Presentation is loading. Please wait.

Presentation is loading. Please wait.

დამოკიდებულება გარემოსთან

Similar presentations


Presentation on theme: "დამოკიდებულება გარემოსთან"— Presentation transcript:

1 დამოკიდებულება გარემოსთან
ციტრუსების ნაყოფებში მძიმე მეტალების შემცველობის ცვალებადობის დამოკიდებულება გარემოსთან ა ნ ო ნ ს ი უკანასკნელი ათეულიწლები სგანმავლობაში მძიმე მეტალების შემცველობა გარემომცველ გარემოში - ჰაერში, წყალსა, ნიადაგში და საკვებ პროდუქტებში - საგრძნობლად იზრდება. ეკოლოგიური პირობების გაუარესების გამო ჩვენს მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა მძიმე მეტალების რკინა, სპოლენძი, თუთია, კობალტი, ნიკელი, კადმიუმის და ტყვიის შემცველობა ციტრუსების ნაყოფში (ქერქი, რბილობი) უსასუქოსა და - აზოტოვანი სასუქების ფორმებთან დაკავშირებით და შეგვედარებინა ის ასევე ჩვენს მიერ ადრე ჩატარებულ კვლევებთან. ჩატარებული კვლევების შედარებამ გვიჩვენა, რომ მიღებული მონაცემებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მძიმე მეტალების შემცველობა გაზრდილია ქერქსა და რბილობში, მაგრამ ის არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ელემენტების შემცველობა გათანაბრებულია ქერქსა და რბილობს შორის. მოსახლეობის მუდმივმა ზრდამ და წარმოების სწრაფმა განვითარებამ XX საუკუნის ბოლოს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და რეგიონებში სიტუაცია ეკოლოგიური კრიზისამდე მიიყვანა. ბუნებრივი აირის დეგრადაციის ძირითად ფაქტორს მიეკუთვნება მისი დაბინძურება სხვადასხვა პოლუტანტებით, რომელთა შორის ერთ - ერთი მთავარი ადგილი მძიმე მეტალებს უჭირავს. მძიმე მეტალები - ქიმიური ელემენტებია, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ტოქსიკურობით ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის და უნარით კვებითი ჯაჭვის საშუალებით მოხვდნენ ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში, რაც წაარმოადგენს სერიოზულ საშიშროებას მათი ცხოველმყოფელობისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პოლუტანტებს შორის, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ ადამიანზე, მძიმე მეტალებს მეორე ადგილი უჭირავთ პესტიციდების შემდეგ და მნიშვნელოვნად უსწრებენ ისეთ კარგად ცნობილ გარემოს დამაბინძურებლებს, როგორიცაა ნახშირბადის ოქსიდი და გოგირდი.

2 როგორც გამოკვლევები ადასტურებს, უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში მძიმე მეტალების შემცველობა გარემომცველ გარემოში - ჰაერში, წყალსა და ნიადაგში - საგრძნობლად იზრდება. ეს დაკავშირებულია საწარმოების მკვეთრ და აქტიურ ზრდასთან, ავტოტრანსპორტის რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან, ყოველწლიურად ნიადაგში მინერალური სასუქების მაღალი დოზების შეტანასთან, პესტიციდებისა და ჰებიციდების ფართო გამოყენებასთან. ამასთანავე მძიმე მეტალებს აქვთ დაშლის ხანგრძლივი პერიოდი ტოქსიკური თვისებების შენახვით და ასევე კუმულატიური მოქმედებით გროვდებიან ცოცხალ ორგანიზმში. უნდა აღინიშნოს რომ მძიმე მეტალებს შორის არსებობენ მცენარეების ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელი ელემენტები (მიკროელემენტები). მიკროელემენტები (Co, Cz, Cu, Fe, Mn, Ni და Zn) პრაქტიკულად მონაწილეობენ მცენარეულ უჯრედში მიმდინარე ყველა პროცესში. ამათგან განსხვავებით მძიმე მეტალები, რომლებიც არ წარმოადგენენ მიკროელემენტებს, რომელთა შორის გარემოს მნიშვნელოვანი დამაბინძურებლებია - Cd, Hg და Pb - ნეგატიურად მოქმედებენ მცენარეზე შეწდარებით მცირე კონცენტრაციებითაც კი. ციტრუსოვანთა ნაყოფები მდიდარია არა მარტო ორგანული მჟავეებით, ვიტამინებით, ეთერზეთებით, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ნაერთებით, არამედ სხვა რიგი მინერალური ელემენტებითაც: Ca, K, P, Fe, Mn, Zn, Cu, Co, Ni. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მცენარის რაციონალური კვების შექმნა შესაძლებელია მაკრო - და მიკროელემენტების კვლევით, რადგანაც მიკროელემენტების საკითხი წარმოადგენს ნაწილს მცენარის საერთო მინერალური კვებისა; მართალია ისინი მცენარისათვის აუცილებელი ელემენტებია მცირე რაოდენობით. ტ. დ. მდინარაძე, მ. ს. კეჭეყმაძე (1982) მიუთითებენ მიკროელემენტების როლს მანდარინის ნაყოფების მდგრადობას სოკოვან და ბაქტერიალურ დაავადებათა წინააღმდეგ. ს. ს. რუბინი (1973, 1983) აღნიშნავს Mn მნიშვნელოვან როლს ნაყოფებში შაქრებისა და ვიტამინების შემცველობაზე, რასაც ამტკიცებს ჩვენი კვლევის შედეგებიც. მანდარინის ნაყოფებისათვის მნიშვნელოვანია არა მარტო უხვი მოსავლის მიღება, არამედ ისინი გავლენას ახდენენ ნაყოფების ბიოქიმიურ და ქიმიურ შემცველობაზე, ასევე ციტრუსების შენახვაზე.

3 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების
წლების მანძილზე ჩემს მიერ შეისწავლებოდა აზოტოვანი სასუქების ფორმების - შარდოვანა, NH4NO3, შარდოვანა ფორმალდეჰიდური სასუქი (შფს), (NH4)2SO4 - გავლენა ნაყოფებში (ქერქი, რბილობი) მძიმე მეტალების შემცველობაზე (ცხრილი #1 და #2). ცხრილი #1 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების ქერქში მშრალი მასიდან, %-ში (1985 წ) # ვარიანტები Fe Mn Zn Cu Co Ni Cd Hg 1 უსასუქო 1,6 0,14 0,08 0,24 - 2 PK + CaO - ფონი 0,3 0,16 0,97 0,15 3 ფონს + NH4NO3 0,17 0,02 0,10 4 ფონს + Co(NH2)2 1,4 0,18 0,03 5 ფონს + შფს N1 დ 0,6 0,23 6 ფონს + შფს N2 დ 0,8 1,15 7 ფონს + (NH4)2SO4 0,74

4 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების
ცხრილი #2 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების რბილობში მშრალი მასიდან, %-ში (1985 წ) # ვარიანტები Fe Mn Zn Cu Co Ni Cd Hg 1 უსასუქო - 0,06 0,24 2 PK + CaO - ფონი 0,1 0,11 0,14 0,18 0,08 3 ფონს + NH4NO3 0,2 0,05 1,34 0,15 0,01 4 ფონს + Co(NH2)2 5 ფონს + შფს N1 დ 1,52 0,12 0,17 6 ფონს + შფს N2 დ 1,2 0,13 1,40 0,33 0,04 7 ფონს + (NH4)2SO4 0,19

5 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების
გრაფიკი #1 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების ქერქში მშრალი მასიდან, %-ში (1985 წ)

6 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების
გრაფიკი #2 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების რბილობში მშრალი მასიდან, %-ში (1985 წ)

7 მანდარინის ნაყოფის ქერქსა და რბილობში ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები გვიჩვენებს, რომ Fe შემცველობა შარდოვანას, შფს (N1 და N2 ) და სულფატ ამონიუმის ვარიანტებზე ქერქში და რბილობში მერყეობს 2,85 – 3,4%, ხოლო რბილობში - 1,95 - 3,2%. ე. ი. აზოტოვანი სასუქების დოზის N მომატებისას იზრდება მათი შემცველობა ნაყოფში. Mn შემცველობა ქერქში უფრო მეტია, ვიდრე რბილობში შფს ვარიანტზე, ხოლო დანარჩენში მისი შემცველობა თითქმის ერთნაირია. Zn შემცველობა რბილობში მეტია, ვიდრე ქერქში, ხოლო შარდოვანასა Co(NH2)2 და NH4NO3 არ იცვლება; ხოლო ქერქში მისი შემცველობა იზრდება (NH4)2SO4 და შფს N2 დოზის დროს. Cu შემცველობა როგორც ქერქში, ასევე რბილობში ერთნაირია Co(NH2)2 და შფს N1 და N2 დროს. Co მეტია შემცველობით ქერქში, ვიდრე Cu. NH4NO3 და Co(NH2)2 რბილობში Co შედის მეტი ყველა აზოტოვან სასუქის ფორმაში. Ni შემცველობა მეტია ქერქში, ვიდრე რბილობში Co(NH2)2 და შფს N1 და N2 დოზის დროს. მიღებული შედეგები (1985 წ) გვიჩვენებს, რომ PK + CaO - ფონის ვარიანტზე აზოტოვანი სასუქების ფორმების მომატებული დოზის შეტანა ზრდის მიკროელემენტების შემცველობას ნაყოფებში. 1985 წ ჩატარებული კვლევის მონაცემების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უმეტეს შემთხვევაში აზოტოვანი სასუქები უზრუნველყოფენ უმეტეს შემთხვევაში მიკროელემენტების შემცველობას ნაყოფებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია Co(NH2)2 და შფს სასუქებიან ვარიანტზე. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ რამდენად ტოქსიკური და საშიშია მძიმე მეტალები და დღევანდელი გარემოს მომატებული დაბინძურების ფონზე, ჩვენს მიერ ჩატარებულ იქნა ახალი კვლევები მანდარინის ნაყოფების ქერქსა და რბილობში. მონაცემები მოცემულია შესაბამის ცხრილებში #3 და #4.

8 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების ქერქში მგ/ლ (2018 წ) #
ცხრილი #3 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების ქერქში მგ/ლ (2018 წ) # ვარიანტები Fe Zn Cu Co Ni Cd Pb 1 უსასუქო 1,04 1,47 0,04 1,58 0,45 1,65 1,61 2 ფონს + (NH4)2SO4 1,98 1,52 0,61 1,63 ცხრილი #4 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების რბილობში მგ/ლ (2018 წ) # ვარიანტები Fe Zn Cu Co Ni Cd Pb 1 უსასუქო 2,44 1,4 0,02 1,58 0,58 1,65 1,55 2 ფონს + (NH4)2SO4 1,12 1,51 0,05 0,41 1,66 1,6

9 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების
გრაფიკი #3 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების ქერქში მგ/ლ (2018 წ)

10 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების
გრაფიკი #4 მძიმე მეტალების შემცველობა მანდარინის ნაყოფების რბილობში მგ/ლ (2018 წ)

11 მონაცემები გვიჩვენებს, რომ მძიმე მეტალების შემცველობა ქერქსა და რბილობში სასუქიან და უსასუქო ვარინტზე ასეთია: Fe - ქერქში შეადგენს 1,04 მგ/ლ, ხოლო სასუქიანში ის მეტია და ტოლია 0.98 მგ/ლ-ში; Cu - შემცველობა თითქმის ტოლია და მერყეობს მგ/ლ; Zn - შემცველობა ქერქსა და რბილობში სასუქიანზე და უსასუქოზე თითქმის არ განსხვავდება, უსასუქოზე ქერქში შეადგენს 1.47 მგ/ლ-ში, რბილობში კი 1.4 მგ/ლ. Co - ქერსა და რბილობში, სასუქიანსა და უსასუქოსა ერთმანეთის ტოლია და შეადგენს 1.58 მგ/ლ; Ni - ქერქში უსასუქო ვარინტში ტოლია 0.45 მგ/ლ, რბილობში უმნიშვნელოდ მეტია და ტოლია 0.58 მგ/ლ; Cd - ქერსა და რბილობში, უსასუქოსა და სასუქიან ვარინტზე თითქმის ტოლია და შეადგენს მგ/ლ; Pb - ქერქში უსასუქო და სასუქიანში ტოლია და მერყეობს მგ/ლ, ხოლო რბილობშიც ასეთივე შესაბამისობაა, ტოლია მგ/ლ. დ ა ს კ ვ ნ ა ამრიგად, ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებით გარემოს დაბინძურებასთან ერთად მძიმე მეტალების შემცველობა უსასუქო და სასუქიან ვარინტებში უნმიშვნელოდაა მომატებული და ის არ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.

12 გმადლობთ ყურადღებისათვის!


Download ppt "დამოკიდებულება გარემოსთან"

Similar presentations


Ads by Google