Presentation is loading. Please wait.

Presentation is loading. Please wait.

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი ქ

Similar presentations


Presentation on theme: "თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი ქ"— Presentation transcript:

1 თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი ქ
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი №18-22 ტელ:

2 უნივერსიტეტის ისტორია
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი - თდასუ - დაარსდა 1992 წლის 6 აგვისტოს. თავისი არსებობის 18 წლის მანძილზე მან ღირსეულად მოიპოვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსი.  1992 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანი პერიოდია როგორც ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, დაწესებულების, ისე უმაღლესი სასწავლებლის, ამ შემთხვევაში თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ცხოვრებაში. უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობა საზოგადოებისათვის მთლიანად გამჭვირვალეა, მისი შემფასებელი კი საკმაოდ ფართო აუდიტორიაა: სტუდენტები, მშობლები, პროფესორ-მასწავლებლები, საზოგადოება, ხელისუფლება და ა. შ. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის მთავარი მონაპოვარია შესანიშნავი პედაგოგიური კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიციური გუნდის შექმნა; უნივერსიტეტის მიზანია ჰყავდეს არა მხოლოდ პროფესორებით დაკომპლექტებული, არამედ პროფესიონალიზმით გამორჩეული პედაგოგიური კოლექტივი, რომელიც დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელსაც მოითხოვს დღეს ჩვენგან, როგორც უმაღლესი სკოლისაგან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სწორედ ეს განაპირობებს სტუდენტთა მრავალრიცხოვან კონტიგენტს, საბოლოო ჯამში კი იმ ავტორიტეტს, რომლითაც უნივერსიტეტი სარგებლობს მონათესავე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი თანამედროვეობას ყოველთვის უბამს მხარს და ამავდროულად, ძველი და ღირსეული ტრადიციების ერთგული რჩება. განათლების სრულყოფისკენ სწრაფვის დასტურია თდასუ-ს თანამშრმლობა სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებსა და მსოფლიოს უნივერსიტეტთა ასოციაციასთან (IAU). თდასუ-ს რექტორი ურთიერთობების დასამყარებლად და გასაღრმავებლად ხშირ და მუდმივ კონტაქტშია უცხოური უნივერსიტეტების კოლეგებთან. ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში, მხარეები სურვილს გამოთქვამენ, რომ ჩატარდეს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, შეხვედრები, აწარმოონ სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორრანტებისა და პედაგოგების გაცვლა, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უნივერსიტეტების დაახლოება-დამეგობრებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება არაერთი ღონისძიება სტუდენტობის მაღალზნეობრივი აღზრდისათვის, მათ შორის აღსანიშნავია სამეცნიერო კონფერენციები და სემინარები, სტუდენტად კურთხევისა და სიყვარულის დღესასწაულები, საახალწლო კარნავალები, საქველმოქმედო აქციები მიუსაფარ ბავშვთა სახლებში და სხვა წლიდან გამოდის საუნივერსიტეტო გაზეთი „აღმაშენებელი“, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტუდენტები; 2005 წელს გამოვიდა პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალ „აღმაშენებელის“ პირველი ნომერი წელს უნივერსიტეტმა გამოსცა საიუბილეო კრებული ,,უნივერსიტეტი 10 წლისაა". წიგნი თავისი შინაარსით მრავალფეროვანია. მასში შესულია ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა მილოცვები, უნივერსიტეტის თანამშრომელთა, ლექტორთა და სტუდენტთა შემოქმედება: წერილები, ნარკვევები, ლექსები, თარგმანები, რეპორტაჟები საუნივერსიტეტო ღონიოსძიებებიდან, ნარკვევები და პოეტური სტრიქონები დავით აღმაშენებლის შესახებ, ინტერვიუ უნივერსიტეტის რექტორთან ბ-ნ ანზორ შარაშენიძესთან...

3 სასწავლო უნივერსიტეტის მისია
უმაღლესი განათლება მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებისთვის!   თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოწოდებულია აღზარდოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, პროფესიულად ღრმად განსწავლული, მაღალზნეობრივი სპეციალისტები, ვინც სრულად აცნობიერებს და აღიარებს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ჰუმანურ ღირებულებებს, არის ჰარმონიულად განვითარებული პიროვნება, წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან და სრულუფლებიან წევრს.

4 საგანმანათლებლო პროგრამები ზოგადი დახასიათება
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები : ფარმაცია - ინგლისური ფილოლოგია - ტელეკომუნიკაცია- ბიზნესის ადმინისტრირება სამაგისტრო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება დამატებითი (minori პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები - ეკონომიკა - 4 წელი, 8 სემესტრი, 240 კრედიტი და აკადემიური საათი მოცულობა 2 წელი, 120 კრედიტი და 1500 აკადემიური საათი მოცულობა 1 წელი, 60 კრედიტი და 3000 აკადემიური საათი მოცულობა

5 საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღება
საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტის მიღება ხდება ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე. პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბაროს ერთიან ეროვნულ გამოცდები და მოხვდეს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულო საგნებია: ა) ქართული ენა და ლიტერატურა; ბ) ზოგადი უნარები; გ) ინგლისური ენა; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული დამატებითი საგანი. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად სავალდებულოა საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება და შემდგომ უნივერსიტეტის მიერ დადგენილ საგანში გამოცდის ჩაბარება.

6 შეფასების სისტემა 1. დაუშვებელია სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად - მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. სტუდენტის გაწეული შრომის შეფასება გარკვეული შეფარდებით უნდა ითვალისწინებდეს: ა) შუალედურ შეფასებებს; ბ) დასკვნითი გამოცდის შეფასებას. 2. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია. 3. დასკვნითი გამოცდა არ უნდა შეფასდეს 40 ქულაზე მეტით. 4. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება  51 ქულა. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, სტუდენტის საბოლოო შეფასების მიზნებისათვის, განსაზღვროს იმ სტუდენტთა დასკვნით გამოცდაზე გასვლის ვალდებულების საკითხი, რომელთაც  შუალედური  შეფასებებით მიღებული აქვთ ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი შეფასებისათვის საკმარისი ქულათა ჯამი. 6. შეფასების სისტემა უშვებს: ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას: ა.ა) (A) ფრიადი - მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი; ა.ბ) (B) ძალიან კარგი - მაქსიმალური შეფასების 81-90%; ა.გ) (C) კარგი - მაქსიმალური შეფასების 71-80%; ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი - მაქსიმალური შეფასების 61-70%; ა.ე) (E) საკმარისი - მაქსიმალური შეფასების 51-60%; ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას: ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა - მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით   დამატებით გამოცდაზე  ერთხელ გასვლის უფლება. ბ.ბ) (F) ჩაიჭრა - მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებების მიღება ხდება  შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების დაჯამების საფუძველზე. 9. სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში (ტრიმესტრში). დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 10 დღისა. 10. თითოეული სასწავლო კურსის (საგნის) შესწავლისას სტუდენტის მოსწრების შეფასება ხორციელდება შემდეგი კომპონენტების მიხედვით: ა) დასკვნითი გამოცდა; ბ) შუალედური შეფასება გ) დასწრება; დ) სააუდიტორიო აქტივობა; ე)დებატებში/დისკუსიებში მონაწილეობა ; ვ)  პრეზენტაცია ; ზ) დამოუკიდებელი  მუშაობა ; თ) სხვა აქტივობები .

7 საბაკალავრო ნაშრომის შეფასება
საბაკალავრო ნაშრომის დაცვისა და შეფასების პროცედურები საბაკალავრო ნაშრომის დაცვაზე სტუდენტის დაშვების წინაპირობაა საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო კომპონენტების შესრულება; დაცვის საპატიო მიზეზით გადავადება შესაძლებელია სტუდენტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, მოთხოვნის საპატიო მიზეზის მითითებით და დასაბუთებით; 1. ხელმძღვანელის ზოგადი დახასიათება-შეფასება/დასკვნა: მაქსიმალური ქულა - 10 : საკითხის აქტუალობა - 2- ქულა; საკითხთან დაკავშირებული ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლის სიღრმისეულობა - 3 ქულა; სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები (კარგად იცნობს სხვადასხვა მეთოდს და იყენებს კონკრეტული მიზნის შესაბამისად მისთვის სასურველს, ავლენს ლოგიკური, მსჯელობის და არგუმენტირებული დასკვნის გამოტანის უნარს) – 3 ქულა; ნაშრომის გაფორმება - 2 ქულა; 2. რეცენზენტი წერს რეცენზიას ნაშრომის შესახებ, რომელიც წარედგინება საბაკალავრო საკვალიფიკაციო კომისიას ნაშრომის საჯარო დაცვამდე 5 დღით ადრე;. რეცენზიაში აუცილებლად უნდა იყოს წარმოჩენილი: ა) სარეცენზიო ნაშრომის დადებითი მხარე და ღირსებები; ბ)შენიშვნები, რომლებიც გაუჩნდება რეცენზენტს. შენიშვნები უნდა იყოს არგუმენტირებული და შესაძლებელია კითხვის სახითაც დასმული; გ) რეცენზენტის შეფასება - მაქსიმალური ქულა - 20 : საკითხის აქტუალობა - 4 ქულა; საკითხთან დაკავშირებული ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლის სიღრმისეულობა - 6 ქულა; საკითხის განხილვის სიღრმე და დონე (თანამიმდევრული მსჯელობა, არგუმენტირებული დასკვნები)- 6 ქულა; ნაშრომის ენა და სტილი, ლიტერატურის მითითების სისწორე - 4 ქულა; თუ სტუდენტის საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელისა და რეცენზენტის შეფასებათა ჯამი შეადგენს 11 ქულააზე ნაკლებს სტუდენტი არ დაიშვება საბაკალავრო ნაშრომის დაცვაზე და სტუდენტმა ფაკულტეტთან შეთანხმებით ხელახლა უნდა გადაამუშაოს საბაკალავრო ნაშრომი, ან აიღოს ახალი თემა და მომდევნო 1 წლის განმავლობაში ფაკულტეტთან შეთანხმებით იგივე პროცედურებით შეასრულოს საბაკალავრო ნაშრომის კომპონენტი. 3. იმ შემთხვევაში, თუ საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელისა და რეცენზენტის შეფასებათა ჯამი შეადგენს არანაკლებ 11 ქულას, სტუდენტი დაიშვება საბაკალავრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე. 4. საბაკალავრო ნაშრომის საჯარო დაცვის რეგლამენტი განისაზღვრება საბაკალავრო საკვალიფიკაციო კომისიის მიერ სულ მცირე 10 წუთით მაინც. 5. საბაკალავრო საკვალიფიკაციოს თავმჯდომარე დამსწრე საზოგადოებას აცნობს სტუდენტის ვინაობას, მის სპეციალობას, საბაკალავრო ნაშრომის თემას, ხელმძღვანელს და რეცენზენტს. ამის შემდეგ სიტყვა მოხსენებისათვის ეძლევა სტუდენტს. სტუდენტის მოხსენებაში მოკლედ და მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული და მითითებული საბაკალავრო ნაშრომის მიზნები, ამოცანები, არსებული მოსაზრებები დასმული პრობლემის შესახებ. უფრო ვრცლად უნდა იქნეს წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანალიზი. ბოლოს, კონკრეტულად უნდა ჩამოყალიბდეს მიღებული დასკვნები. მოხსენების დამთავრებისთანავე სტუდენტი პასუხობს შეკითხვებს, რის შემდეგაც საბაკალავრო საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე დამსწრე საზოგადოებას გააცნობს საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელის დასკვნასა და რეცენზენტის რეცენზიას. დასკვნით სიტყვაში სტუდენტი გამოთქვამს თავის მოსაზრებას შენიშვნებისა და რეკომენდაციების ირგვლივ. შემდეგ იმართება დისკუსია, რომელშიც საბაკალავრო საკვალიფიკაციო კომისიის წევრებთან ერთად მონაწილეობას იღებენ დაინტერესებული პირები დამსწრე საზოგადოებიდან. 6. საბაკალავრო საკვალიფიკაციო კომისიის ერთ სხდომაზე შესაძლებელია ჩატარდეს რამდენიმე საბაკალავრო ნაშრომის დაცვა. 7. საბაკალავრო ნაშრომის დაცვის პროცედურის დასრულების შემდეგ საბაკალავრო საკვალიფიკაციო კომისია იწვევს დახურულ სხდომას, რომელზეც საკვალიფიკაციო კომისიის თითოეული წევრი აფასებს თითოეული სტუდენტის საბაკალავრო ნაშრომს და ამ ნაშრომის პრეზენტაციას შემდეგი სქემის მიხედვით: 8. საკვალიფიკაციო კომისიის შეფასება: - მაქსიმალური ქულა 40: საბაკალავრო ნაშრომის და ამ ნაშრომის პრეზენტაციის შეფასება ხდება შემდეგი სქემის მიხედვით: საკითხის აქტუალობა და მის გარშემო არსებული მასალების შესწავლის სიღრმისეულობა (თანამიმდევრული მსჯელობა, არგუმენტირებული დასკვნები) 10 ქულა; ნაშრომის ენა და სტილი, ბიბლიოგრაფიის მითითების სისწორე 10 ქულა; ზეპირი მოხსენების და პრეზენტაციის ხარისხი 10 ქულა; დასმულ კითხვებზე, შენიშვნებზე და რეკომენდაციებზე გაცემული პასუხების სიზუსტე და სიღრმისეულობა 10 ქულა;

8 სამაგისტრო ნაშრომის შეფასება
შეფასების კომპონენტები: ა) შუალედური შეფასება: მაქსიმალური ქულა - 15 (სემესტრში გათვალისწინებულია 2 შუალედური შეფასება); შეფასება ხდება ხელმძღვანელის მიერ, გათვალისწინებულია საკვლევი საკითხის აქტუალობა, საჭირო სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და მასზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარები, ნაშრომის შესრულების აკადემიური დონე და ღირებულება, კვლევის მეთოდების გამოყენება, ლიტერატურის დამუშავებისა და მასალის ცოდნის დონე, ხელმძღვანელის მითითებების შესრულების ხარისხი. ბ) ხელმძღვანელის ზოგადი დახასიათება-შეფასება/დასკვნა: მაქსიმალური ქულა - 10; საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელის დასკვნაში აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული: ა) ნაშრომის (საკვლევი საკითხის) მოკლე დახასიათება; ბ) ნაშრომის (კვლევის) პრაქტიკული ღირებულება, დასმული საკითხების გადაწყვეტის სისრულე, სიღრმე და ორიგინალურობა, აგრეთვე, მისი შინაარსობრივი შესაბამისობა სტუდენტის სამაგისტრო სპეციალობასთან; გ) ხელმძღვანელის შეფასება ხდება შემდეგი სქემის მიხედვით: მაქსიმალური ქულა განისაზღვრება შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: საკვლევი თემის/ნაშრომის სიახლე და აქტუალობა; თემასთან დაკავშირებული ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლის სიღრმისეულობა; სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები (კარგად იცნობს სხვადასხვა სამეცნიერო მეთოდს და იყენებს კონკრეტული მიზნის შესაბამისად, ავლენს მეცნიერული და ლოგიკური მსჯელობის და არგუმენტირებული დასკვნის გამოტანის უნარს); სამაგისტრო ნაშრომის გაფორმება; დ) რეცენზენტის შეფასება - მაქსიმალური ქულა - 20; რეცენზენტი წერს რეცენზიას ნაშრომის შესახებ, რომელიც წარედგინება სამაგისტრო საკვალიფიკაციო კომისიას ნაშრომის საჯარო დაცვამდე. რეცენზიაში აუცილებლად უნდა იყოს წარმოჩენილი: ა) სარეცენზიო ნაშრომის დადებითი მხარე და კვლევითი ღირსებები; ბ) შენიშვნები, რომლებიც გაუჩნდება რეცენზენტს. შენიშვნები უნდა იყოს არგუმენტირებული და შესაძლებელია კითხვის სახითაც დასმული; გ) რეცენზენტის შეფასება ხდება ქვემოთ მითითებული კომპონენტების გათვალისწინებით: საკვლევი თემის/ნაშრომის სიახლე და აქტუალობა; საკვლევ თემასთან დაკავშირებული ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლის სიღრმისეულობა; საკვლევი თემის განხილვის სიღრმე და დონე (თანამიმდევრული მსჯელობა, არგუმენტირებული დასკვნები); სამაგისტრო ნაშრომის ენა და სტილი, ლიტერატურის მითითების სისწორე; იმ შემთხვევაში, თუ სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელისა და რეცენზენტის შეფასებათა ჯამი შეადგენს არანაკლებ 11 ქულას, სტუდენტი დაიშვება სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე. ე) საკვალიფიკაციო კომისიის შეფასება: - მაქსიმალური ქულა 40; სამაგისტრო ნაშრომის და ამ ნაშრომის პრეზენტაციის შეფასება ხდება შემდეგი სქემის მიხედვით: საკვლევი თემის/ნაშრომის სიახლე და აქტუალობა- 5ქ საკვლევი თემის გარშემო არსებული მასალების შესწავლის სიღრმისეულობა -5ქ მაგისტრანტის მიერ მიღებული შედეგები -10ქ ნაშრომის გაფორმება (ენა და სტილი, ბიბლიოგრაფიის მითითების სისწორე ) -5 ქ ზეპირი მოხსენების და პრეზენტაციის ხარისხი - 5ქ შეკითხვებზე პასუხი, პასუხების სიზუსტე და სიღრმისეულობა, თანამიმდევრული მსჯელობა, არგუმენტირებული დასკვნები - 10ქ

9 პრაქტიქის შეფასება პრაქტიკის შეფასების კრიტერიუმები: ა) დასწრება/აქტივობა - მაქსიმალური ქულა შეფასება ხდება მენტორის მიერ, პრაქტიკის დროს შესრულებული სამუშაოს, საკითხის განხილვის და გადაწყვეტის პროცესში ჩართულობის და მუშაობის დროს დასმული კითხვების ხარისხით ქულა: კითხვები საკითხების ადექვატურია, ჩანს განვლილი მასალის სრულყოფი ლი ცოდნა და საკითხების სწორი და სრული აღქმა, მონაწილეობს საკითხის გადაწყვეტაში ქულა: კითხვები საკითხების ადექვატურია, ჩანს განვლილი მასალის ცოდნა და საკითხების სწორი აღქმა, ნაწილობრივ შეუძლია საკითხის გადაჭრის გზების განსაზღვრა ქულა: კითხვები საკითხების ნაწილობრივ ადექვატურია, არ იგრძნობა განვლილი მასალის ცოდნა და საკითხების აღქმა ნაწილობრივია, უჭირს გადაჭრის გზების განსაზღვრა ქულა: დასმული კითხვები და საკითხების აღქმა არაადექვატურია, ვერ აყალიბებს საკითხის გადაჭრის გზებს. 0 ქულა: სტუდენტი არ მონაწილეობს პროფესიული პრაქტიკის პროცესში. ბ) პრაქტიკის დღიურის წარმოება - მაქსიმალური ქულა ქულა სტუდენტი სისტემატიურად აწარმოებას პრაქტიკის დღიურს, ინიშნავს მონაცემებს, აღწერს ყოველკვირეულ/ყოველდღიურ შესრულებულ სამუშაოს, გადმოცემულია ის სიახლეები, რომელსაც სტუდენტი გაეცნო მუშაობის პროცესში, შესაბამისი მაგალითების მოშველიებით სტუდენტი აფიქსირებს მიღწეულ შედეგებს. 4-7 ქულა სტუდენტი დამაკმაყოფილებლად აწარმოებას პრაქტიკის დღიურს, ინიშნავს მონაცემებს, არასრულად აღწერს ყოველკვირეულ/ყოველდღიურ შესრულებულ სამუშაოს, შესაბამისი მაგალითების მოშველიებით სტუდენტი აფიქსირებს მიღწეულ შედეგებს. 1-3 ქულა სტუდენტი არასრულად აწარმოებას პრაქტიკის დღიურს, მოცემული სწავლის შედეგები არასრულია. გ) შუალედური გამოცდა/შეფასება - მაქსიმალური ქულა -15 (ორი შუალედური გამოცდა ჯამში 30 ქულა). შეფასება ხდება მენტორის და პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ პრაქტიკული ამოცანის (რომელშიც გათვალისწინებულია განვლილი მასალიდან ყველა საკვანძო საკითხები) შესრულების ხარისხით ქულა: საკითხის დასმა და გადაწყვეტა ზუსტი და ამომწურავია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს, საფუძვლიანად აქვს ათვისებული პროგრამით გათვალისწინებული განვლილი მასალა. ტერმინოლოგია ზუსტია ქულა: საკითხის დასმა და გადაწყვეტა სწორია, მაგრამ შეიცავს მცირე უზუსტობებს; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ტერმინოლოგია გამართულია 8-10 ქულა: საკითხის დასმა და გადაწყვეტა არსებითად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ შეიცავს უზუსტობებს სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები. ტერმინოლოგია ნაკლოვანია. ტერმინოლოგია არასრულფასოვანია. 5-7 ქულა: საკითხის დასმა და გადაწყვეტა არასრულია; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა. არასრულად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ტერმინოლოგია ნაწილობრივ მცდარია. 1-4 ქულა: საკითხის გადაწყვეტა არასწორია; აღინიშნება არსებითი შეცდომები. ვერ  ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ტერმინოლოგია მცდარია. 0 ქულა: ნაშრომი ამოცანის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

10 პრაქტიქის შეფასება დ) პრაქტიკის ანგარიშის შეფასება/დაცვა - მაქსიმალური ქულა თუ სტუდენტმა პროფესიული პრაქტიკის განმავლობაში ვერ დააგროვა 11 ქულა, პრაქტიკის ანგარიშის დაცვაზე არ დაიშვება. ქულათა გადანაწილება კომპონენტების მიხედვით: დანართი, თავფურცელი და რეზიუმე - მაქსიმალური ქულა ქულა: გაფორმებულია შესაბამისად; რეზიუმე სრულად ასახავს პრაქტიკის მიზნებსა და შედეგებს; დანართი რელევანტურია, ნათლადაა გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია და ზუსტია; 5-7 ქულა: გაფორმებულია შესაბამისად; რეზიუმე ზოგიერთი უზუსტობით ასახავს პრაქტიკის მიზნებსა და შედეგებს; დანართი რელევანტურია, მაგრამ ზოგი პუნქტი დაუზუსტებელია, ტერმინოლოგიაში შეიმჩნევა მცირედი შეცდომები; 2-4 ქულა: გაფორმებულია არაშესაბამისად; რეზიუმე ნაწილობრივ ასახავს პრაქტიკის მიზნებსა და შედეგებს; დანართი არარელევანტურია; ტერმინოლოგია არაზუსტია; 0-1 ქულა: გაფორმებულია შეუსაბამოდ ან საერთოდ არ არსებობს; რეზიუმე ვერ ასახავს პრაქტიკის მიზნებსა და შედეგებს; დანართი არარელევანტურია, ტერმინოლოგია მცდარია; დასკვნები და რეკომენდაციები - მაქსიმალური ქულა - 10: ქულა: არგუმენტირებულია, მსჯელობა თანმიმდევრული და ლოგიკურია. იგრძნობა შესწავლილი მასალის სრული ცოდნა; 5-7 ქულა: არგუმენტირებულია, მსჯელობა თანმიმდევრული და ლოგიკურია ნაწილობრივი უზუსტობებით. იგრძნობა შესწავლილი მასალის ცოდნა, მაგრამ კონკრეტულ საკითხებში იგრძნობა არასაკმარისი მომზადება; 2-4 ქულა: არგუმენტაცია აკლია, მსჯელობა ნაწილობრივ არათანმიმდევრული და არალოგიკურია. გავლილი მასალის ცოდნის დონე დამაკმაყოფილებელია. 0-1 ქულა: არაარგუმენტირებულია, მსჯელობა არათანმიმდევრული და არალოგიკურია. არ იგრძნობა შესწავლილი მასალის ცოდნა. პრაქტიკის პროცესში განხორციელებული საქმიანობის ანალიზი/პრეზენტაცია - მაქსიმალური ქულა ქულა: საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის დასმული და გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, რეგლამენტი დაცულია, ვიზუალური მხარე პრეზენტაბელურია და შეესაბამება შინაარსს, აუდიტორიასთან კომუნიკაბელობა ხარისხიანია. ქმნის მკაფიო წარმოდგენას საწარმოზე, განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება პრაქტიკის მიზნებს; შესაბამისი მაგალითების მოშველიებით აფიქსირებს მიღწეულ შედეგებს; კომპეტენციების განვითარება შეფასებულია კრიტიკულად ქულა: საკითხი გადაწყვეტილია სწორად, მაგრამ შეკვეცილია; ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი გადმოცემულია მცირე უზუსტობებით; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; რეგლამენტი ნაწილობრივ დაცულია, ვიზუალური მხარე პრეზენტაბელურია, მაგრამ არის მცირე შეუსაბამობები, აუდიტორიასთან კომუნიკაბელობაში შეიმჩნევა ხარვეზები, ქმნის წარმოდგენას საწარმოზე, განხორციელებული საქმიანობა მცირე უზუსტობებით შეესაბამება პრაქტიკის მიზნებს; შესაბამისი მაგალითების მოშველიებით აფიქსირებს მიღწეულ შედეგებს; კომპეტენციების განვითარება შეფასებულია კრიტიკულად ქულა: საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული და დამუშავებული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები. რეგლამენტი ნაწილობრივ დაცულია, ვიზუალური მხარე პრეზენტაბელურია, მაგრამ სრულად არ შეესაბამება შინაარსს, აუდიტორიასთან კომუნიკაბელობა არ არის შესაბამისი ხარისხის. ვერ ქმნის მკაფიო წარმოდგენას საწარმოზე, განხორციელებული საქმიანობა ნაწილობრივ შეესაბამება პრაქტიკის მიზნებს; შესაბამისი მაგალითების მოშველიებით არაზუსტად აფიქსირებს მიღწეულ შედეგებს; კომპეტენციების განვითარება არ არის შეფასებული კრიტიკულად. 5-8 ქულა: საკითხი არასრულადაა დამუშავებული; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული მასალა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.  რეგლამენტი არ არის დაცული, ვიზუალური მხარე პრეზენტაბელურია, მაგრამ არ შეესაბამება შინაარსს, აუდიტორიასთან კომუნიკაბელობა უხარისხოა. ვერ ქმნის წარმოდგენას საწარმოზე, განხორციელებული საქმიანობა ნაწილობრივ შეესაბამება პრაქტიკის მიზნებს; მიღწეული შედეგების დასაფიქსირებლად ვერ იშველიებს შესაბამის მაგალითებს; კომპეტენციების განვითარება არაზუსტადაა შეფასებული. 1-4 ქულა: საკითხი არასრულადაა დამუშავებული; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; დასკვნები არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. რეგლამენტი არ არის დაცული, ვიზუალური მხარე არაპრეზენტაბელურია, და არ შეესაბამება შინაარსს, აუდიტორიასთან კომუნიკაბელობა უხარისხოა. ვერ ქმნის წარმოდგენას საწარმოზე, განხორციელებული საქმიანობა არ შეესაბამება პრაქტიკის მიზნებს; ვერ იშველიებს შესაბამის მაგალითებს და ვერ აჩვენებს მიღწეულ შედეგებს; კომპეტენციების განვითარება საერთოდ არ ჩანს. 0 ქულა: ნაშრომი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

11 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
1. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერა 1.1. უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი; 1.2. მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება (02); 1.3. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირება; 1.4. მოდული: მენეჯმენტი; ფინანსები; საბუღალტრო აღრიცხვა 1.5. კვალიფიკაცია/მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი (Bachelor of Business Administration (BBA) 1.6. პროგრამის მოცულობა: 240 კრედიტი; 1.7. სწავლის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი; 4 აკადემიური წელი; 1.8. სწავლების ენა: ქართული; 1.9. პროგრამის ხელმძღვანელი: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი ციალა ლომაია

12 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
მიზანი ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სასწავლო უნივერსიტეტის მისიის - უმაღლესი განათლება მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებისთვის! განხორციელებაზე. პროგრამის მთავარი მიზანია, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს ბიზნეს-პროცესებისა და ორგანიზაციების ეფექტიან მართვას, რაშიც მას დაეხმარება მმართველობითი საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საფუძვლიანი ცოდნა და პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.  "ბიზნესის ადმინისტრირების" საბაკალავრო პროგრამით სპეციალისტთა მომზადების აქტუალურობა განპირობებულია საქართველოს ინტეგრაციის აუცილებლობით მსოფლიო ეკონომიკაში, საბაზრო ეკონომიკის ადეკვატური ინსტიტუტების და ურთიერთობების ჩამოყალიბების შეუქცევადი ხასიათით ჩვენს ქვეყანაში, რამაც მეწარმეობისა და ბიზნესის სფეროებში ათასობით ადამიანის დასაქმება გამოიწვია. შესაბამისად, გაჩნდა და ყოველდღიურად იზრდება ბიზნესის სფეროსათვის კვალიფიციური მენეჯერების მომზადების მოთხოვნა. ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნაა საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში, მსხვილ კორპორაციებსა და კონსალტინგურ ცენტრებში. შესაბამისად, საბაკალავრო მომზადების პროგრამამ უნდა მოიცვას ბიზნესის ინდუსტრიის მთელი ბლოკი: ფინანსები, მარკეტინგი, საბუღალტრო აღრიცხვა, ინფორმატიკა, მენეჯმენტი და სხვა. ამდენად, საბაკალავრო პროგრამის სწავლების საერთო მიზნები და ამოცანები შემდეგია: მისცეს სტუდენტს ფართო საბაზისო თეორიული და მეთოდოლოგიური ცოდნა, რაც აუცილებელია ბიზნესის ადმინისტრირების მეორე და მესამე საფეხურზე სწავლებისათვის; ჩამოუყალიბოს სრულყოფილი წარმოდგენა ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის თანამედროვე მდგომარეობაზე, მისი განვითარების ტენდენციებზე და ძირითად მიმართულებებზე; დააუფლოს წარმოების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზისა და მართვის საშუალებებს, კომპიუტერულ ტექნიკას და ინფორმაციულ ტექნოლოგიებს; ასწავლოს ბიზნეს-ერთეულთა მიზანთა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის ტაქტიკის ფორმირება; გამოუმუშაოს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებისა და დასაბუთების უნარი, რათა მომავალმა მენეჯერებმა შეძლონ ბიზნეს–გარემოს მრავალკრიტერიალური და მულტიდისციპლინური დინამიკისა და მონაცემთა ოპტიმიზაცია, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და კომპანიის მოგების მაქსიმიზაცია, სხვადასხვა დონის შეხვედრების გაძღოლა და მოლაპარაკებების ეფექტიანი წარმართვა ბიზნესის ეთიკის ნორმების დაცვით; ასწავლოს საკრედიტო ურთიერთობათა მრავალფეროვანი ფორმები და სახეობები; ასწავლოს ბიზნესის კომპლექსური საკითხების (მოგება–ზარალის კალკულაცია, ბალანსის შედგენა, ფულის მოძრაობის უწყისის მოძრაობა, კონკურენტთა ანალიზი, ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვა და სხვა) და სხვადასხვა ფუნქციონალური დეპარტამენტების ეფექტიანი მართვა, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე გართულებული მათემატიკური აპარატის, სტატისტიკისა და დარგობრივი სპეციალობის კურსების ინტეგრირებით; დააუფლოს ბიზნესის ადმინისტრირებისთვის საჭირო დარგობრივ სფეროებს და სპეციფიკურ თეორიულ–პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს, როგორიცაა: ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და მენეჯმენტის მოდულები. ამ მხრივ სტუდენტი თავისუფალია და თავად ირჩევს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამიდან მისთვის საინტერესო მიმართულებას; აგრეთვე, სტუდენტს (minor პროგრამის - „ეკონომიკა“ ფარგლებში) შეუქმნას სრული წარმოდგენა ეკონომიკის ძირითად თეორიულ საკითხებზე, შეასწავლოს მას აღნიშნულ სფეროში არსებული ძირითადი ტენდენციები და მიდგომები, გააცნოს ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის არსი და მათი სტრატეგიული მნიშვნელობა და სხვა.

13 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
სწავლის შედეგი (ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები) ცოდნა და გაცნობიერება ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი ენიჭებათ სტუდენტებს, რომლებსაც გააჩნიათ ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას, სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერებას. კერძოდ,   გააჩნიათ ფართო ცოდნა ფუნდამენტურ/საბაზისო სასწავლო კურსებში; ფლობენ მართვის მეცნიერების თანამედროვე პრინციპებსა და  მეთოდებს, პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელ ცოდნას; შესწავლილი აქვთ ბიზნესში კრეატიული და ინოვაციური საქმიანობის ძირითადი პოსტულატები; გააჩნიათ ბიზნეს-ეტიკეტის, ეკონომიკასა და ბიზნესში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების მეთოდოლოგიის, სადაზღვევო საქმისა და ბიზნესში სხვა კომლექსური საკითხების შესაბამისი ცოდნა; გააჩნიათ ორგანიზაციის, მისი ბიზნეს-გარემოს და ბიზნეს-ერთეულთა მართვის თეორიების, კონცეფციებისა და ძირითადი დეტერმინანტების ცოდნა; გააჩნიათ ბიზნესის ფუნქციონალური სფეროების: მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, ბუღალტერიის, მართვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნა; აგრეთვე, კერძო თუ საჯარო ბიზნეს–სტრუქტურებში მუშაობისთვის აუცილებელი მინიმალური სამართლებრივი საბაზო განათლება; ფლობენ სათანადო ტერმინოლოგიას და ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში ფუნქციონირების რაოდენობრივ და სტატისტიკურ მეთოდებს.

14 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
სწავლის შედეგი (ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულებს განვითარებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამისი აუცილებელი უნარ-ჩვევები ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში. შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების სფეროსათვის დამახასიათებელი სტანდარტული მეთოდების გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად (ბიზნეს-ერთეულის ან ფუნქციონალური სფეროს წინაშე მდგარი პრობლემების იდენტიფიცირება და დიაგნოსტირება). აგრეთვე, კომპანიის ორგანიზაცია და მართვა, გამოიყენონ ბიზნესის წარმოების პრინციპებისა და კონცეფციების ცოდნა ბიზნეს–ერთეულთა სამუშაოს დასაგეგმად; მოამზადონ კომპანიის დასარეგისტრირებლად სადამფუძნებლო პაკეტი; შეუძლიათ განსაზღვრონ ბიზნესში რისკის გამომწვევი მიზეზები და მასზე მოქმედი ფაქტორები; მათი, რისკების მართვა შესაბამისი მეთოდების: რისკის აცილების მეთოდი, რისკის მიღების მეთოდი, რისკების განაწილების მეთოდი, რისკების კომპენსაციის მეთოდი გამოყენებით; ბაზრის წილის და ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება – იმიტაციური და მოლოდინის სტრატეგიების გამოყენებით; დაგეგმონ ბიზნესი (ბიზნეს-გეგმის შედგენა); ბიზნეს–პროექტის სიცოცხლისუნარიანობის შეფასება. ამავდროულად სტუდენტებს შესწევთ უნარი ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს კომპლექსური საკითხები გადაწყვიტონ გართულებული მათემატიკური აპარატის მეთოდების/ხერხების (წრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნის გაუსის მეთოდი, ცვლადის გარდაქმნა განუსაზღვრელ ინტეგრალში (ჩასმის ხერხი), ნიუტონ-ლაიბნიცის ფორმულა; განსაზღვრული ინტეგრალის გამოთვლა ჩასმის ხერხით; განსაზღვრული ინტეგრალის გამოთვლა ნაწილობითი ინტეგრირების ხერხით) გამოყენებით და სხვა. პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.

15 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა სწავლის შედეგი (ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები)
დასკვნის გაკეთების უნარი სტუდენტებს შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების სფეროსათვის დამახასიათებელი ემპირიული მონაცემების შეგროვება, დაჯგუფება და ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი სპეციფიური მეთოდის გამოყენებით, პირველადი და მეორადი წყაროების დამუშავება და შესაბამისი დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება; აგრეთვე, ბიზნეს-კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და შედეგების ურთიერთკავშირის დადგენა, ბიზნეს-გარემოსა და ბიზნესის ფუნქციონალურ სეგმენტებში არსებული კომპონენტების დეტალური ანალიზი (გააჩნიათ თვითანალიზის უნარი). სტუდენტებს შესწევთ უნარი განახორციელონ ბიზნეს-სიტუაციების ანალიზი სპეციფიური მეთოდების (კორელაციურ-რეგრესიული ანალიზი) გამოყენებით, აგრეთვე, ვარიაციის მაჩვენებლების გამოყენება და შესაბამისად დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება. კორელაციურ-რეგრესიული ანალიზი კორელაციური კავშირის სიმჭიდროვის ხარისხის მაჩვენებლების გამოყენებით და სხვა. სტუდენტებს ამავდროულად შეუძლიათ სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების ინტერპრეტაცია და გადამუშავება, ცალკეული პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზების დასახვა. კომუნიკაციის უნარი კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა, ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში არსებული იდეების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა. სტუდენტებს შეუძლიათ ინგლისურად ბიზნეს–ინფორმაციის გადაცემა გამართული ზეპირი და დეტალური წერილობითი ფორმით, საკითხისადმი საკუთარი დამოკიდებულების წარდგენა, პროფესიულ სფეროში დისკუსიებში და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, კითხვა-პასუხის რეჟიმში მუშაობა. აგრეთვე შეუძლიათ ბრიფინგებზე და სხვა საქმიან შეხვედრებზე განახორციელონ კომუნიკაცია გამართულ ინგლისურ ენაზე და მიაღწიონ სასურველ შედეგს. ბიზნესის ადმინისტრირების აქტუალურ თემებზე ინგლისურ ენაზე მოკლე პრეზენტაციის გაკეთება, რისთვისაც თავისუფლად იყენებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებებს. სტუდენტებს ამავდროულად შეუძლიათ მშობლიურ ენაზე პროფესიულ დისკუსიაში მონაწილეობა და მმართველობითი საქმიანობის განხორციელება. აგრეთვე, შეუძლიათ საქმიანი ურთიერთობის პროცესში შემოქმედებითად გამოიყენონ თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. მაგ., პროექტის ეფექტურად წარდგენა, ელექტრონულ დოკუმენტებსა და ცხრილებთან, მონაცემთა ბაზებთან მუშაობა. აგრეთვე, გამომუშავებული აქვთ არავერბალური კომუნიკაციის უნარი.

16 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა სწავლის შედეგი (ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები)
სწავლის უნარი სტუდენტებს შეძენილი ცოდნის საფუძველზე შეუძლიათ საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, საკუთარი სწავლის პროცესის მართვა და შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. აგრეთვე, სასწავლო-საინფორმაციო რესურსების სრული სპექტრის გამოყენება, სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და მათი კრიტიკულად შეფასება. სტუდენტებს გამომუშავებული აქვთ დროის ორგანიზების, პრიორიტეტების შერჩევის, ვადების დაცვისა და შეთანხმებული სამუშაოს შესრულების უნარი. ღირებულებები სტუდენტებს მიღებული ცოდნის საფუძველზე გააზრებული აქვთ კორპორაციული ქცევისა და ეთიკის ნორმები. შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს ეთიკური ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვიან მათ დასამკვიდრებლად. პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტები პატივს სცემენ მრავალფეროვნებას, მონაწილეობას იღებენ ჯგუფური გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ახდენენ ენთუზიაზმისა და ინიციატივების დემონსტრირებას, გამომუშავებული აქვთ იმ ეთიკური პრობლემების ამოცნობის, გაანალიზების, შესაბამისი გადაწყვეტილებების შერჩევისა და დაცვის უნარი, რომელსაც ადგილი აქვს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს სხვადასხვა სეგმენტებში, მაგალითად - კორპორაციებში, სტრატეგიულ მენეჯმენტსა და მარკეტინგში.

17 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა მენეჯმენტის მოდული
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა მენეჯმენტის მოდული ა) მენეჯმენტის არჩევითი მოდულის დახასიათება: მენეჯმენტის არჩევითი მოდული წარმოადგენს საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის - „ბიზნესის ადმინისტრირება” ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს იმ სტუდენტთა განათლებასა და მომზადებას, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთი ცოდნა და პროფესიული საქმიანობა ძირითადი სპეციალობის ფარგლებში დაუკავშირონ მენეჯმენტს. „მენეჯმენტი“ მიზანად ისახავს მმართველობითი საქმიანობის თეორიული საფუძვლების სწავლებას, კერძოდ, მომავალი ბიზნეს-ადმინისტრატორების მიერ მართვის თეორიისა და ხელოვნების საფუძვლიან გაცნობიერებას, ხელმძღვანელობის უნარის ჩამოყალიბებას და მენეჯერული საქმიანობის სტილის გამომუშავებას, ე.ი. მენეჯერთა პროფესიული კადრის მომზადებას, რომელთაც შესწევთ უნარი ეფექტურად გადაწყვიტონ ბიზნეს–კომპანიების ფუნქციონირება–განვითარებასთან დაკავშირებული პერსონალის, ინოვაციების, პროექტების, ფინანსური, მატერიალური და სხვა მართვის საკითხები.

18 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა მენეჯმენტის მოდული სწავლის შედეგი
1. ცოდნა და გაცნობიერება მენეჯმენტის მოდულში შეტანილი სასწავლო კურსების გავლის შემდეგ სტუდენტები ფლობენ ფართო ცოდნას, რომელიც მოიცავს საერთაშორისო ბიზნესში მართვის თეორიების, კანონზომიერებების და ტენდენციების, აგრეთვე საინოვაციო მენეჯმენტის მეთოდოლოგიური საფუძვლებისა და საინოვაციო საქმიანობის რეგიონული ასპექტების კრიტიკულ გააზრებას. სტუდენტებს შესწავლილი აქვთ კრიზისული ორგანიზაციის ურთიერთობა საქმიან გარემოსთან, ანტიკრიზისული მართვის სტრატეგიები, კრიზისის პროგნოზირების მეთოდიკა. იციან ძლიერი კონკურენციის პირობებში წარმოებისა და ოპერაციული მართვის მეთოდები და ხერხები, ასევე სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერაციების მართვასთან დაკავშირებული მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მიღების ტექნოლოგია. სტუდენტები იცნობენ სიახლეთა ბაზარზე მუშაობისა და ინოვაციების კომერციალიზაციის საკითხებს. აგრეთვე, აქვთ ცოდნა პროექტის შემუშავების, შერჩევის, კონტროლისა და მართვის, ორგანიზაციული კულტურისა და გუნდის მართვის შესახებ. ფირმაში ფინანსურ ურთიერთობათა მართვის, მათი საქმიანობის რეგულირების, ფინანსური რესურსების მობილიზაციისა და ადამიანური რესურსის მართვის მეთოდოლოგიისა და სისტემის, ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკისა და პერსონალის მართვის სტრატეგიის შესახებ. 2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი მენეჯმენტის მოდულში შეტანილი კურსების გავლის შემდეგ მიღებული ცოდნით და გამომუშავებული უნარით სტუდენტებს შეუძლიათ სფეროსათვის დამახასიათებელი მეთოდებისა და სტრატეგიული მიდგომების გამოყენება ბიზნესის ადმინისტრირებაში პრობლემების გადასაწყვეტად. კერძოდ, საერთაშორისო მენეჯმენტის აქტუალური პრობლემების იდენტიფიცირება, შეფასება, გადაჭრის ფორმებსა და მეთოდებში თავისუფლად ორიენტირება; ნდობის ურთიერთობათა მოწესრიგება ერთობლივ საწარმოში; სტრატეგიულ ალიანსში გაერთიანების მოტივების განსაზღვრა და შეფასება; შეუძლიათ მოახდინონ კრიზისში მყოფი ბიზნეს–კომპანიების რესტრუქტურიზაცია ფორმალიზებული და არაფორმალიზებული მეთოდებით. ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა, საწარმოო რესურსების გონივრული განკარგვა, პროექტების მართვა, გუნდური მუშაობა, კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება, შეუძლიათ მმართველობითი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტა, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ოპერაციებთან გლობალიზაციის პირობებში. სტუდენტებს შესწევთ უნარი მიიღონ მონაწილეობა ტექნოლოგიური და პროდუქტიული ინოვაციების დანერგვაში, შეუძლიათ ინოვაციათა (მ.შ. მარკეტინგის პროცესის) სტრატეგიული მართვა შესაბამისი მეთოდების: შეტევითი, თავდაცვითი, იმიტაციური, საინფორმაციო ნაკადების ანალიზის და სხვა მეთოდების გამოყენებით. აგრეთვე, საინოვაციო საქმიანობის პროგნოზირება, პროდუქციის ხარისხის კონტროლი, ახალი პროდუქციის შექმნის პროცესის სტრუქტურირება (პროდუქციის ან ტექნოლოგიის სასიცოცხლო ციკლის გაუმჯობესების მეთოდი - ფუნქციონალურ-ღირებულებითი ანალიზის) გამოყენებით. რადიკალური ინოვაციური პროდუქტების ბაზარზე სეგმენტაცია მ. პორტერის 5 ძირითადი კონკურენტული სტრატეგიების გამოყენებით, საინვესტიციო პროდუქტის კომერციული შეფასება, აგრეთვე, განახორციელონ პროექტი (ბიზნეს–გეგმა) წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. მათ გააჩნიათ სტრატეგიული ხედვის უნარ–ჩვევები, რაც ფირმის განვითარების გლობალური სტრატეგიის შემუშავების, აგრეთვე ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობის დამოუკიდებლად დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. გააჩნიათ კონსტრუქციული საქმიანი ურთიერთობის აგების უნარი და პოტენციალი კარიერული ზრდისათვის, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მთლიანად ბაზარზე.

19 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა მენეჯმენტის მოდული სწავლის შედეგი
3) დასკვნის უნარი აღნიშნული მოდულის დაუფლების შედეგად მიღებული ცოდნით და გამომუშავებული უნარით სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ, დაამუშავონ და გაანალიზონ ინფორმაცია ორგანიზაციის/ბიზნეს–კომპანიის მართვასთან დაკავშირებული ოპტიმალური გადაწყვეტილებების მისაღებად, ცალკეული დასკვნების მომზადებისა და დასაბუთებისათვის; მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ ახალი და განყენებული მონაცემების/სიტუაციების ანალიზი და ინტერპრეტაცია, ასევე, არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღების პრინციპების დასაბუთება და დაცვა. კერძოდ, სტუდენტებს შეუძლიათ საინოვაციო პროექტზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი შესაბამისი მეთოდების: SWOT და PEST ანალიზი გამოყენებით. საინოვაციო პროექტის დამუშავების სტრუქტურული და სისტემური მოდელების განხილვა/შეფასება, პროექტის შედეგების ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი ეკონომიკური შეფასების სტატისტიკური და დისკონტირების მეთოდების გამოყენებით. სპეციფიური ფინანსური მეთოდების (მომავალი შემოსავლების დისკონტირების მეთოდები, რისკის ნეიტრალიზაციის ძირითადი მეთოდები, დანახარჯების, ანოლოგების და მომავალი შემოსავლების დისკონტირების მეთოდები), აგრეთვე, სხვა საფინანსო მექანიზმებისა და მისი ელემენტების გამოყენებით, სიტუაციების ანალიზი (მაგალითად, მეორადი ფინანსური ბაზრების ანალიზი) და შესაბამისად, დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება. კოლექტივის სოციალურ-ფსიქოლოგიურ კლიმატზე სიტუაციების ანალიზი; გაურკვევლობის პირობებში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის ანალიზი და მართვა მათემატიკური ლოდინისა და გადაწყვეტილებათა ხის მეთოდების გამოყენებით; საწარმოო პროცესების ანალიზი (შრომის მეთოდები/ შრომის გაზომვა და ნორმირება გამოყენებით) და შრომის პროცესის პროექტირებისას ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება და სხვა. 4) კომუნიკაციის უნარი ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს ფარგლებში, მენეჯმენტის მოდულში მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების საფუძველზე სტუდენტებს შეუძლიათ კომპანიის მართვასთან არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის ზეპირად გადაცემა, არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების წარმოდგენა. პროექტის ეფექტური პრეზენტაცია თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და პროფესიულ დისკუსიაში მონაწილეობის მიღება. 5) სწავლის უნარი სტუდენტებს მენეჯმენტის მოდულში გაწერილი სასწავლო კურსების ფარგლებში შეუძლიათ გამოიყენონ ყველა არსებული წყარო სწავლის პროცესის თანმიმდევრული და გონივრული წარმართვისათვის, შეუძლიათ საკუთარი სწავლის შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროებების განსაზღვრა. 6) ღირებულებები საქმიან ურთიერთობებში სტუდენტები ხელმძღვანელობენ მაღალი ზნეობრივ–მორალური ნორმებით; გამოირჩევიან მაღალი სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობით; გადაწყვეტილებების მიღებისას მათი ქმედებები ეფუძნება ეთიკის მაღალ სტანდარტებს, კეთილსინდისიერებას და პატიოსნებას. იცნობენ რა კროსკულტურულ პრობლემებსა და მათ გამოწვევ მიზეზებს, სხვა ერებთან ურთიერთობაში ითვალისწინებენ სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, გოგრაფიული, პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების მნიშვნელობას და ქცევის ნორმებს და ისწრაფვიან მათ დასამკვიდრებლად.

20 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ფინანსების მოდული
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ფინანსების მოდული ფინანსების არჩევითი მოდული წარმოადგენს საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის - „ბიზნესის ადმინისტრირება” ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს იმ სტუდენტთა განათლებასა და მომზადებას, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთი ცოდნა და პროფესიული საქმიანობა ძირითადი სპეციალობის ფარგლებში დაუკავშირონ ფინანსებს. მისი შინაარსი საფინანსო საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების სწავლებაში მდგომარეობს, რათა მოამზადოს ფინანსების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა ცოდნაც პასუხობს სახელმწიფო და კერძო კომპანიებში, დაწესებულებების და საწარმოების საფინანსო სტრუქტურებში დასაქმების მაღალ მოთხოვნებს. ამდენად, აღნიშნული მოდულის მიზნები და ამოცანებია: შესასწავლი სასწავლო კურსების სწორი თანმიმდევრობის დაცვა და საკითხების საინტერესოდ და ამომწურავი სისრულით გადაცემა, რათა სტუდენტებს გაუჩნდეთ დარგის დაუფლების ინტერესი; მისცეს სტუდენტებს ცოდნა ფირმაში ფინანსურ ურთიერთობათა მართვის, მათი საქმიანობის რეგულირების, ფინანსური რესურსების მობილიზაციისა და ფინანსური ანალიზის შესახებ; ფინანსური ბაზრების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინანსური ინსტრუმენტების (ფასიანი ქაღალდები) შესახებ; მისცეს სტუდენტებს შესაბამისი ცოდნა საბანკო საქმეში. კერძოდ, ასწავლოს საბანკო-საკრედიტო სისტემის არსი და ბანკის მენეჯმენტი, კომერციული ბანკების საერთაშორისო ოპერაციები, ფინანსური ოპერაციების მეთოდები, აგრეთვე, მისცეს სტუდენტებს ფართო ცოდნა საერთაშორისო სავალუტო, საფინანსო და საკრედიტო ურთიერთობების შესახებ, რომელიც გულისხმოს საერთაშორისო სავალუტო და საკრედიტო ურთიერთობების ზოგადი კანონზომიერებებისა და სავალუტო სისტემის ორგანიზაციის პრინციპების კრიტიკულ გააზრებას; აგრეთვე დააუფლოს სტუდენტები ფინანსური სისტემის რეგულირებისა და განვითარების პროგნოზირებას, ფინანსური სტრატეგიების ფორმირებას, კორპორაციული ფინანსების, საგადასახადო სისტემის და აუდიტის მართვის ხელოვნებას. ისწავლონ ლოგიკური აზროვნება, რაც იქნება საფუძველი მათი წარმატებული პრაქტიკული საქმიანობისა მომავალში ფინანსების დარგში.

21 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ფინანსების მოდული სწავლის შედეგი
ცოდნა და გაცნობიერება სტუდენტები სათანადო დონეზე დაუფლებულები არიან: საფინანსო სისტემის ფუნქციონირების თავისებურებებს და პრინციპებს; შესწავლილი აქვთ კომერციული და სახელმწიფო საბანკო სექტორის ოპერაციები; აქვთ შესაბამისი თეორიული ცოდნა ფულის ნაკადების მართვაში, აგრეთვე, ფირმების ფინანსურ ურთიერთობათა მართვაში - ლიკვიდობის, კრედიტუნარიანობის და გაკოტრების ალბათობის პროგნოზირებაში, ბიუჯეტის შედგენაში; სტუდენტმა იციან: საქართველოს საფინანსო სისტემის ცალკეული რგოლების ადგილი ქვეყნის ეკონომიკური სისტემის განვითარებაში; დაკრედიტების თანამედროვე სისტემის სპეციფიკური თავისებურებები და ფულად-საკრედიტო ოპერაციების წარმოების მექანიზმები; კორპორაციული ფინანსების, საგადასახადო სისტემის და აუდიტის აქტუალური საკითხები. ფლობენ სათანადო ტერმინოლოგიას ფინანსების დარგში. სტუდენტებს აქვთ უნარი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სფეროსათვის დამახასიათებელი საკითხების კომპლექსური გაცნობიერებისა. ისინი აგრეთვე საფუძვლიანად ფლობენ ფინანსური ბაზრებისა (აქციათა და ობლიგაციათა ბაზრები) და ფინანსური ინსტიტუტების (ბანკები ან/და ორმხრივი ფონდები) მთელი სპექტრის შესახებ ინფომაციას. აცნობიერებენ მათ როლს დანაზოგებისა და ინვესტიციების კოორდინაციის, მწარმოებლურობისა და მისი დეტერმინანტების ოპტიმიზაციის, ეროვნული შემოსავლების ზრდის, საყოფაცხოვრებო დანახარჯების შემცირების და კეთილდღეობის ამაღლების პროცესში. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი სტუდენტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ფლობენ საფინანსო-საბანკო და აუდიტორულ/საგადასახადო საქმიანობის სფეროში კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატიული გზების ძიების უნარ-ჩვევებს; შეუძლიათ კორპორაციის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა სფეროსათვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, კომპანიის ფინანსური კაპიტალის მართვა წარმოშობის წყაროების მიხედვით; პრაქტიკული ხასიათის პროექტის (ბიზნესის ღირებულების განსაზღვრა) განხორციელება და მართვა წინანსწარ განსაზღვრული მითითების შესაბამისად; ფინანსური მექანიზმების გამოყენება და კაპიტალის შეფასება ფირმის გაკოტრების პროგნოზისათვის; კომპანიის პრაქტიკულ საქმიანობაში ფინანსური გეგმის შედგენა, ფინანსური კაპიტალის სწორად მართვა და პრობლემების გადაჭრა შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. საქართველოს საგადასახა­დო კოდექსის, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტე­ბის და საგადასახადო სისტემის სხვა მარეგულიერებელი ნორმების მოთხოვნათა განუხრელი დაცვა და სხვა. სტუდენტებს აგრეთვე შეუძლიათ ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ფინანსური ბაზრებისა და ფინანსური ინსტიტუტების შესახებ საფუძვლიანი და შედეგიანი ინფორმაციის მოძიება და რეპორტინგი. სტუდენტები მზად არიან მოიძიონ კორპორატიული მოთხოვნის საფუძველზე ფინანსური სახსრები როგორც ფინანსური აქტივებისა და ინსტრუმენტების (აქციები, ობლიგაციები, სხვა ფასიანი ქაღალდები) რეალიზაციიდან, ისე ფინანსური შუამავლებიდან როგორებიცაა: კომერციული ბანკები და ორმხრივი ფონდები. ამ მხრივ, კურსდამთავრებულები აღჭურვილნი არიან თავიანთი შესაძლებლობების დივერსიფიკაციის უნარით, ანალიტიკური შესაძლებლობებით, ფინანსური სისტემის მყარი ცოდნით და ამ სისტემიდან მაქსიმალური სარგებელის მიღების შესაძლებლობებით.

22 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა ფინანსების მოდული სწავლის შედეგი
დასკვნის უნარი ფინანსების დარგში მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარები სტუდენტებს ეხმარება დამოუკიდებლად შეძლონ სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება. აგრეთვე, სათანადო ფინანსური მეთოდების გამოყენებით განახორციელონ განყენებული მონაცემებისა და საფინანსო საქმიანობასთან (საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო და სხვა) დაკავშირებული სიტუაციური ანალიზი. მაგალითად, სპეციფიური ფინანსური მეთოდების (მომავალი შემოსავლების დისკონტირების მეთოდები, რისკის ნეიტრალიზაციის ძირითადი მეთოდები, დანახარჯების, ანოლოგების და მომავალი შემოსავლების დისკონტირების მეთოდები), აგრეთვე, სხვა საფინანსო მექანიზმებისა და მისი ელემენტების გამოყენებით, მეორადი ფინანსური ბაზრების ანალიზი, ლიკვიდობის მაჩვენებლის გაანგარიშება; საფინანსო ანგარიშგების ანალიზი; აქტივის მუხლების შეფასება; საბანკო რისკების (მათი დადგომის ალბათობა) გაანგარიშება და სხვა. სტუდენტებს აგრეთვე, შეუძლიათ საფინანსო საქმეში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა და შედეგების შეჯერება. შესაბამისად, განვითარებული აქვთ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისა და დასაბუთებული დასკვენების გაკეთების უნარი. სტუდენტებს ამავდროულად გამომუშავებული აქვთ ადგილობრივი და უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრების საფუძვლიანი ანალიზისა და დასკვნის გამოტანის უნარი. მათ შესწევთ უნარი უცხოური და ადგილობრივი დანაზოგების შეფასების ფონზე დაადგინონ უცხოური პირდაპირი და ფორთფელური საინვესტიციო კაპიტალის დაბანდების რეალური მაძიებლები ან/და ინვესტორები, დასახონ და განახორციელონ სათანადო საინვესტიციო და ფინანსური კაპიტალის მოძიებისთვის სათანადო რეკომენდაციები. კომუნიკაციის უნარი სტუდენტებს შეუძლიათ ფინანსების დარგში არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალისტებთან ზეპირად გადაცემა. აგრეთვე, საფინანსო-საბანკო სფეროში პროფესიულ დონეზე საქმიან დისკუსიაში მონაწილეობა. სტუდენტებს ამავდროულად გამომუშავებული აქვს ყველა ის ბიზნეს საკომუნიკაციო უნარები, რომლებიც საჭიროა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ფინანსური, ტექნოლოგიური და ფიზიკური კაპიტალის მოძიებისთვის. შესაბამისად, სტუდენტები ფლობენ და იყენებენ თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რათა საქართველოს კორპორატიული სექტორის გაუმჯობესების მიზნით დაამყარონ გრძელვადიანი ურთიერთობები ისეთ ფინანსურ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ან/და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, რომლებიც მუშაობენ როგორც ადგილობრივ მთავრობებთან და არასამთავრობოებთან, ისე პირდაპირ კერძო სექტორთან მათი პროდუქტიულობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ინტეგრაციის მიზნით. სწავლის უნარი სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი ცოდნის ობიექტური შეფასება და სწავლის შემდგომი სრულყოფის საჭიროებების განსაზღვრა; ფინანსების დარგობრივ სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობა და დარგის სფეროში არსებული სპეციალური საინფორმაციო წყაროების გაცნობის გზით ცოდნის მუდმივად გამდიდრება; მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად მომზადება. ღირებულებები ღირებულებების კონტექსტში სტუდენტები პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას ითვალისწინებენ ზოგად საფინანსო - ეკონომიკურ ღირებულებებს და იცავენ პროფესიული ეთიკის ნორმებს, აცნობიერებენ საქართველოს საფინანსო სფეროს სწორი ფორმირების პროცესისათვის აუცილებელ მოსაზრებათა გამოყენების უნარს და ისწრაფვიან მათ დასამკვიდრებლად.

23 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა მოდული - საბუღალტრო აღრიცხვა
საბუღალტრო აღრიცხვის არჩევითი მოდული წარმოადგენს საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის - „ბიზნესის ადმინისტრირება” ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს იმ სტუდენტთა განათლებასა და მომზადებას, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთი ცოდნა და პროფესიული საქმიანობა ძირითადი სპეციალობის ფარგლებში დაუკავშირონ საბუღალტრო აღრიცხვას. მისი მიზანია სამეურნეო სუბიექტის სხვადასხვა დონის მმართველი აპარატის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ბუღალტრული ინფორმაციით. აგრეთვე, ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, სისტემატიზაცია და მოწესრიგებული ასახვა ფინანსური ანგარიშგების შესაბამის დოკუმენტებში. ასეთი ინფორმაციის დამუშავებას საფუძვლად უდევს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კონცეფციები და საქართველოში აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები. სწავლების ამ დონეზე მიღებული თეორიული ცოდნით და გამომუშავებული პრაქტიკული უნარ-ჩვევებით სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საწარმოს ფინანსური ინფორმაციის ანალიზსა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში.

24 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა მოდული - საბუღალტრო აღრიცხვა სწავლის შედეგები
1. ცოდნა და გაცნობიერება საბუღალტრო აღრიცხვის მოდულის სასწავლო კურსების გავლის შედეგად, სტუდენტებს მიღებული და გამომუშავებული აქვთ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფართო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების, მმართველობითი აღრიცხვისა და აუდიტის, საბიუჯეტო და კომერციულ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით. სტუდენტებს შესწავლილი აქვთ საბიუჯეტო ორგანიზაციების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის აქტუალური საკითხები. შეუძლიათ აღრიცხვის სფეროში არსებული საკითხების კომპლექსური გააზრება. ფლობენ დარგისათვის აუცილებელ ტერმინოლოგიას, შესწავლილი აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში მუშაობისათვის აუცილებელი დანახარჯების აღრიცხვისა და თვითღირებულების კალკულაციის მეთოდები, დანახარჯების ბიუჯეტის შედგენის მეთოდიკა, მენეჯერებისათვის საჭირო ინფორმაციის მომზადების ტექნიკა, აუდიტის მეთოდოლოგია, ქვეყნებში მოქმედი საგადასახადო სისტემები, თითოეული გადასახადით მეწარმეთა დაბეგვრის წესი, ანგარიშის მეთოდიკა, შეღავათების გავრცელების არეალი და სხვა. 2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი საბუღალტრო აღრიცხვის დარგში მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე სტუდენტებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, პრაქტიკული მონაწილეობა მიიღონ ფინანსური ანგარიშგების (ბუღალტრული ბალანსი, მოგება/ზარალის ანგარიშგება, საკუთარ კაპიტალში განხორციელებული ცვლილებების ანგარიშგება, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშგება) მომზადებასა და შედგენაში. აგრეთვე, შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების სფეროსათვის დამახასიათებელი სპეციფიური ფინანსური მე­თო­დების გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, მაგ., ფინანსური ვალდებულებების შეფასება, ანგარიშგების შედგენა მოგება-ზარალის შესახებ, შემოსავლებისა და ხარჯების აღიარება და წარდგენა, ძირითდი საშუალებების წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში. საქართველოს საგადასახა­დო კოდექსის, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტე­ბის და საგადასახადო სისტემის სხვა მარეგულიერებელი ნორმების მოთხოვნათა განუხრელი დაცვა. ეკონომიკურ საქმიანობაზე მოქმედ ფაქტორთა გამოვლენა, მათში ცვალებადობათა მიზეზების დადგენა, გაზომვა და შესაბამისად შეფასება, კომერციულ ბანკებში საბანკო ოპერაციების დეტალური, სრული და საიმედო აღრიცხვა, შიდა საბანკო რეზერვების გამოვლენა ბანკის ფინანსური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად და სხვა.

25 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა მოდული - საბუღალტრო აღრიცხვა სწავლის შედეგები
3. დასკვნის უნარი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების ფარგლებში, საბუღალტრო აღრიცხვის მოდულში მიღებული ცოდნის საფუძველზე სტუდენტებს გამომუშავებული აქვთ პრაქტიკული უნარები სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვებისა და ცალკეული განმარტებების გაკეთებისა. მათ შეუძლიათ განყენებული მონაცემებისა და სიტუაციური ანალიზის სტანდარტული/სპეციფიური მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, სტუდენტებს შეუძლიათ ფინანსური მდგომარეობის, მოგებისა და რენტაბელობის, თვითღირებულების, დანახარჯების, პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ანალიზი სტანდარტული ეკონომიკური მეთოდების გამოყენებით, დებიტორული დავალიანების ანალიზი, ფინანსური ანგარიშგების ანალიზი კოეფიციენტების მიხედვით. გადავადებული გადასახადების გაანგარიშება, არსებითი შეცდომების გასწორება და სხვა. შესაბამისად სტუდენტებს შეუძლიათ დასაბუთებული დასკვნების წარმოდგენა. 4. კომუნიკაციის უნარი თანამედროვე ბიზნეს-საქმიანობაში, საბუღალტრო აღრიცხვა ითვლება „ბიზნესის ენად“. შესაბამისად, ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს ფარგლებში, საბუღალტრო აღრიცხვის მოდულში მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების საფუძველზე სტუდენტებს შეუძლიათ დაამყარონ ზეპირი კომუნიკაცია ბიზნეს წრეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, აგრეთვე შევიდნენ დისკუსიაში და მონაწილეობა მიიღონ კამათში, რაც უკავშირდება ფინანსური აღრიცხვით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების გაკეთებას. შეუძლიათ აღრიცხვის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეცალისტებისა და არასპეციალისტებისათვის გადაცემა. 5. სწავლის უნარი სტუდენტებს, საბუღალტრო აღრიცხვის მოდულში გაწერილი სასწავლო კურსების ფარგლებში გამომუშავებული აქვთ უნარი თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეაფასონ საკუთარი სწავლის პროცესი. ამასთან ერთად, შეუძლიათ შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა ამ მიმართულებით. 6. ღირებულებები ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს ფარგლებში, საბუღალტრო აღრიცხვის მოდულში მიღებული ცოდნის საფუძველზე სტუდენტებს ჩამოყალიბებული აქვთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეთიკური და მორალური ნორმები, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებას. ისინი მოქმედებენ ბიზნეს ეთიკის და კორპორატიული ეთიკური ნორმების/კოდექსის დაცვით. ამ მხრივ ამაღლებულია სტუდენტების კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობა ნაღდი ფულის, უნაღდო ანგარიშწორების, აუდიტორის ეთიკის დაცვის და სხვა ფაქტორების კოორდინაციის დროს. მათ გამომუშავებული აქვთ აღრიცხვის სპეციალისტების წინაშე არსებული ფინანსური, კონფედენციალური ინფორმაციის დაცვის და სხვა ეთიკური საკითხების შეფასების უნარი და ისწრაფვიან მათ დასამკვიდრებლად.

26 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა დამატებითი (minor) პროგრამა - „ეკონომიკა“
თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის აღნიშნული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებისთვის განკუთვნილი 240 კრედიტიდან minor პროგრამისთვის - „ეკონომიკა“ გამოყოფილია - 60 კრედიტი. ზემოაღნიშნული minor პროგრამა წარმოადგენს საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის - „ბიზნესის ადმინისტრირება” ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს. საზოგადოდ, ეკონომიკის შესწავლის საგანია იშვიათი რესურსების ეფექტიანი გამოყენების ძიება საქონლის და მომსახურების წარმოებაში, საზოგადოების მატერიალური მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილების მიზნით. აქედან გამომდინარე, პროგრამის და შესაბამისად, მისი შემადგენელი სასწავლო კურსების ათვისების შედეგად, სტუდენტს ნათელი წარმოდგენა უნდა შეექმნას ეკონომიკაში არსებულ ყველაზე აქტუალურ პრობლემაზე, როგორიცაა: საბაზრო სისტემის ფუნქციონირების მექანიზმები, საფინანსო და საგადასახადო პოლიტიკა, კერძო და სახელმწიფო სექტორები ეკონომიკაში, სახელმწოფოს საბიუჯეტო პოლიტიკა და ფისკალური დეცენტრალიზაცია, სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქციები, ეკონომიკური პროცესების მართვა და ა.შ. მხედველობაშია მისაღები, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტებს უკვე გავლილი აქვთ მიკრო და მაკროეკონომიკის პრინციპები, რაც ქმნის ერთგვარ ბაზას minor პროგრამის „ეკონომიკა“ შესასწავლად. minor პროგრამის „ეკონომიკა“ ძირითადი მიზანია: სტუდენტებს შეუქმნას სრული წარმოდგენა ეკონომიკის ძირითად თეორიულ საკითხებზე, შეასწავლოს მათ ეკონომიკურ თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები, ეკონომიკური აზრის ევოლუცია, ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის ძირითადი ეტაპები. გააცნოს ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის არსი და მათი სტრატეგიული მნიშვნელობა, თანამედროვე ეკონომიკის, მ.შ. საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირების ძირითადი პრობლემები, საზოგადოებრივი ადმინისტრირების არსი და როლი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სახელმწიფოს ფუნქცია საზოგადოებაში, საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო გლობალურ პროცესებში და სხვა. სტუდენტებს გამოუმუშაოს ეკონომეტრიკული მოდელებით ეკონომიკური პროცესების ანალიზის უნარ-ჩვევები და სხვა.

27 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა დამატებითი (minor) პროგრამა - „ეკონომიკა“ სწავლის შედეგები 1. ცოდნა და გაცნობიერება minor პროგრამა - „ეკონომიკა“ გავლის შემდეგ, სტუდენტებს მიღებული აქვთ ფართო ცოდნა ეკონომიკის ისტორიაში, რომელიც გულისხმობს ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნებისა და საზოგადოებების ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური საქმიანობისა და პროცესების კულტურულ-ისტორიული განპირობებულობის პრინციპების კრიტიკულ გააზრებას. შესწავლილი აქვთ ეკონომიკური აზრის ევოლუცია, ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის ძირითადი ეტაპები. ეკონომიკის განვითარების პროგნოზირების, მაკროეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების ინსტრუმენტები და ანალიზის მეთოდები, საერთაშორისო ეკონომიკის პრინციპები და ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიები. აგრეთვე, გააჩნიათ საბაზრო ეკონომიკის პირობებში საჯარო ფინანსების, საზოგადოებრივი ადმინისტრირებისა და ფინანსური რისკების ნეიტრალიზაციის, შრომის ეკონომიკის და სხვა შესახებ სისტემური და მყარი ცოდნა. 2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი სტუდენტებს გამომუშავებული აქვთ ეკონომიკური პროცესების, მ.შ. ეკონომიკური პოლიტიკის კრიტიკული შეფასების უნარი. შეუძლიათ საფინანსო, საგადასახადო, სახელმწიფოს მონეტარულ პოლიტიკაში და სხვა პრობლემების გადაჭრა სფეროში არსებული სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. ფირმის ადმინისტრაციულ-მმართველობითი და ეკონომიკური ფუნქციების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეალიზაცია, ადამიანური და ინფორმაციული რესურსების რაციონალურად მართვა. შრომის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავება შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. აგრეთვე, სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების პრაქტიკული რეალიზება. სტუდენტებს შეუძლიათ ეკონომიკის განვითარების პროგნოზირება. კერძოდ, შეაფასონ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა (დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის ჭრილში) და ძირითადი ტენდენციები მთავარ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, მაკროეკონომიკური წონასწორობა ერთობლივი მოთხოვნისა და ერთობლივი მიწოდების მოდელში, ოპერაციები ღია ბაზარზე წონასწორობის განხილვის ორი ალტერნატიული ხერხის გამოყენებით. აგრეთვე, დაგეგმონ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებაში საქმიანობები, მოახდინონ კოორდინაცია და ადმინისტრირება; ობიექტურად შეაფასონ სახელმწიფო ადმინისტრირების ფორმები და მეთოდები და სხვა.

28 ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა დამატებითი (minor) პროგრამა - „ეკონომიკა“ სწავლის შედეგები 3. დასკვნის უნარი minor პროგრამა - „ეკონომიკა“ გავლის შემდეგ, სტუდენტებს გამოუმუშავებული აქვთ ეკონომეტრიკული მოდელებით ეკონომიკური პროცესების ანალიზის უნარ-ჩვევები. შეუძლიათ ეკონომიკის სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება. კერძოდ, ეკონომიკურ პოლიტიკაში (საგარეო, დასაქმების, გარემოს დაცვის, განვითარების და სხვა სეგმენტებში) განყენებული მონაცემებისა და სიტუაციების ანალიზი ეკონომიკური მეთოდების გამოყენებით. აგრეთვე, შრომის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სფეროში მიმდინარე პროცესების ახსნა-განზოგადება; შრომის ბაზრის, დასაქმებისა და უმუშევრობის, შრომისა და ხელფასის ორგანიზაციის, კადრების მომზადების და სხვა არსებული მდგომარეობის პირველადი ანალიზი. შეუძლიათ ემპირიული მასალის (სტატისტიკური მონაცემების) ანალიზის საფუძველზე მაკროეკონომიკური, ფისკალური და ფულად-საკრედიტრო პოლიტიკის ეფექტურობის შეფასება, ასევე იმ ხარვეზების და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც წარმოშობენ დეფიციტს ან ხელს უშლიან სტაბილურ მაკროეკონომიკურ ზრდას. ამავდროულად სტუდენტებს შეუძლიათ შესაბამისი დასკვნების გამოტანა, შეაფასონ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორსა და ეკონომიკის რეალურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. განასხვავონ ეს შესაძლო შედეგები მოკლე და გრძელვადიანი პერიოდისათვის. შეუძლიათ საზოგადოებრივი ადმინისტირების სისტემაში გარკვევა და მისი ძირითადი ელემენტების განხილვა/ანალიზი შესაბამისი მეთოდების (კოუზის თეორემა, საზოგადოებრივი საქონელი და კეთილდღეობის თეორია, ტენდერი, ფასთა კოტირება, ერთ პირთა მოლაპარაკება, დავების გადაწყვეტის მექანიზმი) გამოყენებით და სხვა. 4. კომუნიკაციის უნარი სტუდენტებს გამომუშავებული აქვთ ინტერნეტ-რესურსების ძიების, დამუშავების და მასალის ეფექტურად წარმოდგენის უნარი. შეუძლიათ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკის სფეროში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ასევე არასპეციალისტებთან. აგრეთვე შევიდნენ დისკუსიაში და მონაწილეობა მიიღონ კამათში, რაც უკავშირდება ეკონომიკურ საკითხებს. 5. სწავლის უნარი სტუდენტებს გამომუშავებული აქვთ უნარი თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეაფასონ საკუთარი სწავლის პროცესი. ამასთან ერთად, შეუძლიათ შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა ეკონომიკის მიმართულებით. 6. ღირებულებები სტუდენტებს გამომუშავებული აქვთ როგორც ზოგადად საზოგადოებაში, ასევე კონკრეტულად ეკონომიკის სამეცნიერო სფეროში დამკვიდრებული ღირებულებების სწორად აღქმისა და შეფასების უნარი. აგრეთვე, გაცნობიერებული აქვთ თანამედროვე ადამიანის ზნეობის იდეოლოგიის არსი, შეიცნოს საკუთარი თავი, როგორც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, პასუხისმგებელი საკუთარი ქვეყნისა და ერის ბედზე. სტუდენტები პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ საკითხებს და ისწრაფვიან მათ დასამკვიდრებლად.

29 ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური : ბაკალავრიატი მიმართულება: ჯანდაცვა (Health)(09) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: ფარმაცია სწავლების ენა : ქართული საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი : საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა კვალიფიკაცია/მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჯანდაცვის ბაკალავრი ფარმაციაში (Bachelor’s of Health in Pharmacy) საბაკალავრო პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა : 240 ECTS, 8 სემესტრი - 4 აკადემიური წელი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი : ასოცირებული პროფესორი მანანა ორჯონიკიძე

30 ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა მიზანი
საბაკალავრო პროგრამის მიზანია, ბაკალავრმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა ფარმაციის დარგში მისი სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით. უზრუნველყოს მაღალი კვალიფიკაციის ბაკალავრების მომზადება ფარმაციის სპეციალობით, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანი თანამედროვე შრომის ბაზარზე. ჯანდაცვის ბაკალავრმა ფარმაციაში აუცილებელია მიიღოს თეორიული ცოდნა არა მხოლოდ საბაზისო მეცნიერებებში, არამედ მას უნდა გამოუმუშავდეს პრაქტიკული, კომუნიკაციის უნარი, პროფესიული აზროვნება. ბაკალავრების მომზადება ფარმაციის სპეციალობით ეფუძნება პროფესიული განათლების სასწავლო დისციპლინების თეორიული და პრაქტიკული ხასიათის მოდულების ოპტიმალურ შერწყმას. პროგრამით განსაზღვრულია საბუნებისმეტყველო, ფარმაცევტული, სოციალური და სამედიცინო დისციპლინების შესწავლა, დიდი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობებს, რომლებიც გამოუმუშავებს სტუდენტებს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, უვითარებს დამოუკიდებელი მუშაობის უნარს, პროფესიულ აზროვნებას, კომუნიკაციის უნარს და სხვ. უნდა ჩამოუყალიბდეს ფარმაცევტისთვის მნიშვნელოვანი ეთიკური ღირებულებები. საბაკალავრო პროგრამის განხორციელების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი დისციპლინების შესწავლას, როგორიცაა ფარმაცევტული, ანალიზური, ტოქსიკოლოგიური ქიმია, ფარმაკოგნოზია, ფარმაკოლოგია, ფიტოთერაპია და ბიოფარმაცია, ასევე გალენური პრეპარატების, მზა წამალთფორმების ტექნოლოგიას, რომელთა საფუძვლიანი შესწავლა ზრდის კურსდამთავრებულის პრაქტიკულ ფარმაციაში დასაქმების შესაძლებლობებს. პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე პირების - ბაკალავრების მომზადება ფარმაციის სპეციალობით, რომლებსაც შეეძლებათ ნედლეულის, სუბსტანციისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების დამზადება, ხარისხის კონტროლი, სტანდარტიზაცია და მოსახლეობის უზრუნველყოფა ეფექტური, უსაფრთხო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებებით - საბაკალავრო პროგრამის მნიშვნელოვანი ამოცანაა.

31 ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა სწავლის შედეგი
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა სწავლის შედეგი ცოდნა და გაცნობიერება საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრს აქვს ცოდნა ნედლეულის, სუბსტანციისა და სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების დამზადებაში, აგრეთვე სამკურნალო ნედლეულის, ძირითადი და დამხმარე მასალების, მზა წამალთფორმების შენახვის პირობების უზრუნველყოფასა და დაცვაში, ბაკალავრმა ასევე იცის ტექნოლოგიური პროცესების მართვის, სახელმწიფო სტანდარტების და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის გამოყენების მეთოდები და წესები. გაცნობიერებული აქვს ძირითადი სახელმწიფოებრივი პრინციპები და ამოცანები წამლის ხარისხის კონტროლის დარგში, რათა მოხდეს მოსახლეობის სრული დაკმაყოფილება მაღალეფექტური, უვნებელი და ხარისხიანი სამკურნალო საშუალებებით. საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრს შეუძლია წამალთა ფორმების კლასიფიცირება, ეცოდინება წამალთა სწორი შენახვა, რეალიზაცია, უსაფრთხოების წესების ზუსტად შესრულება. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი ბაკალავრს შეუძლია მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, კურსდამთავრებულს განვითარებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამისი აუცილებელი უნარ-ჩვევები ფარმაციის დარგში. შეუძლია სამკურნალწამლო საშუალებების ხარისხის კონტროლი, წამლის შენახვა მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გათვალისწინებით, წამლის მზა ფორმის შეფუთვა-გაფორმება, აგრეთვე, მათი გაცემის ორგანიზაცია. შეუძლია წამლის ტექნოლოგიის ძირითადი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება, ტექნოლოგიური სქემების შედგენა, სათანადო ფიზიკურ-ქიმიური მეთოდების გამოყენება. შეუძლია პრაქტიკული საქმიანობა აფთიაქში, სხვადასხვა წამლის ფორმების მომზადება რეცეპტის მიხედვით. წამლის ხარისხის დადგენა ვიზუალურად და ანალიზის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით. მათი დაფასოება და სწორი შენახვა, წამლის ხარისხის შეფასება. მცენარეული, ცხოველური და მინერალური ნედლეულიდან მზა სამკურნალო საშუალებების მიღება. შეუძლია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიდან პრეპარატის მიღება, აეროზოლური სისტემების ტექნოლოგიური სქემის შედგენა, ტაბლეტების ხარისხის კონტროლი, ოფთალმოლოგიური სამკურნალო ფორმების შერჩევა, ფრაქციული შემადგენლობის, ნაყარი სიმკვრივის, დენადობის, დაწნეხის უნარის განსაზღვრა, დეპიროგენიზაციის მეთოდების გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად. აქვს კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორიული პროცედურების განხორციელების უნარი.

32 ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა სწავლის შედეგი
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა სწავლის შედეგი დასკვნის უნარი ბაკალავრს აქვს პრობლემის გადაჭრის გზების განსაზღვრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი, სამედიცინო ლიტერატურასთან მჭიდრო კავშირში სამედიცინო კრიტიკული აზროვნების უნარი; აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე, შეუძლია მისი შეფასება–თვითკრიტიკა; შეუძლია მუშაობა მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში წინასწარ შეთანხმებული რეკომენდაცია–ინსტრუქციების შესაბამისად. კომუნიკაციის უნარი ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა, შეძენილი აქვს კომუნიკაციური და ტრანსფერული უნარები. შეუძლია სამედიცინო კონტექსტში ეფექტური წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია მშობლიურ და უცხოურ ენებზე, ექვს დაკვირვების, მოსმენის, კითხვების დასმის, აგრეთვე, არავერბალური კომუნიკაციის უნარი. საქმიანი ურთიერთობის პროცესში შეუძლია გამოიყენოს თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები. შეუძლია გამოცდილების, მოვლენების აღწერა და თავისი აზრების დასაბუთება. შეუძლია პროფესიულ დისკუსიაში მონაწილეობა და შედეგები დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ზეპირი გადმოცემა. სწავლის უნარი ბაკალავრს შეძენილი ცოდნის საფუძველზე შეუძლია სწავლის გაგრძელება შესაბამისი სპეციალობის შემდეგი საფეხურის პროგრამაზე. გაცნობიერებული აქვს სწავლის დონის გაღრმავების აუცილებლობა აქვს უნარი სწავლის შემდგომი მიმართულების განსაზღვრისა. შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, პრიორიტეტების შერჩევა, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და საკუთარი ცოდნის დონის მართვა და ამაღლება, აქვს საკუთარი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ობიექტურად შეფასების უნარი. შეუძლია როგორც ზოგადად ფარმაციის მიმართულებით ასევე სხვა კურსებში/მოდულებში ცოდნის გაღრმავება. ღირებულებები ბაკალავრს მიღებული ცოდნის საფუძველზე გააზრებული აქვს სამედიცინო ეთიკური ნორმები, რაც ხელს უწყობს ფარმაცევტის, როგორც ჯანდაცვის პრინციპების გამტარებლის ჩამოყალიბებას. მოწოდებულია ხელი შეუწყოს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას და იმოქმედოს სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით, აქვს ნაკისრი ვალდებულებების პუნქტუალურად განხორციელების და ბოლომდე მიყვანის უნარი, საზოგადოებაში სხვადასხვა მოვლენებისა და პროცესების ობიექტურად შეფასების უნარი, ბაკალავრი მიისწრაფის ზოგადი ღირებულებების და მედიცინის პრინციპების დაცვისაკენ.

33 ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: ინგლისური ფილოლოგია სწავლების ენა: ქართული საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა კვალიფიკაცია/მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის ბაკალავრი (Bachelor of Philology) საბაკალავრო პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა: 240 ECTS, 8 სემესტრი - 4 აკადემიური წელი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ჯანჯღავა მინორი პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები

34 ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მიზანი
საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს გააცნოს ინგლისური ენის განვითარების ისტორიული კონტექსტი და ინგლისური ენის არსებობის ფორმები; მისცეს მას ენის სისტემის (ფონეტიკური, ლექსიკური, გრამატიკული ასპექტები) თეორიული ცოდნა და შეისწავლოს, თუ როგორ ფუნქციონირებს თანამედროვე ინგლისური ენა სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციათა და სფეროთა მიხედვით; აგრეთვე, გააცნოს სტუდენტს ინგლისურენოვანი ლიტერატურის განვითარების ძირითადი ტენდენციები და ეტაპები, VII-XX სს. მხატვრული ლიტერატურა, მისი ანალიზისა და ინტერპრეტაციის სხვადასხვა მეთოდი. დამატებითი პროგრამის (minor) (საერთაშორისო ურთიერთობები) მიზანია, სტუდენტს შეუქმნას სრული წარმოდგენა საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად თეორიულ საკითხებზე, შეასწავლოს მას საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები და მიდგომები, დიპლომატიის ისტორია, საერთაშორისო ორგანიზაციების ისტორია და სტრუქტურა და საჯარო პოლიტიკის ანალიზი.

35 ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სტუდენტს გააჩნია სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას და სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერებას. კერძოდ, კურსდამთავრებულს შესწავლილი აქვს ინგლისური ფილოლოგიის თეორიული ასპექტები. იცის: ინგლისური ენის მორფოლოგიური და სინტაქსური სისტემები და მათი თავისებურებები; აქვს ინგლისური ენის მდიდარი ლექსიკური მარაგი; ტექსტის ლინგვისტური ანალიზისა და ანალიზის შედეგად მიღებული შედეგების ინტერპრეტაციის ტექნიკა; იცნობს დარგობრივ ტერმინოლოგიას და ცნებებს; იცის თარგმანის ტექნიკის თეორიული საფუძვლები, ინგლისურენოვანი ლიტერატურის ისტორიის განვითარების ეტაპები: VII-XVIII, XIX და XX სს. ინგლისურენოვანი ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები და ამ ეპოქის ავტორები; იცის ლიტერატურული ჟანრების სპეციფიკა ინგლისურენოვან ლიტერატურაში; იცნობს მხატვრული ტექსტების ანალიზისა და ინტერპრეტაციის ხელოვნება. დამატებითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი იძენს თეორიულ ცოდნას სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში, აცნობიერებს საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ისტორიულ და ეკონომიკურ ასპექტებს, გლობალიზაციისა და უსაფრთხოების პრობლემებს; გააზრებული აქვს საქართველოს მნიშვნელობა თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე, ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება პრობლემების გადასჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. კერძოდ, ის აქტიურად შეძლებს აღნიშნულ სპეციალობაში გამოიყენოს სინონიმები, ანტონიმები, პოლისემიური სიტყვები, იდიომები და ანდაზები; შეძლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ჟურნალ-გაზეთების და მასმედიის ყველა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით უახლესი ინფორმაციის მოპოვებას; შეძლებს გაანალიზოს და დაალაგოს მონაცემები ლექსიკურ-სტილისტურად. კურსდამთავრებული აგრეთვე შეძლებს ინგლისურენოვანი ლიტერატურის ისტორიის, ლიტერატურული მიმდინარეობების, პოეზიისა და პროზის ნიმუშების ანალიზსა და შეფასებას. გარდა ამისა, ის შეძლებს სხვადასხვა ტექსტის სახეობების მშობლიური ენიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით თარგმნას; დამატებითი პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს საერთაშორისო მოვლენების განზოგადებასა და ანალიზს. საგარეო-პოლიტიკური თუ დიპლომატიური ხასიათის მქონე დოკუმენტების შემუშავებას, ამ სფეროში სხვადასხვა პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებას, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის სფეროს განვითარების პროცესისათვის ხელშეწყობას.

36 ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სწავლის შედეგები
დასკვნის უნარი საბაკალავრო პროგრამის დასრულების შედეგად კურსდამთავრებულს შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება. ასევე, განყენებული მონაცემებისა და სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, შესაბამისად დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება. ახალი ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და მონაცემების ინტერპრეტაცია, კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო ცოდნისა და მეთოდების გამოყენება, საკუთარი გადაწყვეტილების მიღების პრინციპების დასაბუთება და დაცვა. შეუძლია მსოფლიო პოლიტიკასთან დაკავშირებული ახალი ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და მონაცემების ინტერპრეტაცია, კომპლექსური პრობლემების გადასაჭრელად სათანადო ცოდნისა და მეთოდების გამოყენება. კომუნიკაციის უნარი პროგრამა კურსდამთავრებულებს სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდების მეშვეობით გამოიმუშავებს სოციალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს; შესაბამისი წყაროების მოძიების უნარს თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებისა და უახლესი ინტერდისციპლინარული მეთოდების დახმარებით; კურსდამთავრებულს შესწევს უნარი მშობლიურ და უცხოურ ენებზე აწარმოოს კომუნიკაცია ზეპირი და წერილობითი ფორმით, მონაწილეობა მიიღოს პროფესიულ კამათში, არგუმენტირებულად დაიცვას საკუთარი პოზიცია როგორც სპეციალისტებთან პროფესიული დებატების დროს, ასევე არასპეციალისტებთან. პრეზენტაციის მეშვეობით შეძლებს შეჯერებული ინფორმაციის დემონსტრირებას. შეუძლია სპონტანურად და თავისუფლად საუბარი ინგლისურენოვან მოსაუბრესთან, თემების ფართო სპექტრის შესახებ გასაგებად სტუდენტი შეძლებს ინგლისურ ენაზე ზეპირ და წერილობით კომუნიკაციას, დისკუსიაში ჩართვასა და დისკუსიის მოდერაციას. სწავლის უნარი აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტს, მისი აკადემიური აქტივობის პერიოდული შემოწმების შედეგად, მოახდინოს მიღებული ცოდნის და შეძენილი უნარების კრიტიკული თვითშეფასება პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად. კურსდამთავრებულს შეუძლია ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის დამოუკიდებლად მოძიება ბიბლიოთეკიდან, ბეჭდური და ელექტრონული წყაროებიდან და მათი სინთეზი. აგრეთვე მას აქვს ენის ისტორიული ცვლილებების, მეცნიერების სიახლეების მიდევნებისა და ცოდნის მუდმივად განახლების უნარი. შეუძლია საკუთარი სწავლის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროებების განსაზღვრა. ღირებულებები ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს გაცნობიერებული აქვს და შეუძლია გაანალიზოს და შეაფასოს ზნეობრივი ფასეულობებისა და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენები (ჰუმანისტური და ესთეტიკური იდეალები, ტოლერანტობა), სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით პატივისცემით მოეპყრობა განსხვავებულ აზრს და შეძლებს საკუთარი აზრის კორექტულად, აკადემიური ფორმით არგუმენტაციას, დისკუსიის წარმართავს ეთიკის ნორმებში. გარდა ამისა, კურსდამთავრებულს შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ნაშრომზე, დაიცვას სხვათა საავტორო უფლებები, შეუძლია პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელ ღირებულებებთან დაკავშირებით საკუთარი და სხვისი დამოკიდებულების შეფასება და სხვებისთვის გაზიარება; ის მოწოდებულია, მონაწილეობა მიიღოს ღირებულებების ფორმირებისა და მათი დამკვიდრების პროცესში. შეუძლია სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით პატივისცემით მოეპყროს განსხვავებულ აზრს და შეძლოს საკუთარი აზრის არგუმენტაცია, შეუძლია 20-ე საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური კონფლიქტების თავისებურებების შეფასება.

37 ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური : ბაკალავრიატი მიმართულება: ტელეკომუნიკაცია (0402) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: ტელეკომუნიკაცია სწავლების ენა : ქართული საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი : საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა კვალიფიკაცია/მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ინჟინერიის ბაკალავრი (Bachelor’s of Ingineering) საბაკალავრო პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა : 240 ECTS, 8 სემესტრი - 4 აკადემიური წელი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი : ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ასოცირებული პროფესორი ო.შამანაძე

38 ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა მიზნები
საქართველოში და საზღვარგარეთ ტელეკომუნიკაცია, როგორც ტრადიციული, ასევე ბოლო დროს დამკვიდრებული მობილური, სატელიტური, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კომუნიკაციები, რადიო და ტელევიზია, IP-ტელეფონია, Wi-Fi, WiMAX და LTE ინტერნეტ-ტექნოლოგიები არის მაღალანაზღაურებადი დასაქმების მყარი საფუძველი. ეს არის აწმყოსა და მომავლის პროფესია. საბაკალავრო პროგრამის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს თანამედროვე ტელეკომუნიკაციის ფუნქციონირების ტექნიკურ პრინციპებს, სწავლის პროცესში შეიძინოს ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევები. პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების/მოდულების შესწავლისას სტუდენტს განუვითარდება კომპიუტერული დაპროექტების ჩვევები, ანალიტიკური აზროვნებისა და კომუნიკაციური უნარები, რაც საწინდარია თანამედროვე ტელეკომუნიკაციაში და სხვა სფეროებში დამკვიდრებისათვის. სწავლის პროცესში ბაკალავრი შეიძენს თეორიულ ცოდნას როგორც ზოგადი კომპეტენციის, ასევე დარგობრივი კომპეტენციის სასწავლო კურსებში/მოდულებში, როგორიცაა ტელეკომუნიკაციის სისტემები, ტელეკომუნიკაციის ქსელები, რადიოტექნიკა, რაც საწინდარი იქნება მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა. პროგრამის ძირითადი ამოცანაა კურსდამთავრებულების ორიენტირება შრომის ბაზარზე, რათა მოხდეს რეგიონის, მთლიანად საქართველოს და საზღვარგარეთის სატელეკომუნიკაციო კომპანიებში საინჟინრო კადრებზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ბაკალავრები, სწავლის დამთავრების შემდეგ მაქსიმალურად იქნებიან პროფესიულ გარემოსთან ადაპტირებულნი, რადგან მოცემული პროგრამის მიზნები შესაბამისობაშია დარგის განვითარების თანამედროვე მოთხოვნებთან. სტუდენტმა უნდა იცოდეს თანამედროვე ტელეკომუნიკაციის სისტემების მუშაობის ორგანიზაცია და ქსელების (ინტეგრალური მომსახურებით, ინტელექტუალური) აგების პრინციპი, ტელეკომუნკაციის სისტემებისა და ქსელების თანამედროვე და პერსპექტიული მართვის საშუალებები ციფრული ტექნიკის გამოყენებით; ადგილობრივი ქსელების სახაზო მეურნეობის ექსპლუატაციის ორგანიზაციის მეთოდები; ქალაქის სატელეფონი ქსელში სატელეფონო კავშირის ხარისხის შეფასება; მონაცემების გადაცემის საერთო სატელეფონო ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები; მაგისტრალური და ქალაქის უბნების არსებული და პერსპექტიული არხწარმომქმნელი აპარატურა არხების დროითი დაყოფით; კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ტელეკომუნიკაციაში.

39 ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ჩამოუყალიბებული აქვს საბაზო თეორიული ცოდნა თანამედროვე ტელეკომუნიკაციის დარგში. მას აქვს სფეროს ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას. კერძოდ, კურსდამთავრებულმა იცის ტელეკომუნიკაციის (კავშირგაბმულობის) კონცეფცია, თეორია და პოლიტიკა, ელექტროკავშირგაბმულობაში არსებული ძირითადი პროცესები და სისტემები, ინფორმაციის განაწილებისა და ტრანსპორტირების საკითხები, აგრეთვე, კავშირგაბმულობის ქსელის (სატელეფონო, კომპიუტერული, მონაცემთა გადაცემის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის, მულტიმედიური და სხვა), ტელეკომუნიკაციის სისტემების და ქსელების მართვის საფუძვლები, ტელესაინფორმაციო სამსახურების ორგანიზება, ტელეკომუნიკაციის ქსელის საპროექტო მონაცემების მოძიება, თანამედროვე ტელეკომუნიკაციის ქსელისა და სისტემების (როგორც მობილური–ფიჭური და ოპტიკური სისტემები, გლობალური და ლოკალური ქსელები, სხვადასხვა კომპიუტერული და ოპტიკური ტექნოლოგიები სხვა) მუშაობის პრინციპები, ტექნიკური ექსპლოატაციის საკითხები, მონტაჟის საკითხები. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულს სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ განვითარებული აქვს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. მას შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე, ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება პრობლემების გადასჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. აქვს ტელეკომუნიკაციის სფეროს ზუსტი განსაზღვრის, ტელეკომუნიკაციის ქსელებში, ინფორმაციის დამუშავების მოწყობილობებში და სისტემებში პროცესების მოდელირების, ტელეკომუნიკაციის მოწყობილობების, არხების და ტრაქტების მახასიათებლების გაზომვის და მიღებული შედეგების დამუშავება–შეფასების, კონკრეტული ტელეკომუნიკაციის ობიექტების ექსპლუატაციის, ინფორმაციის გადამცემი, მიმღები და განაწილების ქსელების და სისტემების დამუშავებაში მონაწილეობის მიღების, ტელეკომუნიკაციის სისტემებისა და ქსელების დაპროექტებაში მონაწილეობის მიღების უნარი. კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და ადაპტაციის უნარი; კომპლექსური ამოცანების დაგეგმვისა და ალტერნატიული სტრატეგიის გამოკვეთის უნარი;

40 ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა სწავლის შედეგები
დასკვნის უნარი აქვს ტელეკომუნიკაციის სფეროში პრობლემის მრავალმხრივი ხედვისა და ანალიზის საფუძველზე მისი გადაწყვეტის და შერჩეული მიდგომის დასაბუთების უნარი. ბაკალავრს აქვს ახალი ინფორმაციის მიღებისა და გააზრების, გადაწყვეტილებათა მიღების და კამათში მონაწილეობის, განსხვავებული აზრის გადმოცემის, საკუთარი პოზიციის დასაბუთების, არგუმენტირებული მსჯელობისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. აგრეთვე, შეუძლია არსებული აპარატურის თანამედროვე შეცვლის აუცილებლობის დასაბუთება და პრაქტიკული შესრულება, დაპროექტება, არსებული აპარატურისა და მოწყობილობების დადებითი და უარყოფითი თვისებების განხილვა და ამის საფუძველზე გაუმჯობესებული წრედებისა და მოწყობილობების აგება და პრაქტიკაში დანერგვა. კომუნიკაციის უნარი აქვს ინფორმაციის მოძიების და ტერმინოლოგიის გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით გადაცემის უნარი. შეუძლია იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა ქართულ და უცხოურ ენებზე, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება. კერძოდ, საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია: პროფესიულ დისკუსიებში მონაწილეობა ტელეკომუნიკაციის თანამედრივე საკითხების ირგვლივ, ცოდნის დამაჯერებლად და დასაბუთებულად წარმოჩენა, ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო აპარატურის, კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ათვისება. სწავლის უნარი აქვს ტელეკომუნიკაციის სფეროში სხვადასხვა სიახლეების მიდევნებისა და ცოდნის მუდმივად განახლების უნარი. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს შეუძლია სხვადასხვა წყაროებიდან სპეციალობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი; საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, კერძოდ, საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. ღირებულებები კურსდამთავრებული იცნობს ეთიკის ნორმებს, მოწოდებულია, ხელი შეუწყოს ინდივიდთა უფლებების განხორციელებას და იმოქმედოს სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით. აქვს ნაკისრი ვალდებულებების პუნქტუალურად განხორციელების და ბოლომდე მიყვანის უნარი, საზოგადოებაში სხვადასხვა მოვლენებისა და პროცესების ობიექტურად შეფასების უნარი, კორექტული ქცევისა და დიალოგის წარმოების უნარი. მოწოდებულია, ჩამოყალიბდეს, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და პატრიოტი. საზოგადოებაში პატივისცემით მოეპყრობა განსხვავებულ აზრს, შეძლებს დისკუსიის წარმართვას ეთიკის ნორმებში, შეუძლია პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელ ღირებულებებთან დაკავშირებით საკუთარი და სხვისი დამოკიდებულების შეფასება და სხვებისთვის გაზიარება, მიიღოს მონაწილეობა ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად.

41 ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: მაგისტრატურა (მეორე საფეხური); სწავლების ენა: ქართული; საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: უმაღლესი აკადემიური; მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება; სპეციალიზაცია: საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი; მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (Master of Business Administration); პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი; სწავლის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი; 2 აკადემიური წელი; პროგრამის ხელმძღვანელი: ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი ციალა ლომაია

42 ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზანი
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია სასწავლო უნივერსიტეტის მისიის - უმაღლესი განათლება მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებისთვის! განხორციელებაზე. პროგრამაში სინთეზირდება ბიზნესის ეკონომიკური და სამართლებრივი ცოდნა, რომელიც სახელმწიფოს, მისი ეკონომიკისა და ბიზნეს-სტრუქტურების განვითარების ეფექტური სტრატეგიების შემუშავების ფუნდამენტალურ ბაზას წარმოადგენს. შესაბამისად, პროგრამის მისია გახლავთ XXI საუკუნის ბიზნესის სტრატეგიულ და ამასთან, გლობალურ მენეჯერთა მომზადება, რომელიც მყარი გარანტიაა ქვეყნისთვის ეკონომიკური თავალსაზრისით. ამ მისიის შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამაში ”ბიზნესის ადმინისტრირება” სწავლების ძირითადი მიზნები და ამოცანები შემდეგია: მომზად­დეს შიდა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტი, რო­მელ­საც ექნება მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციებისა და ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესების, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხების, საერთაშორისო ბიზნესის ფორმებისა და რეგულირების მე­თოდების, საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობების, საერთაშორისო ბიზნეს-სამართალის, საერთაშორისო მარკეტინგის და რისკების მართვის ღრმა და სისტემური ცოდნა; პროფესიული და პიროვნული პასუხისმგებლობა; მოვალეობების შესრულების, ბიზნესის ეთიკური ნორმების დაცვისა და ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანის მოტივაცია

43 ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ენიჭებათ სტუდენტს, რომელსაც გააჩნია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა, კერძოდ,   სტუდენტს გააჩნია ღრმა ცოდნა სავალდებულო და არჩევით სასწავლო კურსებში. შესწავლილი აქვს საერთაშორისო ვაჭრობის თეორიები, საერთაშორისო ორგანიზაციების ტიპოლოგია საქმიანობის მიმართულებები, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სამართლებრივი, ტექნოლოგიური და სტრატეგიული ფაქტორების ერთობლივი გავლენის მნიშვნელობა, რომელიც წარმოიშობა ბიზნეს-საქმიანობის მიერ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთისას; საერთაშორისო ბიზნესთან დაკავშირებული წინააღმდეგობები, რომელსაც ხვდებიან მენეჯერები გლობალური კონკურენციის პირობებში საერთაშორისო ბიზნესის მართვისას; იცის მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის (კერძოდ ეკონომიკური გლობალიზაციის) განვითარების პრინციპები, ეტაპები, ტენდენციები (თავისებურებები), რეგიონული ალიანსების მიზნები, ფუნქციონირების მექანიზმები, გლობალიზაციის ეროვნულ ეკონომიკაზე ზემოქმედების ფორმები, მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშემწყობი პირობები (ფაქტორები); ფლობს საერთაშორისო კონკურენციის აქტუალურ საკითხებს; იცის საერთაშორისო ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა; ფლობს საინვესტიციო პოლიტიკის, საერთაშორისო ინვესტიციების, მათი განხორციელებისა და რეგულირების მექანიზმებს; გააჩნია ღრმა ცოდნა მენეჯმენტში გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავების, შერჩევის, შესრულებისა და შეფასებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხებში; იცის ეკონომიკური რისკები და მათი კლასიფიკაცია, ინოვაციური მეწარმეობა და მასთან დაკავშირებული რისკები, რისკების გამოვლენის მეთოდები და გაკოტრების პროგნოზირება ფირმაში და სხვა; ყოველივე სტუდენტს საშუალებას აძლევს შეიმუშაოს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში ორიგინალური იდეები და გააცნობიეროს ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზები.

44 ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა სწავლის შედეგები
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი კურსდამთავრებულს განვითარებული აქვს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის შესაბამისი აუცილებელი უნარ-ჩვევები. შეუძლია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება, კომპექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება, ასევე, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. კერძოდ, შეუძლია ბიზნეს-საქმიანობის რეგულირების მე­ქანიზმების შეს­წავ­ლა და კვლევა უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით; ორგანიზაციის ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებული მო­ნა­­ცემების გამოკვლევა, ინფორმა­ცი­ის ურთიერთდაკავშირება, დაკონკრეტება და განზოგადება; საერთაშორისო ბიზნესის რეგულირების სამართლებრივი ნორმების შესაბამისად ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვა და პოლიტიკის შემუშავება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით; ცვლადი საერთაშორისო ბიზნეს-გარემოს გათვალისწინებით და მოვლენათა შესწავლის საფუძ­ველ­ზე ორგანიზაციის ბიზნეს-საქმია­ნო­ბის პერსპექტივების განსაზღვრა, ბიზნეს- სტრატეგიების შემუშავება და ახალ, გაუთვალისწინებელ და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედება; ბიზნეს-გარემოს შესწავლის საფუძველზე არსებული და მოსა­ლო­დ­ნელი რისკების შეფა­სე­ბა, მოსალოდნელი შედეგების პროგნო­ზი­რე­ბა და უახლესი მე­თო­დებისა და მიდ­­გომების გამოყენებით შედეგებზე ორიენტირებული სამოქმე­დო გეგმის და­მოუ­კი­დებლად შე­მუ­შავება; ორგანიზაციის წარმატებული ბიზნეს-საქმიანობის უზრუნველყოფის, მე­ნეჯ­მენტისა და მარკეტინგის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე პროცესების იდენტი­ფი­ცი­რება და უახ­ლე­სი მე­თო­დებისა და მიდგომების გათვალისწინებით დამოუკიდებლად კვლევი­თი პროექტების გან­ხორ­ციე­ლება, შედეგების დასა­ბუ­თე­ბა, რეკომენდაციებისა და ოპტიმიზაციის ღონისძიებების შემუ­შა­ვება, წარდგენა და შემდგომი განხორციელება; რისკების მართვის პრინციპების ღრმა და სისტემური ცოდნის საფუძველზე სწორი სტრატეგიების შემუშავება და რეალიზაცია, საერთაშორისო ბიზნესში ჩარ­თუ­ლი ორგანიზაციის საქმიანობაში არსებული პრობლემის გაცნობიერება და კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიება; საინვესტიციო გადაწყვეტილებების რისკის შესწავლა და შეფასება, მოსალოდ­ნე­ლი შედე­გე­ბის პროგნოზირება, სწორი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება; სტუდენტს გამომუშავებული აქვს სტრატეგიული ხედვის/ანალიტიკური აზროვნების და კვლევის უნარი. შეუძლია სტრატეგიულ მენეჯმენტში შეძენილი ცოდნის გამოყენება ახალ, გაუთვალისწინებელ და უცნობ გარემოში (მიკრო, მაკრო) დაკავშირებულ ან მომიჯნავე (მულტიდისციპლინურ) კონტექსტში; აგრეთვე, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება სტრატეგიული მენეჯმენტის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით და სხვა .

45 ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა სწავლის შედეგები
დასკვნის უნარი აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროსთან დაკავშირებული რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება და უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი. კერძოდ: თანამედროვე საერთაშორისო ბიზნესში არსებული პრობლემების განმაპირობებელი ფაქტორების (საერთაშორისო ბიზნესის გარემო, უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო მარკეტინგი, საერთაშორისო სტრატეგიული ალიანსები) და შესაბამისად ცალკეული სიტუაციების ანალიზი/უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი და დასაბუთებული დასკვნების გამოტანა; გლობალიზაციის პროცესების შესახებ რთული და სრული ინფორმაციის (მათ შორის უახლესი ინფორმაციის) ანალიზი და მის საფუძველზე არგუმენტირებული (დასაბუთებული) დასკვნების (წინადადებების, რეკომენდაციების) ჩამოყალიბება, სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების შეჯერება, ახსნა, დასაბუთება დ სინთეზი; სტრატეგიულ მენეჯმენტში უახლესი მეთოდოლოგიის შესწავლისა და კონკურენტ-ფირმათა კვლევების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება, რაც თავისთავად რთული ინფორმაციის ინოვაციურ სინთეზს გულისხმობს; კორპორაციული კულტურების შესწავლის საფუძველზე, შეუძლია ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები, რომლებშიც სუბკულტურების ცოდნისა და მოსაზრებების გამოყენებასთან დაკავშირებული სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობები აისახება; რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის უახლესი კვლევების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე გაანალიზოს საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სიტუაციები და მიმდინარე პროცესები, გამოავლინოს პრობლემა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები; რისკების მართვაში რთული და არასრული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება. აგრეთვე, შეუძლია რისკის დივერსიფიკაციის პრაქტიკაში გამოყენება, სხვადასხვა ფასიანი ქაღალდების პორთფოლიოების მომზადება, უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზი, რისკების შემცირება და სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება და სხვა .

46 ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა სწავლის შედეგები
კომუნიკაციის უნარი აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია: თავისი დასკვნების, არგუმენტებისა და კვლევის მეთოდების შესახებ კომუნიკაცია აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით; ბიზნესურთიერთობების დამყარება, საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვა, კომუნიკაცია ბიზნეს-პარტნიორებთან და კლიენტებთან ქართულ და ინგლისურ ენებზე, დარგობრივი დისკუსიის წარმართვა ბიზნეს ინგლისურის ტერმინოლოგიის გამოყენებით; შეუძლია ინგლისურ ენაზე განმარტოს გარკვეული დარგობრივი აქტუალური საკითხისადმი დამოკიდებულება და მიუთითოს სხვადასხვა შესაძლებლობების უპირატესობები და ნაკლოვანი მხარეები. ქართულ და ინგლისურ ენებზე ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში სხვადასხვა თემის პრეზენტაციის და­მოუკიდებლად მომზადება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გათვალის­წი­ნე­ბით და დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა. სწავლის უნარი აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და შეაბამისად ავლენს სტატეგიული დაგეგმვის მაღალ დონეს. ღირებულებები აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში ხელმძღვანელობს მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის თანამედროვე ეთიკის ნორმებით და გამომუშავებული აქვს შინაგანი ქცევის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას უბიძგებს მორალური და კეთილსინდისიერი გადაწყვეტილებებისკენ. სტუდენტს გაცნობიერებული აქვს სულიერების, სამართლიანობის და ზნეობრივი ფასეულობების ყველა ის ძირითადი პოსტულატი, რომელიც მას სულიერი ბედნიერებისა და მატერიალური დოვლათის რეკონსილაციაში ეხმარება. სტუდენტი შესაბამისად, აფასებს ღირებულებებისადმი თავის და სხვების დამოკიდებულებას და ამავდროულად შეუძლია ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.


Download ppt "თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი ქ"

Similar presentations


Ads by Google