Presentation is loading. Please wait.

Presentation is loading. Please wait.

კულტურის კვლევების შესავალი

Similar presentations


Presentation on theme: "კულტურის კვლევების შესავალი"— Presentation transcript:

1 კულტურის კვლევების შესავალი
ლექცია მეშვიდე

2 კულტურა როგორც სოციალური სისტემა

3 გეგმა კულტურის სოციოლოგია
კულტურის ტრაგედია (გეორგ ზიმელი) და კაპიტალიზმის სული (მაქს ვებერი) ცივილიზაციის თეორია (ნორბერტ ელიასი) კულტურის ადგილი საზოგადოებაში (ნიკლას ლუმანისა და ტალკოტ პარსონსის სისტემათა თეორია) კულტურული კაპიტალი (პიერ ბურდიოს სოციალური ველების თეორია) სუბკულტურის კვლევები

4 კულტურის სოციოლოგია „კულტურული რევოლუცია“ (სტიუარტ ჰოლი):
კულტურა როგორც ზედნაშენი? (კარლ მარქსი) ყველა სოციალური სტრუქტურა კულტურული სტრუქტურაცაა, ხოლო თითოეული სოციალური პრაქტიკა - კულტურული პრაქტიკა როგორ შეიძლება იქნას გაგებული სოციალური ცხოვრება? კულტურა როგორც ერთობლიობა ნასწავლი ნორმებისა და ღირებულებების, ცოდნის, არტეფაქტების, ენისა და სიმბოლოების, რომლებსაც ერთი და იმავე ცხოვრების წესის მქონე ადამიანები მუდმივად უცვლიან ერთმანეთს. სოციალური ფაქტების კონტექსტუალიზაცია, მათი ისტორიული და კულტურული განპირობებულობის შესწავლა. საზოგადოებისა და კულტურის ურთიერთმიმართება, მათ შორის არსებული კავშირები ძირითადი თემები: კულტურისა და ძალაუფლების, კულტურისა და მოხმარების, კულტურისა და გართობის (ახალგაზრდული სუბკულტურის), კულტურისა და კომუნიკაციის, კულტურისა და გლობალიზაციის ურთიერთმიმართება

5 სუბკულტურის კვლევები Subcultural Studies
თანამედროვე კულტურის კვლევების ცენტრი (CCCS) საკვლევი ობიექტი: ახალგაზრდული კულტურა და ცხოვრების წესი/სტილი ახალგაზრდობის როგორც ასაკობრივი ჯგუფის ცალკე გამოყოფა მეცხრამეტე საუკუნეში ახალგაზრდები როგორც სოციალური პრობლემა ახალგაზრდები როგორც ეკონომიკური სამიზნე ჯგუფი (1950-იანებიდან) ახალგაზრდობის ემანსიპაცია ახალგაზრდობა როგორც პოლიტიკური სუბიექტი (1960-იანებიდან) ახალგაზრდებს ანარქიული და ამორალური მიდრეკილებები მიეწერებოდა, რის გამოც ისინი სოციალური ზედამხედველობისა და პოლიციური რეგულირების ობიექტად იქცნენ.

6 სუბკულტურის კვლევები (გაგრძელება)
საზოგადოებრივი დეფიციტის პროექცია ახალგაზრდობაზე: შეუზღუდავი თავისუფლება, გადაჭარბებული გართობა, სექსუალური ჰიპერაქტიურობა ახალგაზრდობა როგორც სოციალური ფენომენი = სოციალური პრობლემების სიმპტომი: სუბკულტურები იმ წინააღმდეგობებს გამოხატავენ და სიმბოლურად წყვეტენ კიდეც, რომლებიც დაფარული და გადაუჭრელია მათი მშობლების კულტურაში. სუბკულტურების სიმბოლური ხასიათი: ჩაცმულობა მუსიკა ჟარგონი გარ კვეული რიტუალები სუბკულტურული იდენტობა და ჯგუფები წარმოიქმნება შესაბამის კულტურულ აქტივობებში/ღონისძიებებში მონაწილეობის შედეგად.

7 ჰეგემონიის თეორია კულტურა როგორც პრატიკა, რომლის მეშვეობითაც ადამიანთა ჯგუფები თავიანთ სოციალურსა და მატერიალურ არსებობას გამოხატავენ. ამ პრაქტიკის პროდუქტია სოციალური ჯგუფის ან კლასის ცხოვრების სპეციფიკური წესი, რომელიც მოიცავს მნიშვნელობებს, ღირებულებებსა და იდეალებს, გადმოცემულს ინსტიტუციებში, სოციალურ ურთიერთობებსა და ჩვევებში. კულტურა როგორც მნიშვნელობათა რუკა: წარმოჩნდება სოციალური ორგანიზაციის ფორმებსა და ურთიერთობებში, რომლებიც ინდივიდს სოციალურ ინდივიდად აქცევს. კულტურის მიხედვით ჯგუფში ხდება ურთიერთობების სტრუქტურირება და ამ სტრუქტურების აღქმა, გაგება და ინტერპრეტაცია. (სუბ)კულტურა გამოხატავს დაფარულსა და ნამდვილ სიღრმისეულ სტრუქტურას, ცხოვრების მატერიალურსა და სოციალურ ორგანიზაციას.

8 ჰეგემონიის თეორია (გაგრძელება)
კულტურული სივრცე - ასიმეტრიულად ორგანიზებული: ძალაუფლება არათანაბრადაა განაწილებული საზოგადოებრივ ჯგუფებსა და კლასებს შორის კულტურული ძალაუფლების განაწილების სამი შესაძლებლობა: საზოგადოებრივ ჯგუფებს შეიძლება ოპოზიციური დამოკიდებულება ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ; ერთი ჯგუფი შეიძლება დომინანტური იყოს და ბატონობდეს დანარჩენებზე; ჯგუფები შეიძლება ერთმანეთის მიმართ დაქვემდებარებულ (სუბორდინაციის) მდგომარეობაში იყოს. მუდმივი ბრძოლა კულტურული ძალაუფლების განაწილებისთვის საყოველთაო კონსენსუსი და თანხმობა როგორც პრევენციული ზომა, რომელსაც ჰეგემონია მიმართავს

9 სუბკულტურული სტილი და რიტუალები
სუბკულტურული სტილი და რიტუალები - სხვა სოციალური ჯგუფებისგან საკუთარი ჯგუფის გამიჯვნის საშუალება / სოციალური ზღვრის ფუნქცია სუბკულტურული სტილი - უკვე არსებული ობიექტებისა და ნიშნების გარდამქმნელი რეკომბინაციის შედეგი სტილი = იდენტობა ნამდვილი პრობლემების (მაგალითად, უმუშევრობის) წარმოსახვითად გადაჭრა  გართობა

10 Paul Willis: Profane Culture (1972 წ.)
გაპროფანება - სუბკულტურების მთავარი სტრატეგია დაპირისპირება „წმინდასთან“, „საკრალურთან“ “წმინდა” = მეშჩანური მენტალობა, რომლისთვისაც თავისუფალი დრო და ოჯახი ძირითადი სიწმინდეებია წვრილი ბურჟუაზიის წარმომადგენელი მისი რიტუალიზებული ჩვევებითა და მოწესრიგებული ცხოვრების წესით ცხოვრების “საკრალირი” თანმიმდევრობა: დაბადება-სკოლა-სამსახური-სიკვდილი

11 როკერები თავისებური ონტოლოგიური თავდაჯერებულობა
თავისებური ონტოლოგიური თავდაჯერებულობა მასკულინური სტილი და იდენტობა „კაცური“ = საკუთარი ცხოვრების ერთპიროვნულად გაკონტროლების უნარი მოტოციკლი - კონტროლის სიმბოლო აგრესია სხვა სუბკულტურების მიმართ მათი “ფემინურობის” საბაბით გარემო როგორც საფრთხე რასისტულობა და ეთნოცენტრულობა  პროლეტარიატის)ღირებულე ბათა სისტემა

12 ჰიპები სუბიექტური გამოცდილების დაფასება
სუბიექტური გამოცდილების დაფასება საზოგადოების ინდივიდუალისტური იდეალი გრძელი თმები = თავისუფლების, ბუნებრიობისა და არაპრივილეირებულ ჯგუფებთან სოლიდარული სიახლოვის სიმბოლო სიმდიდრისა და სიღარიბის ნიშნების კომბინაცია

13 Dick Hebdige: Subculture. The Meaning of Style (1979)
პანკები და რასრაფარიელები “ხმაური” გავლენიან მედიებში  რღვევა, ბლოკადა რეპრეზენტაციულ სისტემაში სუბვერსიული პოტენციალი დევიაციური ქცევის გათავისება: სუბკულტურის ნიშნები (მოდა, მუსიკა)  მასობრივი პროდუქტი (კომერციული ინკორპორაცია)

14 Sarah Thornton: Club Cultures
Sarah Thornton: Club Cultures. Music, Media and Subcultural Capital (1996) სუბკულტურები მედიებისა და კულტურის ინდუსტრიის კონტექსტში წარმოიქმნება სუბკულტურების ალტერნატიულ იერარქიებში მათი კლასის სოციო-კულტურული წინააღმდეგობები და პრობლემები ნარჩუნდება სუბკულტურული კაპიტალი: გარკვეული წრის პრაქტიკები (ნაცნობები შესაბამის წრეში), სტილები (მეტყველება, ჩაცმულობა, ვარცხნილობა, ცხოვრების წესი) ქონება (დისკები) სუბკულტურები არამც და არამც არ დგას „მეინსტრიმისა“ და კაპიტალის მიმოქცევის მიღმა სუბკულტურული კაპიტალიც არათანაბრად ნაწილდება კლუბური კულტურა ისეთივე არაერთგვაროვანია, როგორც კლასებად დაყოფილი საზოგადოება: მასშიც ბატონობენ შესაბამისი საზოგადოების მამრი, ჰეტეროსექსუალი, თეთრკანიანი სუბიექტები

15 სუბკულტურები vs. მემარცხენეები
კაპიტალიზმში არსებული პრობლემების ირიბი კრიტიკა სტილის მეშვეობით პროტესტის სიმბოლური ფორმები თავისუფალი თვითგამოხატვა

16 გმადლობთ ყურადღებისთვის!


Download ppt "კულტურის კვლევების შესავალი"

Similar presentations


Ads by Google