Download presentation
Presentation is loading. Please wait.
1
მხატვრული გამოსახვის საშუალებები
2
ტროპები ზღვრული ტროპები მხტომი ტროპები
3
ზღვრული ტროპები სინეკდოქე ნაწილი მთელის ნაცვლად (pars pro toto:
”თავზე ჭერი აქვს” = სახლი აქვს), მთელი ნაწილის ნაცვლად (totum pro parte: ”თამაში მოიგო გერმანიამ” = თამაში მოიგო გერმანიის ნაკრებმა), საერთო თვისება მთლიანი სახეობის ნაცვლად ან პირიქით (უკვდავნი = ღმერთები, ”პური ჩვენი არსობისა” = საკვები), მასალა ნაწარმის ნაცვლად (”აბრეშუმში იყო გამოწყობილი.” = აბრეშუმის სამოსი ეცვა); მხოლობითი რიცხვი მრავლობითის ნაცვლად ან პირიქით (”ქართველი” = ქართველები ზოგადად).
4
ზღვრული ტროპები ანტონომასია
”სამყაროს შემოქმედი” = ღმერთი ”მაცხოვარი” = იესო იუდა = მოღალატე პერიფრაზი: ”უპოვართა და გლახაკთა მეფე” = დავით აღმაშენებელი ჰიპერბოლა: ”ცათამბჯენი” ლიტოტესი: ”არც ისე ცუდი” = საკმაოდ კარგი
5
ზღვრული ტროპები მეტონიმია ეპითეტი: ”ფეხმარდი აქილევსი”
პიროვნებების ჩანაცვლება ადგილით (”თბილისი ზეიმობდა.” = თბილისის მაცხოვრებლები ზეიმობდნენ.) ინსტიტუციის ჩანაცვლება ადგილით (”თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება” = ა.შ.შ.-ის მთავრობამ გაავრცელა განცხადება.) შიგთავსის ჩანაცვლება ჭურჭლით (”ერთი ფინჯანიც მიირთვით!” = ერთი ფინჯანი ჩაი მიირთვით.) ნაწარმის ჩანაცვლება მწარმოებლით (”მე მერსედესი მაქვს.” = მერსედესის ფირმის წარმოების მანქანა მაქვს.) ნაწარმოების ჩანაცვლება ავტორით (”კაფკა წაგიკითხავს?” = კაფკას თხზულებები წაგიკითხავს?) ეპითეტი: ”ფეხმარდი აქილევსი”
6
მხტომი ტროპები მეტაფორა
სულიერი საგნის მნიშვნელობის გადატანა სხვა სულიერ საგანზე (მაგ. ”აქილევსი ომში ლომი იყო”) უსულო საგნის მნიშვნელობის გადატანა უსულო საგანზე (მაგ. ”ვერცხლის ნაკადული”) უსულო საგნის მნიშვნელობის გადატანა სულიერ საგანზე (”ოქროს გული”, ”რკინის კაცი”) სულიერი საგნის მნიშვნელობის გადატანა უსულო საგანზე (”ჩაფიქრებულა მთაწმინდა”, ”ვინ იცის მტკვარო რას ბუტბუტებ?”) აბსტრაქტული ცნების ჩანაცვლება კონკრეტულით (”ცივი გონება”, ”ჩაწვდომა”).
7
მხტომი ტროპები თამამი, აბსოლუტური მეტაფორა: ”შავი რძე დილასისხამისა”, "შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი" სინესთეზია: ”ოქროს დუმილი”, ”ბნელი ზარი” მკვდარი, მკრთალი ან კონვენციური მეტაფორები: თავის მოჭრა = შერცხვენა, პატივს სცემს = გაუმასპინძლდება, ჩაწვდება = მიხვდება ოქსიმორონი: ”ბნელი სინათლე” კატახრეზა: ”ამწვანებული ნაბიჯები”
8
მხტომი ტროპები ირონია - სარკაზმი - ევფემიზმი ალეგორია (≠ სიმბოლო!!!)
პერსონიფიკაცია ემბლემა (სურათი (pictura) + წარწერა (inscriptio) + კომენტარი (subscriptio)) შედარება: ”ცრემლსა, ვითა მარგალიტსა”...’ ”ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია”
9
პერსონიფიკაცია
10
ემბლემა
11
ვარჯიში
12
”გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა.”
13
”რომელმა ღმერთმა გააღვივა ნეტავი შუღლი?
- ლეტოს და ზევსის ძემ, მეფეზე განრისხებულმა.”
14
”სწორედ იმ მხეცმა, გარყვნილმა და სისხლის შემრევმა, გრძნეულის ჭკუით, მომხიბლავთა საჩუქართ ძლევით დაიყოლია თვალად სათნო მეუღლე ჩემი და უნამოსოდ სარეცელი შემიგინა მე.”
15
”მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.”
16
“მხოლოდ დღეს მივხვდი, ჩემო, რომ ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისთვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.”
17
”შეშლილი სახით კიოდა ქუჩა”
18
”მის საპასუხოდ ზევსმა ბრძანა ღრუბელთმარეკმა”
19
”ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.”
20
“მოხეტიალე უკუნეთ ქარში; ჩუმად შრიალებს მშრალი შამბნარი ჭაობის მწვანე სიწყნარეში”
21
”მდიოდა, დედავ, როგორც სისხლი, შემოდგომა, და მწვავდა თოვლი”
22
”მზის უფსკრული სხივმოელვარე.”
23
”ჩვენ-შუა ხიდია ჩატეხილი: ისინი იქით ნაპირას დაჰრჩნენ, ჩვენ აქეთ
”ჩვენ-შუა ხიდია ჩატეხილი: ისინი იქით ნაპირას დაჰრჩნენ, ჩვენ აქეთ. შორი-შორსა ვართ და თვალი ერთმანეთისათვის ვეღარ მიგვიწვდენია, თვალი მართალი და უტყუარი. რად უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ სიშორეზედ კაცს კაცი მარგილად ჰგონია და ღვთის მსგავსად შექმნილი სახე ადამიანისა ელანდება როგორც ერთი ტყლაპი რამ. ამ დიდ მანძილზედ გან ცოტა რამ არის, რომ უღონო თვალს თეთრი შავად აჩვენოს? ჩვენ კიდევ ხედვა გაძლიერებული გვაქვს, დურბინდით შეგვიძიან ყურება და ეგ დურბინდი სწავლაა და ცოდნა, ისინი მაგასაც მოკლებულნი არიან.”
24
”მთებს ჩაუცვიათ შავები,
ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;”
25
”იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა.”
26
მუმლი მუხასაო მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუმლი ჰქრებოდაო, მუმლი წყდებოდაო, ხე არ ხმებოდაო. მუმლი მუხასაო გარს ეხვეოდაო, მუხა დამძიმდაო, წყალში ჩავარდაო. წყალი შეგუბდაო, ნაპირს გადვიდაო, მუმლი შეწუხდაო, მალე დაიხრჩვაო, მუმლი დაიხრჩვაო, მუხა გადარჩაო.
27
”გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა.”
Similar presentations
© 2025 SlidePlayer.com. Inc.
All rights reserved.