Download presentation
Presentation is loading. Please wait.
1
№36 საჯარო სკოლა X კლასი ლუკა აშხატოევი
ინტროდუცირებული სახეობები
2
ადამიანები ყოველთვის ისწრაფვიან, საცხოვრებელი გარემო მოაწყონ თავიანთი გემოვნების მიხედვით და ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ასეთი ფსევდო-კეთილდღეობისათვის გარემოში შეტანილ ცვლილებებს. ხშირად ასეთ დროს არ ხდება სხვა არსებების სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინება, ანუ რამდენად კომფორტული პირობები ექნებათ მათ, რომელთაც იგივე საცხოვრებელი სივრცე უკავიათ. როგორც წესი ადამიანებს, თავადვე მოუბრუნდებათ ხოლმე ვითომდა კეთილი ზრახვით ჩატარებული ცვლილებები. ასეთი ქცევის სამწუხარო მაგალითია უცხო სახეობების შეყვანა ახალ ტერიტორიებზე. სამეცნიერო ლიტერატურაში ასეთ შეყვანილ სახეობებს ეგზოტიკურ, უცხო, ინტროდუცირებულ ან არაადგილობრივს უწოდებენ.
3
როდესაც ევროპელები ახალ კონტინენტებს და კუნძულებს აღმოაჩენდნენ და იქ სახლდებოდნენ, ცდილობდნენ ეს მხარე თავიანთი სამშობლოსათვის დაემსგავსებინათ და ის ცხოველები და მცენარეები ჰყოლოდათ გვერდით, რომელიც მათთვის ნაცნობი იყო. ზოგჯერ ინვაზია შემთხვევით, გაუთვბითცნობიერებლად ხდებოდა (მაგალითად: ვირთაგვების ან კოღოების), მაგრამ შედეგები ფრიად სავალალო იყო ხოლმე.
4
ინვაზიური სახეობების მიზეზით მრავალ კუნძულს (ავსტრალიის შემთხვევაში კონტინენტსაც კი) ცოცხალ სამყაროს გადაშენების საფრთხე დაემუქრა. საფრთხის მასშტაბები არ არის დამოკიდებული თვით ინვაზიური სახეობების ზომაზე. ამის მიზეზი შემდგომში მდგომარეობს: თითოეული სახეობა ბუნებრივად ბინადრობს ისეთ გარემოში, რომელიც ევოლუციურად არის ჩამოყალიბებული და ამდენად დაბალანსებულია. ახალ გარემოში მოხვედრისას მასზე აღარ მოქმედებენ ისეთი მალიმიტირებელი ფაქტორები, როგორებიც არიან მტაცებლები ან დაავადების გამომწვევები. თუ კლიმატურმა პირობებმაც შეუწყო ხელი, შესაძლოა აქ გაცილებით მეტი თაობა დაიბადოს წელიწადში, ვიდრე მის სამშობლოში. ამის გამო ეგზოტიკურმა სახეობამ შეიძლება ახალი აუთვისებელი ეკოლოგიური ნიშა დაიკავოს ან, როგორც უფრო ხშირად ხდება, განდევნოს ადგილობრივი სახეობა. უცხო სახეობა დამღუპველია არა მხოლოდ უშუალო კვებითი კონკურენტისათვის, არამედ მცენარეთა და ცხოველთა მთელი თანასაზოგადოებისათვისაც. ვინაიდან შეუძლია მთლიანად შეცვალოს ეკოსისტემის სახე. ამის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მეცნიერმა დაიმონდმა ბუნების ოთხ ყველაზე დიდ საფრთხეს შორის, რომელსაც წყეული კვარტეტი ეწოდა, უცხო სახეობები დაასახელა. აშშ-ს საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების სიაში ცხოველებისა და მცენარეების 42% არაადგილობრივი სახეობების გამო მოხვდა.
6
1935 წელს ცენტრალური ამერიკიდან ავსტალიაში შეიყვანეს ლერწმის გომბეშო იგივე აგა, იმ მიზნით, რომ მავნე ხოჭოებისგან დაეცვა შაქრის ლერწმის პლანტაციები. თუმცა ამჟამად ისინი ეკოლოგიურ უბედურებად იქცნენ. ისინი 2000 მილზე გავრცელდნენ და ნახევარი ქუინსლენდი დაიკავეს. ვრცელდებიან წელიწადში 17 მილზე. ისინი იკვებებიან მრავალი აბორიგენული ცხოველით, ბაყაყებით დაწყებული, ფუტკრებით დამთავრებული. გომბეშოები შხამიანნი არიან. მათ არაფერი ჭამს. მრავალი სახეობა იწამლება მათგან.
7
ადამიანის ასეთი გაუაზრებელი მოქმედების გამო ჩვეულებრივი კატა მავრიკიის (კუნძულია წყნარ ოკეანეში) ყველაზე საშინელ მხეცად მოგვევლინა და მთლიანად გაანადგურა ენდემური ვარდისფერი მტრედი. მის აღდგენას ბევრი მეცნიერი ცდილობს, მაგრამ გაველურებული კატებს გამო, პრობლემა გადაუჭრელია. ბევრი სხვა მაგალითიც არსებობს - ირემი ახალ ზელანდიაში, თხები - წყნარი ოკეანის კუნძულებზე, სადაც უდაბნოდ იქცა აყვავებული და ტყით დაფარული კუნძულები. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ვხვდებით უამრავ მაგალითს იმისა, თუ რა დამანგრეველი ეფექტი იქონია უცხო სახეობების ინტროდუქციამ.
8
მწვანე კონტინენტზე ადამიანის მიერ შეყვანილი პირველი სახეობა ძაღლი იყო
მწვანე კონტინენტზე ადამიანის მიერ შეყვანილი პირველი სახეობა ძაღლი იყო. რომელიც ამ კონტინენტზე წლის წინ გადაიყვანეს აზიელმა ზღვაოსნებმა. მოგვიანებით ისინი გაველურდნენ და ავსტრალიური ძაღლს - დინგოს მისცეს დასაბამი. ამით ადგილობრივი მტაცებლები: ტასმანიური ეშმაკი და ტასმანიური მგელი გადაშენდა. ალბათ, ამავე დროს შემთხვევით მოხვდნენ კონტინერნტზე თაგვები და ვირთხები დან წლამდე ავსტრალიაში ხერხემლიანთა 60-ზე მეტი სახეობა გაავრცელა ადამიანმა. ამას დაემატა მცენარეთა სახეობებიც. მათმა უმეტესობამ დამღუპველი გავლენა მოახდინა ადგილობრივ სახეობებზე.
10
უცხო სახეობების შემოყვანას ვერც საქართველო გადაურჩა
უცხო სახეობების შემოყვანას ვერც საქართველო გადაურჩა. სამწუხაროდ, ინვაზიური სახეობების მიერ ბიომრავალფეროვნების განადგურების კლასიკურ მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენში თელეუთური ციყვის შემოყვანის ისტორია. ის გაუშვეს ბორჯომის ხეობაში, როგორც ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველი. იგი კარგად მრავლდებოდა.
11
ციყვი კოდალებისა და ტყის სხვა ფრთოსნების ბუდეებს ანადგურებდა, რის გამოც მათი რაოდენობა ძალზე შემცირდა. კოდალები კი რის ვაივაგლახით არეგულირებდნენ სხვა „სტუმრის" - ნაძვის დიდი ლაფანჭამიას - რიცხოვნობას. თელეთური ციყვის „ხელშეწყობით" კი მცირე რიცხოვნობის კოდალებმა ვეღარ შეაჩერეს ნაძვის დიდი ლაფანჭამია და უზარმაზარ ფართობზე ტყეები გახმა. რუსეთიდან შემოყვანილმა ციყვმა ვერც დაგეგმილი სარგებელი ვერ მოიტანა, ვინაიდან, საქართველოს თბილი კლიმატური პირობების გამო, ბეწვმა ხარისხი დაკარგა.
12
research group introduced species
13
გმადლობთ ყურადღებისთვის !
გმადლობთ ყურადღებისთვის !
Similar presentations
© 2025 SlidePlayer.com. Inc.
All rights reserved.