Download presentation
Presentation is loading. Please wait.
1
სირთულეები, საჭიროებები, გამოწვევები
საშინაო ნაშრომი სირთულეები, საჭიროებები, გამოწვევები
2
გეგმა რა არის საშინაო ნაშრომი და რა საჭიროა იგი?
საშინაო ნაშრომის აგებულება (წესები და დასაშვები გადახვევები) წყაროების გამოყენება - პრობლემები და გამოწვევები (წყაროების მოძიება, მათი გამოყენება და დამოწმება) კარგი და ცუდი საშინაო ნაშრომი - შეფასების ჩემი კრიტერიუმები და საუკეთესო გამოცდილების რამდენიმე მაგალითი დისკუსია
3
რა არის საშინაო ნაშრომი და რა საჭიროა იგი?
4
რა არის საშინაო ნაშრომი და რა საჭიროა იგი?
კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა საკვლევი ობიექტის ანალიზის უნარი კვლევის მეთოდი პირველადი და სამეცნიერო წყაროების გამოყენების უნარი არგუმენტირებული მსჯელობის უნარი ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარი სამეცნიერო სტილის გამოყენების უნარი
5
საშინაო ნაშრომის აგებულება
სატიტულო გვერდი (იხ. დანართი 1) სარჩევი (იხ. დანართი 2) შესავალი ძირითადი ნაწილი (რომელშიც შეიძლება გამოიყოს თავები და ქვეთავები) დასკვნა გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა
6
ზოგი რამ სათაურის შესახებ
კულტურით უკმაყოფილება, ლოლიტა ენტონი ბერჯესის რომანის მექანიკური ფორთოხალი და სტენლი კუბრიკის კინოადაპტაციის შედარებითი ანალიზი ცივილიზაციურსა და ბუნებრივ საწყისებს შორის ჭიდილი ბუზთა ბატონში ერთი ქართული ტრადიციის სიღრმისეული ინტერპრეტაცია ოინბაზის არქეტიპი მითოლოგიიდან თანამედროვე რომანამდე ფემინურობის აღქმა თანამედროვე ქართულ კულტურაში მსჯავრდებული ქალი და რელიგიური დისკურსი საქართველოში დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირება ბრემ სტოკერის რომანში დრაკულა მომავლის პლანეტა მართლმადიდებლური დისკურსის გავლენა ქართული იდენტობის ფორმირებაზე
7
რა იწერება შესავალში? კვლევის მიზანი კვლევის მეთოდი
რაიმე ახლის აღმოჩენა, დამტკიცება, წარმოჩენა, გარკვევა, ახსნა თეზისი, რომლის დამტკიცებასაც დაეთმობა მსჯელობა ნაშრომის მთელს მომდევნო ტექსტში კვლევის მეთოდი დაგეგმილი კვლევის საფეხურები არსებული კვლევები კონკრეტულ საკითხზე წინამდებარე კვლევის აქტუალობა და მნიშვნელობა შესავალში არ იწერება ზოგადი მიმოხილვა!!!
8
ძირითადი ნაწილი (1) თეორიული წანამძღვრები / მეთოდოლოგია,
(2) სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, (3) საკვლევი ობიექტ(ებ)ის ზოგადი მიმოხილვა/აღწერა, (4) საკვლევი ობიექტ(ებ)ის ანალიზი და ინტერპრეტაცია შერჩეული მეთოდის საფუძველზე მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომის თეორიული და ანალიტიკური ნაწილები გაიმიჯნოს ერთმანეთისგან!!!
9
რა იწერება დასკვნაში? კვლევის კონკრეტული შედეგები, ე.ი. ის, რაც მკვლევარმა ანალიზის ან დაკვირვების საფუძველზე აღმოაჩინა, გაარკვია, დაამტკიცა, ახსნა. დასკვნაში არ გადმოიცემა სუბიექტური შთაბეჭდილებები, ზოგადსაკაცობრიო განზოგადებები და ნაშრომის ძირითადი ნაწილის მოკლე რეზიუმე.
10
წყაროების გამოყენება სასურველია, გამოყენებული იყოს არანაკლებ 3-5 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის განსაკუთრებით დაფასდება დასავლური სანდო სამეცნიერო გამოცემების გამოყენება, რომელთა მოძიებაც შესაძლებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და ელექტრონულ ბაზებში. ბიბლიოთეკების ელექტრონული კატალოგები: ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების ბაზები: საშინაო და სამაგისტრო ნაშრომების ნიმუშები: ვიკიპედია და ბლოგები არ გამოიყენოთ! ერიდეთ პლაგიატს! პლაგიატური ნაშრომი არ განიხილება.
11
წყაროების დამოწმება ყველა ციტატსა და პარაფრაზს, ასევე რაიმე წყაროდან მოძიებულ და თქვენ მიერ გადმოცემულ ინფორმაციას უნდა მიეთითოს წყარო (გვარი წელი, გვერდი), მაგალითად: (აუერბახი 1987, 11). წყაროების (მათ შორის ელექტრონული წყაროების) დამოწმებისას და მითითებისას გამოყენებული ლიტერატურის ნუსხაში იხელმძღვანელეთ ილიაუნის აკადემიური სტილის სახელმძღვანელოთი: გაითვალისწინეთ, რომ ციტირება ემსახურება ინფორმაციის დამოწმებას. სამეცნიერო მსჯელობაში იგი ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც მოწმის ჩვენება — სასამართლო პროცესზე. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ციტატი არ იყოს ამოვარდნილი კონტექსტიდან. დაუშვებელია დიდი მოცულობის ტექსტის ციტირება. ეცადეთ, სხვათა აზრი გადმოსცეთ პარაფრაზით.
12
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხაში უნდა აისახოს წყაროს მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით: გვარი, სახელი. წელი. სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. Wilson, J. “Philosophy and religion”, Oxford, 1961. გეგეჭკორი, არნოლდ კავკასია - ბუნების საგანძური. თბილისი: მერიდიანი. Ball, Philip Bright earth: Art and the invention of color. New York: Farrar, Straus and Giroux. გამოყენებული ლიტერატურის ნუსხაში წყაროები უნდა ჩამოითვალოს ანბანური თანმიმდევრობით და დაინომროს. პირველადი წყაროები (ლიტერატურული ტექსტები, ინტერვიუები და ა.შ.) და სამეცნიერო ლიტერატურა (სტატიები, მონოგრაფიები) უნდა გამოიყოს ცალ-ცალკე.
13
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები
დარგობრივი ცოდნა და მისი გამოყენების უნარი 10 კვლევის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი და აქტუალობის დასაბუთება (შესავალი) 2 კურსის ფარგლებში შეძენილი თეორიული ცოდნის წარმოჩენა (ინფორმაციის სინთეზი) საკვლევი ობიექტის (ტექსტის, ფილმის და სხვ.) ფორმალური და შინაარსობრივი თავისებურებების ცოდნა საკვლევი ობიექტის ანალიზი და ინტერპრეტაცია (არგუმენტაცია, მოსაზრებების დასაბუთება, მაგალითები) კვლევის შედეგების კონკრეტულობა, დასკვნა
14
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები
წყაროების გამოყენება 5 ციტირებისა და პარაფრაზირების ადეკვატურობა 1 ციტატებისა და პარაფრაზების დამოწმებულობა აქტუალური და სანდო სამეცნიერო წყაროების გამოყენება დამატებითი დასავლური სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენება გამოყენებული ლიტერატურის ნუსხის გამართულობა
15
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები
ტექსტის ენობრივი გამართულობა 2,5 ენობრივი (გრამატიკულ-სინტაქსური) გამართულობა 0,5 სამეცნიერო სტილის დაცულობა ტერმინოლოგიის ადეკვატური გამოყენება მართლწერის წესების დაცვა სასვენი ნიშნების ადეკვატური გამოყენება
16
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები
ნაშრომის აგებულება და ფორმა 2,5 სათაურის ფორმულირება (საკვლევი საკითხის კონკრეტულობა) 0,5 ნაშრომის აგებულების ლოგიკურობა და სიმწყობრე (შესავალი, თეორიული წანამძღვრები, ანალიზი, დასკვნა) ვიზუალიზაციის ხერხების (გამოსახულებები, გრაფიკები, ცხრილები...) ადეკვატური გამოყენება ტექსტის დაბეჭდილობა ტექსტის ფორმალური გამართულობა (ველები, შრიფტი, ინტერვალები, აბზაცები...)
17
გმადლობთ ყურადღებისთვის!
Similar presentations
© 2025 SlidePlayer.com. Inc.
All rights reserved.