Download presentation
Presentation is loading. Please wait.
Published byЕгор Пожогин Modified over 5 years ago
1
"ატმოსფეროს დაბინძურება და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე"
ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფ. ნინო ლომთათიძე
2
ატმოსფერო ადამიანის ერთ-ერთი ძირითად საარსებო გარემოს წარმოადგენს
დედამიწის ზედაპირის მახლობლად არსებული მშრალი ჰაერის მასა შეიცავს: 78% აზოტს, 21% ჟანგბადს, 0.03% არგონს, 0.03% ნახშირბადს, სხვა აირები- წყალბადი, ნეონი, ჰელიუმი მცირე რაოდენობით
3
ატმოსფერული ჰაერის ცირკულაცია გავლენას ახდენს:
ატმოსფერული ჰაერის ცირკულაცია გავლენას ახდენს: ნიადაგწარმომქმნელ პროცესებზე, ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე, მდინარეებზე, ნიადაგურ–მცენარეულ საფარზე, ცოცხალი ორგანიზმების არსებობაზე
4
ატმოსფეროს გლობალური პრობლემები:
სათბურის ეფექტი; ოზონის ხვრელი; მჟაური წვიმები
5
ურბანიზაციის თანამედროვე ეპოქაში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყარო: ბუნებრივი და ტექნოგენური
ბუნებრივ წყაროებს მიეკუთვნება: ვულკანების ამოფრქვევა, კოსმოსური მტვრის დალექვა, ზღვის მარილების მიგრაცია, ნიადაგის მტვერი, ტყის ხანძრები და სხვა ტექნოგენურ წყაროებს მიეკუთვნება: თბოენერგეტიკა, შავი/ფერადი მეტალურგია, ნავთობმომპოვებელი და ნავთობ გადამამუშავებელი მრეწველობა, საშენ მასალათა მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა და ა.შ.
6
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით პლანეტის მკვიდრთა 92 % ცხოვრობს გარემოში, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს აღემატება, აღნიშნული პრობლემა მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 3 მლნ ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება
8
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია აღნიშნავს, რომ
ბოლო პერიოდში საქართველოში გაუმჯობესდა ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სისტემა; მონიტორინგის თანახმად ყველაზე ცუდი მდგომარეობა იკვეთება- თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში; თუ მყარ შეწონილ ნაწილაკებზე (მტვერზე) გვაქვს კონცენტრაციის ორჯერ, სამჯერ თუ ხუთჯერ გადაჭარბება, სხვა ნივთიერებებთან მიმართებაში ეს გადაჭარბებები ორჯერ არ აღემატება დასაშვებ ნორმას
9
თბილისში ჰაერის დაბინძურების ავტომატური სადგურით განისაზღვრება ნახშირჟანგის, აზოტის ჟანგეულების, გოგირდის ორჟანგის, მიწისპირა ოზონისა და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა 24 სთ მანძილზე
10
ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ქალაქებია ზესტაფონი, ბათუმი, თბილისი, გარდაბანი, რუსთავი და კასპი, რომლებზეც მთლიანი გაფრქვევების დაახლოებით 69% მოდის:
12
ატმოფერული ჰაერის მნიშვნელოვანი დამაბინძურებლებია:
მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი
14
ატმოსფეროს მყარი დაბინძურება (მტვერი) შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად:
ნიადაგის მტვერი - საჰაერო მასების გადაადგილების შედეგად წარმოქმნილი; კოსმოსური მტვერი - გარკვეული რაოდენობის მყარი ნაწილაკები, რომლებსაც არ გააჩნიათ პრაქტიკული მნიშვნელობა დედამიწაზე; ზღვის მტვერი- წარმოიქმნება ზღვის წყლის დუღილის შედეგად; ჰიდროელექტროსადგურების მტვერი- სამრეწველო საწარმოებისა და გათბობის სისტემების მყარი ემისიები ატმოსფეროში; რადიაქტიური მტვერი - საწარმოებში საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი
15
მტვრის მყარი ნაწილაკების დიფერენციაცია ხდება შემდეგ ფრაქციებად:
ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების ფრაქცია, ნორმირების ფრაქცია, ყველაზე საშიშია 10 მკმ და 2.5 მკმ დიამეტრის ნაწილაკები, მათ შესწევთ უნარი, შეაღწიონ ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებში და ხელი შეუშალონ ფილტვებს შიგნით ჰაერის მიმოცვლას;
16
საქართველოში ატმოსფერულ ჰაერს აბინძურებს:
ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკული სექტორი, სოფლის მეურნეობის დარგები, სამრეწველო ობიექტები, დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკასა და ავტოტრანსპორტზე მოდის
18
ავტომობილის გამონაბოლქვი შეიცავს:
ნახშირჟანგს, აზოტის ოქსიდებს, გოგირდის ორჟანგს, ნახშირწყალბადს, ჭვარტლს, ბენზ(ა)პირენს, ჰაერში შეწონილ მყარ ნაწილაკებს (PM10, PM2,5)
19
2015 წლის მონაცემებით მსოფლიოში 1 წლის განმავლობაში
200 მლნ ავტომობილი გამოყოფს: 200 მლნ ტ ნახშირორჟანგს, 40 მლნ ტ ნახშირწყალბადს, 20 მლნ ტ აზოტის ოქსიდს, ჰაერის დაბინძურების უმეტესი წილი ავტომობილების გამონაბოლქვზე მოდის
20
ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეებია:
მავნე ნივთიერებებით დაბინძურება; რადიაციული ზემოქმედება; მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება; ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველების, სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება
21
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით
საქართველოში სოფლად მცხოვრებ ბავშვთა 78% ცხოვრობს ისეთ შენობებში, სადაც საკვების მოსამზადებლად მყარი საწვავი გამოიყენება; აღნიშნული მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების რისკს როგორც ბავშვებში, ასევე, საკვების მომზადებით დაკავებულ ქალებში
22
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი პირობებია: ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა; ჰაერის მონიტორინგის (ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება; ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება
23
ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახეებია:
ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან; მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან; მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან; მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროებიდან
24
დაბინძურებული ჰაერის მუდმივი ზემოქმედება იწვევს შემდეგ დაავადებებს:
გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული, ბრონქიტი, პნევმონიები, ალერგიული დაავადებები, ფილტვის კიბო, ცვლის სისხლის ფორმულას, აზიანებს კანსა და ლორწოვანს
25
ატმოსფეროს დაბინძურებისას ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება შემდეგი დაავადებები:
გრიპი, ყივანახველა, ყბაყურა, დიფტერია, წითელა
26
სუნთქვის ორგანოთა დაავადებების ზრდადი ტენდენცია საქართველოში 2000-2012 წწ
28
აჭარის არ (2011 – 2013) რეგისტრირებული და დიაგნოზით დადგენილი დაავადებები, რომელიც უკავშირდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას № წლები 2011 წელი 2012 წელი 2013 წელი 1 დაავადება რეგისტრ. დადგენილ დიაგნოზით პრევალენ– ტობა - (ფართოდ გავრცელება) დადგენილი პრევალენ ტობა- (ფართოდ გავრცელება) ტობა (ფართოდ გავრცელება) 2 ქრონიკული და დაუზუსტებელი ბრონქიტი 2430 646 2395 620 2720 690 3 ასთმა და ასთმური სტატუსი 1503 399 1302 337 1151 292 4 ალერგიული რინიტი 1681 447 1519 393 1369 347 ტრაქეის, ბრონქების, ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე 301 80 242 63 250
29
აჭარის არ (2014 – 2016) რეგისტრირებული და დიაგნოზით დადგენილი დაავადებები, რომელიც უკავშირდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას № წლები 2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 1 დაავადება რეგისტრ. დადგენილი დიაგნოზით პრევალენ– ტობა (ფართოდ გავრცელება) პრევალენ- დადგე-ნილი დიაგნო-ზით 2 ქრონიკული და დაუზუსტე-ბელი ბრონქიტი 1822 459,2 2415 601,64 4085 1016,49 3 ასთმა და ასთმური სტატუსი 1514 381,6 1223 304,68 1270 316,02 4 ალერგიული რინიტი 1372 345,8 1706 425,01 2430 604,67 ტრაქეის, ბრონქების, ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე ქალებში -3,4 მამაკაცებში -40 ქალებში -3,9 მამაკაცებში -45 ქალებში -4 მამაკაცებში -37
30
ჰაერის დაბინძურების მოკლევადიანი ზემოქმედებით განპირობებული ჯანმრთელობის ეფექტებია:
ყოველდღიური სიკვდილიანობა; ჰოსპიტალიზაცია რესპირატორული და კარდიოვასკულური დაავადებებით; აქტივობის შეზღუდვა; გაცდენილი სამუშაო დღეები; გაცდენები საგანმანათლებლო დაწესებულებებში; მწვავე სიმპტომები (სუნთქვის გაძნელება, ხველა, სურდო); ფიზიოლოგიური ცვლილებები (მაგ. ფილტვის ფუნქცია)
31
ჯანმო-ს მონაცემებით ჰაერის დაბინძურების გრძელვადიანი ზემოქმედებით განპირობებული ჯანმრთელობის ეფექტებია: რესპირატორული და კარდიოვასკულური დაავადებებით სიკვდილიანობა; ქრონიკული რესპირატორული დაავადების სიხშირე და გავრცელება; ფიზიოლოგიური ფუნქციების ქრონიკული ცვლილებები; ფილტვის კიბო; კარდიოვასკულური ქრონიკული დაავადებები; მუცლადყოფნის დროს ნაყოფის ზრდის შეზღუდვა
32
დაბინძურებული ატმოსფეროს გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობაზე:
სასუნთქი ორგანოებისა და ხახის რკალის მწვავე რესპირატორული დაავადებები, კბილების კარიესულ დაავადება, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევები, სიმსუქნე, ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
33
ჰაერის დაბინძურების დროს ეკოპათოლოგიის სპექტრი დამოკიდებულია:
დამაბინძურებლების კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობაზე, ორგანიზმის მდგომარეობაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება გოგირდისა და აზოტის ოქსიდის მაღალი კონცენტრაციებით, ზრდის სასუნთქი ორგანოების დაავადებას 3,5-5-ჯერ, სასუნთქი გზის დაავადებების საერთო ტენდენცია გაზრდილია მოზრდილებში 20%-ით, ბავშვებში - 27%-ით
34
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით:
ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევათა 75-90% დაკავშირებულია გარემოს ეკოლოგიურად საშიში ქიმიური ფაქტორების მოქმედებასთან, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები ხასიათდება: მასენსიბილიზებელი (მგრძნობელობის ზრდის), ტოქსიკური, გამაღიზიანებლი, იმუნოპათოლოგიური მოქმედებებით
35
„ეკომედექსპრესის“ მიერ „თბილისის ფარგლებში არსებული სარეკრეაციო ზონების სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგის შედეგები: მტვრის შემცველობა თითქმის ყველა წერტილში აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას 1,3-16,9- ჯერ; აზოტის დიოქსიდის რაოდენობა 1,1-5,5-ჯერ; გოგირდის დიოქსიდის -1,64-16,0-ჯერ; ჭვარტლის – 1,3-2,5-ჯერ;
36
მომატებული რისკის ტერიტორიებზე შერჩეულ 4 სამიზნე ჯგუფში თმაში ტყვიის შემცველობის შესწავლის შედეგები:
I ჯგუფი – გარე მოვაჭრენი, რომლებიც წლების მანძილზე ავტომანქანებით გადატვირთულ გამზირზე ვაჭრობენ, II ჯგუფი – პენსიონერი დამსვენებლები, რომლებიც დღის განმავლობაში 3-5 საათს ატარებენ ქუჩებში, III ჯგუფი – გამზირების მიმდებარე სახლების მცხოვრებლები; IV ჯგუფი – საკონტროლო, თბილისის შედარებით «სუფთა» უბნის (მთაწმინდის) მაცხოვრებლები
37
„ეკომედექსპრესის“ დასკვნა
I ჯგუფი – გარე მოვაჭრენი, ტყვიის მაქსიმალური შემცველობა 74,0 მკგ/გ; II და III ჯგუფი - პენსიონერი დამსვენებლები და მაცხოვრებლები, საშუალო შემცველობა 22,5-50,0 მკგ/გ; IV ჯგუფი – საკონტროლო, 6,0-18,5 მკგ/გ; თმაში ტყვიის შემცველობის მატების ერთ-ერთი მიზეზია დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერი; ჰაერის სინჯების 70%-ში აღინიშნა NO2, SO2, მტვრის, ჭვარტლის, ტყვიის მომატებული კონცენტრაციები ზდკ-თან შედარებით; ტყვიის შემცველობა ზდკ-თან შედარებით მომატებული იყო 1,1-3,0-ჯერ
39
ჰაერის დაბინძურების კუთხით საკმაოდ სავალალო მდგომარეობა დაფიქსირდა 2017 წლის ზაფხულში საქართველოს ქალაქებში: ბათუმში - მტვრის მაქსიმალური კონცენტრაცია 1,8-ჯერ აღემატებოდა ნორმას, ზესტაფონში - 4,4-ჯერ, რუსთავში - 1,7-ჯერ, ქუთაისში - 4,2-ჯერ
40
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით
საქართველოში ავადობის - 17%, სიკვდილიანობის - 19% გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი: სისხლის მიმოქცევის სისტემის, სასუნთქი გზების დაავადებები, სიმსივნეების რაოდენობა
41
გაეროს ანგარიშის მიხედვით
მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა მილიონი ადამიანი - მეტისმეტად დაბინძურებული ჰაერის პირობებში ცხოვრობს; 2016 წლის 27 სექტემბრის მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო; 2012 წ 6.5 მილიონი ადამიანის სიკვდილი იყო ასოცირებული შიდა და გარე ჰაერის დაბინძურებასთან;
42
გადატვირთულმა მოძრაობამ და ავტომანქანების გამონაბოლქვმა, მშენებლობამ და ამასთან ერთად, მწვანე საფარის განადგურებამ ბოლო წლებში განაპირობა: დაავადებების -სიმსივნე, გულისხლძარღვთა და სასუნთქი გზების ნოზოლოგიების მომატება; სიკვდილის შემთხვევების 94% არაგადამდებ დაავადებებს უკავშირდება; ბოლო 12 წლის განმავლობაში სხვადასხვა ავადმყოფობის ზრდის მაჩვენებელმა 200% გადააჭარბა
43
ჰაერის დაბინძურების ჰიგიენური ღირებულება
ეკონომიკური ზიანი- ატმოსფეროში დაბინძურების გამოყოფა ხდება საწვავის, პროდუქტებისა და სხვა ძვირფასი კომპონენტების მნიშვნელოვანი დანაკარგები; ზემოქმედება დასახლებული ტერიტორიების მიკროკლიმატზე; მოსახლეობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუარესება; პირდაპირი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
44
ადამიანზე ზემოქმედების პოტენციური საფრთხის მიხედვით, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებები იყოფა 4 კლასად:
I - ძალზე საშიში, (MPC ნაკლებია 0.1 მგ / მ 3); II - უაღრესად სახიფათო, (MPC 0,1-1,0 მგ / მ 3); III - ზომიერად მავნე, (MPC 0,1-1,0 მგ / მ 3); IV - დაბალი საფრთხის (MPC- ზე მეტი 10.0 მგ / მ 3)
45
სუფთა ჰაერის 6 სარგებელი
სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, ამიტომ სასურველია, კვების შემდეგ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ; აუმჯობესებს გულის მუშაობას და სისხლის წნევას; გვმატებს ენერგიას, ამაღლებს განწყობას- სეროტონინის რაოდენობა, რომელიც ჩვენს განწყობილებაზე დადებითად მოქმედებს, ორგანიზმში ჟანგბადის მოცულობაზე; აძლიერებს იმუნურ სისტემას- ჟანგბადი მონაწილეობს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნაში, რომლებიც იმუნური სისტემის მთავარი დამცავი რგოლია; წმენდს ფილტვებს- ჟანგბადის ნაკადი, რომელიც ფილტვებში ხვდება, ბრონქებისა და ბრონქიოლების გაფართოებას უწყობს ხელს; გვმატებს ენერგიას, აუმჯობესებს აზროვნების უნარს - ტვინს ორგანიზმში არსებული ჟანგბადის მთელი 20% სჭირდება აზროვნებისთვის;
46
ავტოპარკის ასაკი და ტექნიკური მდგომარეობა
მანქანების 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა და უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია, გამონაბოლქვი აირის მოცულობა და ტოქსიკურობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ძრავის კონსტრუქციაზე, ტექნიკურ მდგომარეობასა და მუშაობის რეჟიმზე, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებები საავტომობილო პარკის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხორციელდებოდა ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით ავტომანქანების ვარგისობაზე ტესტირება
47
მანქანების უმეტესობას არ გააჩნია კატალიზური გარდამქმნელი (კონვერტერი), რომელიც ხელს უწყობს ძრავაში საწვავის ბოლომდე წვას და მავნე გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებას, იმპორტირებულ მეორადი უცხოური მარკის ავტომანქანებში, კატალიზური გარდამქმნელის ექსპლუატაციის ვადა ან უკვე გასულია ან დაბალი ხარისხის საწვავის ჩასხმისას მწყობრიდან ადვილად გამოდის
48
საქართველოში 2012 წლის ბოლოს 831 600 ათასი ავტომობილი იყო რეგისტრირებული აქედან:
—სატვირთო, — ავტობუსი, — „სპეციალური დანიშნულების“, — მსუბუქი ავტომანქანა
49
საქართველოში რეგისტრირებული მანქანების განაწილება დინამიკაში
50
საწვავის ხარისხის შეფასება ხდება შემდეგი ეკოლოგიური მახასიათებლების მიხედვით:
ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადების, გოგირდის შემცველობა
51
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დასკვნა
საქართველო პირველ ადგილზეა ყოველ 100 ათას მოსახლეზე ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ავტოტრანსპორტის სექტორიდან ერთ-ერთ პრიორიტეტულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს და საჭიროა შესაბამისი ზომების გატარება მის გადასაწყვეტად; ავტოტრანსპორტის წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს
52
გარემოსდაცვითი პირველი ეროვნული პროგრამა 2000 წ
ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ჰაერის დაბინძურების პრობლემას ერთ-ერთ გარემოსდაცვით პრიორიტეტად განიხილავდა, ითვალისწინებდა გარკვეული ღონისძიებებს ამ პრობლემის გადასაჭრელად
53
გარემოსდაცვითი მეორე ეროვნული პროგრამა 2012 წ ითვალისწინებდა:
გარემოსდაცვითი მეორე ეროვნული პროგრამა 2012 წ ითვალისწინებდა: ელექტროტრანსპორტის ხვედრითი წილის გაზრდა, საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, მკაცრი ნორმების დაწესება სატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე გამონაბოლქვებზე, სამრეწველო გაფრქვევების ეტაპობრივი შემცირება
54
საქართველოს ეროვნული პროგრამა (2012-2016 წწ ) ითვალისწინებდა:
ჰაერის ხარისხის გამზომი ავტომატური სტაციონარული სადგურების ამოქმედებას, ჰაერის ხარისხის მოდელირების პროგრამის შეძენას და დანერგვას, საზოგადოებისათვის ჰაერის ხარისხის დროული და იოლი ხელმისაწვდომობის უხრუნველყოფას ინტერნეტ პორტალის საშუალებით
55
ატმოსფეროს ჰაერის გაჯანსაღების მიზნით აუცილებელია:
საქართველოს კანონის «ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ» მოთხოვნების აუცილებელი შესრულება; ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ერთიანი სისტემის მოქმედებაში შესვლა; დაბალი ხარისხის საწვავის შემოტანის აკრძალვა; ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; სატრანსპორტო მაგისტრალების წესრიგში მოყვანა; საწარმოთა მტვერდამჭერი ნაგებობების განახლება-აღდგენა; სარეკრიაციო ზონების შენარჩუნება, გაფართოვება და ახლის გაშენება;
56
ლიტერატურა Г. П. Зарубин, Ю. В. Новиков, Гигиена города, М. Медицина 1986. Г. С. Камерилова, Экология города, М Пивоваров Ю.П. Гигиена и Экология человека. М.1999 Глобальная Экология, 2000, cтр, 259. М.Т. Дмитриев, Н.И. Казнина, И.А. Пинигина, Санитарно-химический анализ загрязняющих веществ в окружающей среде – справочник. М. Химия, 1989 г. Измеров Н.Ф, Гурвич Е.Б., Лебедева Н.Б. Социально-гигиенические и эпидемиологические исследования. Москва, Медицина, 1985. Dockery D., Pope C.A. //Particles in Our Air. Concentrations and Health Effects /Eds R. Wilson, J. Spendler. _Cambridge, – P. 259. 1]The top 10 causes of death. Updated July [2] Air Quality Guidelines, WHO, 2005 [3] HealtH effects of particulate matter Policy implications for countries in eastern Europe, Caucasus and central Asia, WHO. 2013
57
გმადლობთ ყურადღებისათვის!
Similar presentations
© 2025 SlidePlayer.com. Inc.
All rights reserved.