Download presentation
Presentation is loading. Please wait.
1
ფანტასტიკა დასავლურ ლიტერატურაში
ლექცია პირველი
2
გეგმა რა არის სამეცნიერო კვლევა და როგორია მისი დანიშნულება?
რა არის სამეცნიერო კვლევა და როგორია მისი დანიშნულება? რა არის ჰუმანიტარული მეცნიერებები და რით განსხვავდება ისინი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან? ზოგიერთი რამ სამეცნიერო მეტა-ენის საჭიროების შესახებ რა არის ლიტერატურათმცოდნეობა? რა არის ლიტერატურა? ლიტერატურა და სინამდვილე
3
რა არის სამეცნიერო კვლევა და როგორია მისი დანიშნულება?
ადამიანის მიერ გარემოსთან ურთიერთქმედების ერთ-ერთ სახეობა ერთგვარი შუამავალი: ეხმარება ადამიანს, გადალახოს უფსკრული საკუთარ თავსა და სამყაროს შორის ემსახურება სამყაროს სისტემურ შემეცნებას (სამყაროს წვდომა და დაუფლება) ცოდნის შექმნას კონკრეტულ საკვლევ საგანთან დაკავშირებული და შემეცნებისკენ მიმართული კომუნიკაცია მიუკერძოებელი დაკვირვება (ინდივიდუალური და სუბიექტური მომენტების გარეშე) მონაცემების საფუძველზე განხორციელებული სისტემური შემეცნების სისტემა (თეორიები, მეთოდები, მოდელები, აქსიომები და ლოგიკური წესები) გამონათქვამების ერთობლიობა სისტემური (არაშემთხვევითი და არასიტუაციური) ცოდნის შესახებ ! ობიექტურობა, სიმართლე და თანმიმდევრულობა
4
ჰუმანიტარული მეცნიერებები
Artes Liberales (თავისუფალი მეცნიერებები / ხელოვნებები) Humaniora ადამიანის აზროვნება და ყველაფერი, რასაც ეს უკანასკნელი ქმნის (კულტურა, ენა, რელიგია და ა.შ.) (შდრ. გერმ. Geisteswissenschaft - გონის მეცნიერება) კვლევის თავისებურებები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში: ჰერმენევტიკა („გაგების ხელოვნება“) ჰერმენევტიკული წრე ინტერპრეტაცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საკვლევი ობიექტი: აზროვნების გამოხატულებების (სიტყვების, სურათების, ძეგლების და ა.შ.) შესაძლებელი აზრი, იდეა, შეტყობინება აზრისა და გაგების ინდივიდუალობა
5
ჰუმანიტარული მეცნიერებები
რა არის ჰუმანიტარული მეცნიერებები და რით განსხვავდება ისინი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან? საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერებები კვლევა ხორციელდება მყარი მონაცემების (ინგლ. hard data) საფუძველზე, საკვლევი ობიექტი (ბუნება) განმეორებადია და ცდის საფუძველზე დასტურდება, ნომოთეტურია (ძვ. ბერძნ. νόμος - კანონი) კვლევის მიზანი კი - ზოგადი და ზედროული (კანონზომიერებები). ცოდნის განახლება სწრაფად ხორციელდება, კვლევის შედეგები ექვემდებარება ფალსიფიკაციას. კვლევა ხორციელდება რბილი მონაცემების (ინგლ. soft data)საფუძველზე, კვლევის ობიექტი (ადამიანის აზროვნება) ერთჯერადია და ინტერპრეტაციას მოითხოვს, იდიოგრაფიულია (ძვ. ბერძნ. ἴδιος - თავისებური) კვლევის მიზანი კი - ინდივიდუალური და ისტორიული (აზრი). ცოდნა კუმულაციური (დაგროვებითი) ხასიათისაა: ახალი ცოდნა ძველი კონცეფციებისა და თეორიების კრიტიკის საფუძველზე იქმნება.
6
ზოგიერთი რამ სამეცნიერო მეტა-ენის საჭიროების შესახებ
სამეცნიერო ნაშრომი წამოყენებული მოსაზრების ან ვარაუდის ობიექტური დასაბუთება სამეცნიერო მეტა-ენა ანალიზი და რეკონსტრუქცია ახლის აღმოჩენა ესე ავტორის სუბიექტური მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე სიახლოვე საკვლევი ობიექტის ენობრივ სტილთან შეფასება დაფარულის გამოაშკარავება
7
რა არის ლიტერატურათმცოდნეობა?
მეცნიერება, რომლის მიზანიც ლიტერატურის მეცნიერული შესწავლაა. ლიტერატურათმცოდნეობის ფარგლებში იქმნება და გროვდება ცოდნა ლიტერატურის შესახებ.
8
ლიტერატურათმცოდნეობის მეთოდები
ავტორი ტექსტი მკითხველი კონტექსტი პოზიტივიზმი, ფსიქოანალიტიკური ლიტერატურათმცოდნეობა რუსული ფორმალიზმი, ახალი კრიტიკა (New Criticism), იმანენტური ინტერპრეტაცია, სტრუქტურალიზმი, ფსიქოსტრუქტურალიზმი რეცეფციული ესთეტიკა, ჰერმენვტიკა, დეკონსტრუქტივიზმი, ემპირიული ლიტერატურათმცოდნეობა (=კონსტრუქტივიზმი) გონოთ-ისტორიული მეთოდი, მარქსისტული ლიტერატურათმცოდნეობა, ლიტერატურული სოციოლოგია, კრიტიკული თეორია, დისკურსის ანალიზი, ახალი ისტორიზმი (New Historicism), ფემინისტური და გენდერული ლიტერატურათმცოდნეობა
9
ლიტერატურათმცოდნეობის სემიოტიკური საფუძვლები
ესემიოტიკა - მეცნიერება ნიშნების შესახებ (ძვ. ბერძნ. σημεῖον - ნიშანი) ნიშანი ნიშანთა სისტემები რთსა და იმავე აღმნიშვნელს სხვადასხვა ეპოქასა და საზოგადოებრივ წრეში შეიძლება სხვადასხვა აღსანიშნი უკავშირდებოდეს. ლიტერატურული ტექსტი - რთული ნიშანი ლიტერატურული ტექსტის მნიშვნელობა > მისი შემადგენელი მარტივი ნიშნების მნიშვნელობათა ჯამი. აღსანიშნი აღმნიშვნელი ”ხ”-”ე”
10
რა არის ლიტერატურა? litteratura (”მწერლობა” )
”belles lettres” (”მხატვრული ლიტერატურა” ) ”პოეზია” პრაგმატული განსაზღვრება დესკრიპციული განსაზღვრება ნორმატიული განსაზღვრება
11
რით განსხვავდება ლიტერატურული ტექსტი არალიტერატურულისგან?
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! 5 იანვრიდან როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მეტწილად თოვლის სახით. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს სააგენტოში განუცხადეს, "ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით". თოვლია მოსალოდნელი საქართველოს დედაქალაქშიც.
12
რა არის ლიტერატურული ტექსტი?
13
ლიტერატურა როგორც კომუნიკაციის საშუალება
კონტექსტი გამგზანი → შეტყობინებება → მიმღები (ადრესანტი) საკონტაქტო მედიუმი (ადრესატი) კოდი
14
ლიტერატურა და სინამდვილე
‘მიმეზისი’ - ‘იმის კეთება, რაც სხვას გაუკეთებია’ (ადამიანთა ქმედებებისა და მეტყველების მიბაძვა) ”მემატიანე და მწერალი ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა იმით, რომ ერთი ლექსად წერს, მეორე კი პროზად [...], არამედ იმით, რომ ერთი ნამდვილად მომხდარს გვიამბობს, მეორე კი იმას, რაც შეიძლება მომხდარიყო, ანუ იმას, რაც შესაძლებელია ალბათობისა და აუცილებლობის კანონზომიერებების მიხედვით. ” (არისტოტელე 1986, 1451ბ) „მითოსი“ (მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი და კომპოზიცია): მთლიანობა, თანმიმდევრულობა და სილამაზე ყოველდღიური სინამდვილე მიმეზისი = წარმოსახულის გადმოცემა ≠ სინამდვილის მიბაძვა
15
სახვითი ხელოვნება და კაზმულსიტყვაობა
16
და მაინც რა არის მიმეზისი?
Imitatio veterum (წინაპართა მიბაძვა) იმიტაცია ბუნების მიბაძვა სინამდვილის ასახვა სიმართლის გადმოცემა რეალიზმი რეალური სამყაროს გადმოცემა როგორც ლიტერატურული ნაწარმოების დანიშნულება (ერიხ აუერბახი) მიმეტური vs. ანტიმიმეტური? ზღაპრები და თქმულებები, ფანტასტიკური და უტოპიური რომანები, ჰომეროსის ილიადა და ოდისეა, დანტეს ღვთაებრივი კომედია...?
17
თავისთავად უმნიშვნელო ამ ამბავმა ფრიად იმოქმედა რასტინიაკზე და საშინელ მწუხარებაში ჩააგდო. დღე ილეოდა. ნესტიანი საღამოს დაისი ძარღვებს უშლიდა, ეჟენმა ჩახედა საფლავს და თავისი უკანასკნელი ჭაბუკური ცრემლი, აქ დაასამარა. ცრემლი, რომელიც უბიწო გულის წმინდა გრძნობამ დააღვრევინა, ერთი იმ ცრემლთაგანი, რომელიც მიწას ეპკურება და მერე ზეცისაკენ მიიმართება. ეჟენმა გულზე ხელები დაიკრიფა და ღრუბლებს დაუწყო ცქერა. ამის შემხედვარე ქრისტოფი სახლისკენ გაემართა. რასტინიაკი მარტო დარჩა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და სასაფლაოს მაღლობ ნაწილში გავიდა, საიდანაც დაინახა ორივე ნაპირის გაყოლებით გაშლილი პარიზი. იქ უკვე სინათლეებს ანთებდნენ. იგი ხარბად გასცქეროდა ვანდომის სვეტსა და ინვალიდთა სახლის გუმბათს შორის მოთავსებულ მხარეს ქალაქისა, სადაც ცხოვრობდა ის უმაღლესი საზოგადოება, რომლისკენაც იგი მიისწრაფოდა. ეჟენმა თვალი მოავლო ამ მოგუგუნე სკას, რომლის თაფლის სიტკბოს წინასწარ გრძნობდა და ქედმაღლურად წარმოთქვა: ახლა კი, ჩვენ ორში ერთმა უნდა გაიმრჯვოს! ასე დაემუქრა იგი საზოგადოებას და ამ მუქარის შესასრულებლად, ამჯერად, გაემართა სადილად ქალბატონ დე ნუსინჟენთან. (ბალზაკი 1973, )
18
ლიტერატურის რეფერენციულობის საკითხი
ენა ასახავს მსოფლხედვას მსოფლხედვა - ობიექტური სამყაროს (სინამდვილის) კოგნიციური დამუშავების შედეგი სინამდვილე - სუბიექტური ინტერპრეტაციის შედეგი ემპირიული სინამდვილე → ერთი ენის მომხმარებელთა საერთო მსოფლხედვა → ენა → ცალკეული ინდივიდის სუბიექტური მსოფლაღქმა → ლიტერატურა რამდენად რეფერენციულია ენობრივი ნიშანი ლიტერატურაში? ნამდვილი რეფერენციები (ინგლ. real references): გეოგრაფიული (მაგალითად, ლონდონი), ან ისტორიული სახელები (მაგალითად, ნაპოლეონი)
19
რა წარმოქმნის რეალურობის, სინამდვილესთან სიახლოვის შთაბეჭდილებას?
„რეალობის ეფექტი“, ფრანგ. effet de réel) ფაქტუალური დისკურსის მიბაძვა: მოქმედ პირთა მეტყველების სიახლოვე ამა თუ იმ ეპოქისა და სოციალური წრის მეტყველებასთან (ნატურალიზმში), მხატვრულ ტექსტში ისტორიულ წყაროებში შემონახული ამბებისა და კოლორიტის გამეორება (ისტორიულ რომანში) ნამდვილი რეფერენციებისა და ყოველდღიური დეტალების სიხშირე (რეალიზმის ხანის მწერლობაში) ლიტერატურული ნაწარმოები ბაძავს არა სინამდვილეს, არამედ ენას, ენობრივ ნორმებსა და კონვენციებს მიმეზისი ნიშნავს არსებულის, შესაძლებელისა და შეუძლებელის განსაკუთრებულ პოეტურ წარმოდგენას, პრეზენტაციას, მაგრამ არა – მიბაძვას (შდრ. ფიქცია = შიგალიტერატურული სინამდვილის გადმოცემა)
20
გმადლობთ ყურადღებისთვის!
Similar presentations
© 2025 SlidePlayer.com. Inc.
All rights reserved.