროგრამის მომზადებასა და განხორციელებაში მხარდაჭერა ევროკომისია მუშაობენ როგორც ექსპერტები პროგრამულ კომიტეტებში და სამუშაო ჯგუფებში
12
თანამშრომლობა უნივერსიტეტების საგრანტო ოფისებთან
ზოგიერთი უნივერსიტეტის სტრატეგია მოიცავს ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობის გაზრდას. ამიტომ მათ ჩამოაყალიბეს საკუთარი სტრუქტურა კვლევის დაფინანსების გარე წყაროების იდენტიფიცირების მიზნით. უნივერსიტეტების და კვლევითი ინსტიტუტების საგრანტო ოფისების თანამშრომლები რეგულარულად ცვლიან ინფორმაციას. თავიანთ შეხვედრებზე ხშირად იწვევენ NCP-ის ჩარჩო პროგრამის თაობაზე ინფორმაციის მისაწოდებლად. ამ ორგანიზაციების მნიშვნელობიდან გამომდინარე APRE-ს ინიციატივით ორჯერ წელიწადში მაინც იმართება შეხვედრა ტრეინინგისა და უახლესი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
13
მონაცემთა ბაზა EURIND PRO
მონაცემთა ბაზა მოიცავს მდე კონტაქტს (APRE-ს საზოგადოება) დაჯგუფებულია: კვლევის სფეროს მიხედვით ორგანიზაციის ტიპის/ ქალაქის/ ქვეყნის მიხედვით. მონაცემთა ბაზა მეილის გაგზავნა მომხმარებელთა სპეციალურ ჯგუფთან ტრეინინგებზე და შეხვედრებზე რეგისტრირებულ პირებთან შემდგომი თანამშრომლობა ორგანიზაციისთვის შესრულებული საქმიანობის შეფასება კლიენტებთან მუშაობა
14
თითოეული მომხმარებელი ვებგვრდზე რეგისტრაციისას ირჩევს გარკვეულ კატეგორიას Horizon2020-დან, რომლის თაობაზეც უნდა ინფორმაციის მიღება (ჯანმრთელობა, გარემო და სხვ.) თანმშრომლებს ძიების ფუნქციის გამოყენებით შეუძლიათ იპოვონ: მომხამარებელი საკონტაქტო მონაცემების მიხედვით (გვარი, ორგანიზაცია) მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით (ჯანმრთელობა, გარემო და სხვ.) მონაცემთა ბაზაში კატეგორიის არჩევის შემდეგ სისტემას შეუძლია განსაზღვრული კატეგორიის წარმომადგენლებისთვის მეილის გაგზვნა (ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია მიზნობრივი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა)
15
კონტაქტები: APRE-ს თანამშრომლები რეგულარულად არეგისტრირებენ ახალ მომხმარებლებს, რომლებთანაც სატელეფონო კონტაქტი ჰქონდათ. ანგარიში: APRE-ს თანამშრომლები ანგაიშს აკეთებენ მგზავრობის თაობაზე, თვიურ ანგარიშებს, მომხმარებელთა კმაყოფილების თაობაზე კვლევის შედეგები. ღონისძიებები: ვებგვერდის მომხმარებელი შეიძლება დარეგისტრირდეს შეხვედრაზე ან ტრეინინგზე, ხოლო თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა შეამოწმონ რეგისტრაციის მდგომარეობა. კონფიგურაცია: APRE-ს თანამშრომლებს შეუძლიათ კატეგორიების მართვა. ICT help desk: APRE-ს თანამშრომლები აწვდიან ICT ჯგუფს ინფორმაციას მუშაობაში არსებული დარღვევების შესახებ.
16
ვინ მინდა ვიყო?
17
საერთო პრინციპი ევროკავშირის დაფინანსების მიღებისთვის (პარტნიორი)
ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად (გარდა ERC) აუცილებელია ევროპელი პარტნიორების კონსორციუმი. კონსორციუმის წევრთა რაოდენობა ცვალებადობს საქმიანობის ტიპის მიხედვით, თუმცა სტანდარტულად კვლევით პროექტში მინიმუმ სამი ორგანიზაცია სხვადასხვა წევრი ან ასოცირებული ქვეყნიდან უნდა იყოს ჩართული. ხშირად პროექტისთვის საჭიროა პარტნიორი განსაზღვრული კომპეტენციით სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობა წახალისებულია.
18
როგორ ვიპოვოთ შესაბამისი პარტნიორი?
ურთიერთობა EU-ს დაფინანსების მიღებისთვის ფუნდამენტურია. პარტნიორის მოძიების სხვადასხვა გზა არსებობს: იპოვე ვინ შეიძლება იყოს პოტენციური პარტნიორი გახდი H2020-ის ექსპერტი/შემფასებელი გაიცანი შესაბამისი ეროვნული საკონტაქტო პირი დაესწარი საპარტნიორო შეხვედრებს ბრიუსელში მიიღე მონაწილეობა COST აქციებში.
19
ვინ შეიძლება იყოს ჩემი პოტენციური პარტნიორი?
გაეცანით თუ რა არის უკვე დაფინანსებული თქვენს სფეროში, რათა შეიქმნათ წარმოდგენა თუ რა ფინანსდება და როგორია პროექტის მასშტაბი გამოიყენეთ CORDIS პროექტების საძიებო სისტემა ( ისარგებლეთ EU-ს პროექტების ვებგვერდით იცნობთ თუ არა მონაწილეებს? შეგიძლიათ გაიცნოთ რომელიმე მონაწილე? ვინ არის ლიდერი თქვენთვის საინტერესო სფეროში? შეეცადეთ გაიცნოთ თქვენთვის საინტერესო პიროვნება: არის თუ არა რომელიმე ჯგუფის ან ასოციაციის წევრი? ხომ არ აპირებს რომელიმე კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას? ხომ არ თანამშრომლობს თქვენს რომელიმე ნაცნობთან?
20
როგორ შემიძლია დავამყარო კონტაქტი ჩემთვის სასურველ პარტნიორთან?
განსაზღვრეთ პიროვნებები, რომლებთანაც გსურთ პარტნიორობა, შემდეგ: ჩამოაყალიბეთ თქვენი პროექტის იდეის მოკლე შინაარსი ერთ გვერდზე და გაუგზავნეთ ელ-ფოსტით. თუ იგი დარეგისტრირებულია Linkedin-ზე სცადეთ დაუკავშირდეთ ელ-ფოსტის გაგზავნამდე, რათა იგი გაეცნოს თქვენს პროფაილს. დაესწარით შეკრებებს და კონფერენციებს, რომელსაც შეიძლება დაესწროს პოტენციური პარტნიორი კოლაბორატორი თვითონ მოაწყვეთ კონფერენცია, რათა მოიწვიოთ პოტენციური კოლაბორატორი გაწევრიანდით შესაბამის ასოციაციაში სთხოვეთ დახმარება ეროვნულ საკონტაქტო პირს
21
პარტნიორების საძიებო პროგრამები
22
Partnering Profile I. Your Organisation III. Research activities:
II. Personal Information III. Research activities: IV. Call topics V. FP EU project Former participation in the FP European project Yes No FP project title FP project activities VI. Expertise/Commitment offered Keywords specifying the expertise: Description of the expertise Commitment offered technology development dissemination demonstration research training If other commitment offered, please specify here VII. Expectations: Expected results for your organization: VIII. Contact information:
23
Horizon 2020-თან დაკავშირებული ძირითადი ვებგვერდები
26
სამუშაო პროგრამა სასურველია გავეცნოთ სამუშაო პროგრამის სრულ PDF ვერსიას. სამუშაო პროგრამის შესავალში აღწერილია ის სექტორული პოლიტიკური დოკუმენტები, რომლის გამოც გამოცხადდა კონკრეტული კონკურსი. თვითონ საკონკურსო თემის აღწერას დეტალურად უნდა გავეცნოთ. თემის აღწერასთან დეტალურად გაცნობის შემდეგ უნდა გადავწყვიტოთ პარტნიორობა გვინდა თუ კოორდინატორორბა.
28
საკონკურსო თემის სტრუქტურა
განსაზღვრავს ძირითად კონტექსტს, თუ რატომ უნდა მოხდეს ინტერვენცია სპეციფიკური გამოწვევა აღწერს პრობლემას, განსაზღვრავს შესაძლო საქმიანობის ძირითად მიმართულებას და საზღვრებს, მაგრამ არ აღწერს სპეციფიკურ მიდგომებს პროექტის აღწერა სპეციფიკური გამოწვევიდან გამომდინარე აღწერს მოსალოდნელი შედეგების საკვანძო ელემენტებს მოსალოდნელი ეფექტი მაგ. კვლევაითი და ინოვაციური საქმიანობა (RIA), ინოვაციური საქმიანობა (IA,) SME ინსტრუმენტი და სხვ. საქმიანობის ტიპი
29
კვლევითი და ინოვაციური საქმიანობა (RIA)
აქტივობის მიზანია ახალი ცოდნის შექმნა და/ან ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, პროდუქტის, პროცესის, მომსახურების და გადაწყვეტილების შესაძლებლობის გამოკვლევა. ამ მიზანს შესაძლოა ემსახურებოდეს ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევა, ტექნოლოგიის შექმნა და ინტეგრაცია, ტესტირება და ვალიდაცია მცირე-მასშტაბიანი პროტოტიპით ლაბორატორიულ ან სიმულირებულ გარემოში. დასაშვები ხარჯების ანაზღაურება ხდება 100%-ით
30
ინოვაციური საქმიანობა (IA)
აქტივობა მიზნად ისახავს ახალი, შეცვლილი ან გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების წარმოების გეგმის და დიზაინის შემუშავებას. ამ მიზნით უნდა განხორციელდეს პროტოტიპირება, გამოცდა, დემონსტრირება, პილოტირება, პროდუქტის ფართო-მასშტაბიანი ვალიდაცია ოპერაციულ (ან ოპერაციულთან მიახლოებულ) გარემოში და შესაძლოა ბაზარზე გასვლა. დასაშვები ხარჯების ანაზღაურება ხდება 70%-ით (გარდა არამომგებიანი ორგანიზაციებისა, რომელთა ხარჯებიც ანაზღაურდება 100%-ით)
31
კოორდინაციის და მხარდაჭერის საქმიანობები (CSA)
საქმიანობა მოიცავს თანმხლებ ღონისძიებებს, როგორიცაა სტანდარტიზაცია, დისემინაცია, ინფორმირებულობის გაზრდა და კომუნიკაცია, აგრეთვე თანამშრომლობის, კოორდინაციის და მხარდაჭერის ღონისძიებებს, პოლიტიკურ დიალოგს, ურთიერთთანამშრომლობას, როგორიცაა სხვადასხვა ქვეყნების პროგრამებს შორის კოორდინაციის სტრატეგიული დაგეგვმა და სხვ. დასაშვები ხარჯების ანაზღაურება ხდება 100%-ით
33
FP7-ის და Horizon 2020-ის პროექტები ჯანმრთელობის დარგში
პროფესორი რობერტო ტესტი: ERC-2011 გრანტი “FAST”, იშვიათი დაავადების - ფრიდრიხის ატაქსიის მკრნალობისადმი ახლი მიდგომის შესაძლებლობები ERC-2015 გრანტი “FAST DEVELOPS”, ახალი სამკურნალო საშუალების შექმნა ფრიდრიხის ატაქსიისთვის. პროფესორი აგოსტინო ჩიარავალოტი Horizon 2020-ის გრანტი „PICASO” , პროექტი შესაძლებელს გახდის შეიქმნას პაციენტზე ზრუნვის ერთიანი ევროპული პლატფორმა, უფრო ეფექტურად გაიცვალოს ცოდნა პაციენტის მდგომარეობის შესახებ პაციენტის მკურნალობის და რეაბილიტაციის სხვადასხვა ეტაპზე. ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული თვითონ პაციენტი და მისი ოჯახის წევრები, აქცენტი გაკეთდება თვითზრუნვის ხელშეწყობაზე. პროფესორი პაოლო ბისეგნა FP7-ის პროექტი “DIMID”, უჯრედების მულტიპარამეტრული ანალიზისთვის რეზისტენტობაზე დამყარებული ინოვაციური მოწყობილობის შექმნა
35
FP7-ის და Horizon 2020-ის პროექტები ჯანმრთელობის დარგში
პროფესორი პაოლო ემილიო პუდუ FP7-ის პროექტი “CHIRON”, დაკვირვებითი კვლევა ახალი ტექნოლოგების გამოყენებისა და მონიტორირების მიღებული შედეგების შეფასება გულის უკმარისობისა და გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტების პოპულაციაში.
36
FP7-ის და Horizon 2020-ის პროექტები ჯანმრთელობის დარგში
პროფესორი ფაბიო ბაბილონი BrainSigns - კომპანია, რომელმაც შექმნა ადამიანებში ელექტრული და აუტონომური აქტივობის შეფასების ახალი მიდგომა. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა შემეცნებითი დავალების შესრულებისას განისაზღვროს ყურადღების და ემოციური სტატუსის გამოხატული ცვლილება. კომპანია ჩართულია შემდეგი ტიპის კვლევებში ნეირო მარკეტინგის შეფასება სტრესულ გარემოში პილოტების ქცევის შეფასება წამლების ეფექტის ანალიზი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (წამლებით განპირობებული კოგნიტიური უნარის გაუმჯობესება) ფილმებისა და ვიდეოთამაშების მოწონებისა და ემოციური ჩართულობის ანალიზი. SmokeFreeBrain - მულტიდისციპლინური მიდგომა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრევენციის ღონისძიებების ეფექტურობის გაზრდისათვის.
37
მადლობთ ყურადღებისთვის!
Similar presentations
© 2025 SlidePlayer.com. Inc.
All rights reserved.