Presentation is loading. Please wait.

Presentation is loading. Please wait.

კულტურის კვლევების შესავალი

Similar presentations


Presentation on theme: "კულტურის კვლევების შესავალი"— Presentation transcript:

1 კულტურის კვლევების შესავალი
ლექცია მეხუთე

2 კულტურა როგორც ტექსტი

3 გეგმა კულტურის ანთროპოლოგია ანთროპოლოგია vs. ეთნოლოგია
რა არის კულტურული რელატივიზმი? გაუცხოების მეთოდი ისტორიული ანთროპოლოგია „უცხო“ საკუთარ კულტურაში ახალი ისტორიზმი და კულტურის პოეტიკა

4 კულტურის ანთროპოლოგია
მეცნიერება (უცხო) კულტურების შესახებ მიზანი: უცხო კულტურების ანალიზი და პრეზენტაცია ე.წ. ანთროპოლოგიური გარდატეხა და სხვა გარდატეხები (Cultural Turn, Interpretative Turn, Performative Turn, Postcolonial Turn, Spacial Turn, Iconic Turn)

5 ანთროპოლოგია vs. ეთნოლოგია
ეთნოლოგია: ადამიანის ქცევის ძირითადი მოდელები (ჭამა, მშობიარობა, სიკვდილი, ქორწინება, ზეიმობა...) ანთროპოლოგიური კონსტანტების (მუდმივების) და უნივერსალური კანონზომიერებების ძიება ერთი რომელიმე ერის კულტურა, მისი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ფრანც ბოასი (Franz Boas, ) ანთროპოლოგია: უცხო კულტურათა ახსნა და გაგება: „ჩართული დაკვირვების“ მეთოდი კონტექსტუალიზაცია კულტურები და ტრადიციები, ნათესაური სისტემები, რელიგია და მითოლოგია, რიტუალები და ძალაუფლებრივი სტრუქტურები

6 რა არის კულტურული რელატივიზმი?
გაცნობიერება იმისა, რომ: კულტურები მხოლოდ თავიანთი კონტექსტის ფარგლებში შეიძლება იქნას გაგებული ისინი არ ექვემდებარება ურთიერთშედარებას შეუძლებელია მათი შეფასება რაიმე უნივერსალური კრიტერიუმის მიხედვით ემსახურება კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას გამორიცხავს საკუთარი კულტურისთვის უნივერსალური მნიშვნელობის მინიჭებას მაგრამ: გლობალიზაცია „partial truths“

7 გაუცხოების მეთოდი (ინგლ
გაუცხოების მეთოდი (ინგლ. defamiliarization by cross-cultural juxtaposition) ეთნოცენტრული პოზიციების კრიტიკა კულტურული განსხვავებების ანალიზის საფუძველზე ძალაუფლებრივი და ჰეგემონიური მიმართებების ანალიზი ე.წ. „პირველსა“ და „მესამე სამყაროებს“ შორის

8 ინტერპრეტაციული ანთროპოლოგია
კლიფორდ გირცი (Clifford Geertz, ): კულტურათა ინტერპრეტაცია (ინგლ. The Interpretation of Cultures, 1973) კულტურა = მნიშვნელობათა ქსელი სხვა კულტურების თითოეული აღწერა = უცხოს გაგების ცდა კულტურა როგორც ტექსტი ტექსტი როგორც კულტურა: სიმბოლოები, რიტუალები, პრაქტიკები, ლიტერატურული ნაწარმოებები = საკუთარი თავის კულტურული ინტერპრეტაციის გადმოცემის ფორმებია სიღრმისეული აღწერა (ინგლ. thick description): მნიშვნელობების გაგება შესაძლებელია მხოლოდ მათი კონტექსტის შესწავლითა და გათვალისწინებით From the native’s point of view ეთნოლოგიური კვლევა = ინტერპრეტაციების ინტერპრეტაცია

9 მამალთა ორთაბძოლები კუნძულ ბალიზე

10 ისტორიული ანთროპოლოგია
„ადამიანი ისტორიაში“ ადამიანის ქცევა - სიმბოლური კონსტრუქცია საკვლევი ობიექტი: ადამიანის მდგომარეობა, დამოკიდებულებები, მისი აღქმა, წარმოსახვა და ქცევა გაკვეულ კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში კულტურის ცნების გაფართოება: კულტურა = ადამიანის თვითგამოხატვის ნებისმიერ ფორმას - ლიტერატურულ ტექსტებსა და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს, ეკონომიკურ ჩვევებსა და რელიგიურ დღესასწაულებს, ცრურწმენებსა და პოლიტიკურ ქმედებებს, ნახატსა და ოჯახური პორტრეტს, პოლიციის ოქმებსა და ავტობიოგრაფიებს, ჩაცმულობასა და ავეჯს... კონფლიქტი კულტურებს შორის - ისტორიული ცვლილებებისა და კულტურული გარდაქმნების წარმმართველი ძალა „უცხო“ საკუთარ კულტურაში = წარსულის ასპექტები, რომლებიც ისტორიოგრაფიაში უგულებელყოფილი და მარგინალიზებულია

11 „უცხო“ საკუთარ კულტურაში
სოციალურად და ისტორიოგრაფიულად მარგინალიზებული ჯგუფების სოციალური პრაქტიკები, დამოკიდებულებები (მათ აღქმა) და მათი ცხოვრების გარემოებები: ქალთა ისტორია, სიყვარულის ისტორი და ემოციური დისციპლინის ისტორიული ფორმებია სიღარიბის ისტორია და ღატაკთა თვითგადარჩენის სტრატეგიები ღვთისმოშიშობის ისტორიული ფორმები, შრომის ისტორიული ფორმები, დანაშაულის მიმართ დამოკიდებულება, სხეულის აღქმა... მიკროლოგიური მიდგომა: რიგითი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებები > მასშტაბური პოლიტიკური პროცესები  ისტორიები (ერთი ისტორიის ნაცვლად)

12 ახალი ისტორიზმი და კულტურის პოეტიკა
1980-იანი წლები, კალიფორნიის უნივერსიტეტი, სტივენ გრინბლატი (Stephen Greenblatt) New Historicism vs. New Criticism მიზანი: ლიტერატურული და არალიტერატული (მაგალითად, სამედიცინო, ეკონომიკური და ა.შ.) ტექსტების ურთიერთმიმართებების რეკონსტრუქცია ნაწარმოებისა და მისი თანადროული კულტურის ურთიერთგადაკვეთის ადგილების აღმოჩენა ისტორიული კონტექსტი = სხვა თანადროული ტექსტები ლიტერატურა = წარსული ცხოვრების ერთგვარი რეზონანსული სივრცე კულტურა = ქსელი მოლაპარაკებებისა / ურთიერთმიმართებებისა (ინგლ. negotiations) საზოგადოების სხვადასხვა სფეროს - რელიგია, ეკონომიკა, მედიცინა, ხელოვნება... - შორის. საკუთარი თავის წარმოჩენა (ინგლ. Self-fashioning)

13 გმადლობთ ყურადღებისთვის!


Download ppt "კულტურის კვლევების შესავალი"

Similar presentations


Ads by Google