Download presentation
Presentation is loading. Please wait.
Published byОльга Тимашева Modified over 5 years ago
1
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
ირმა რატიანი შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი მოხსენება 2017 წლის 15 სექტემბრის თსუ აკადემიური საბჭოს სხდომაზე
2
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
დაფუძნდა 1942 წელს
3
მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე.
კორნელი კეკელიძემ, თავის თანამოაზრეებთან ერთად, მოამზადა ნიადაგი ქართველოლოგიური კვლევითი ცენტრების დაფუძნებისთვის, რათა ამ დარგების განვითარებას მეტი გასაქანი მისცემოდა ქვეყანაში.
4
ინსტიტუტის პირველი თანამშრომლები პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩნენ, რამაც ინსტიტუტს იმთავითვე შესძინა ავტორიტეტი. სხვადასხვა დროს, ინსტიტუტის დირექტორები იყვნენ: გიორგი ლეონიძე, ალექსანდრე ბარამიძე, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი ციციშვილი, სარგის ცაიშვილი. . .
5
2006 წელს, მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგენილებით, ინსტიტუტი დაფუძნდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მე წილად მხვდა პატივი, 2006 წლის ივნისში, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ, ვყოფილიყავი არჩეული შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორად.
6
რა ამოცანები დაისახა და შესრულდა უმოკლედ ვადებში?
7
გასწორდა კრედიტორული დავალიანებები
იურიდიული და ორგანიზაციული მხარე ( წ.წ.): იურიდიულად სწორად გადაწყდა ქირავნობის, იჯარებისა და საგამომცემლო ხელშეკრულებები. ჩატარდა ინსტიტუტის ინვენტარიზაცია და მოხდა ქონებაზე პასუხისმგებლობის განაწილება გასწორდა კრედიტორული დავალიანებები სრულად განახლდა ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (შეძენილ იქნა კომპიუტერები, პრინტერები, პროექტორები, ეკრანები, აგრეთვე - ახალი საოფისე ავეჯი და სხვ.)
8
განხორციელდა სამეცნიერო ერთეულების ოპტიმიზაცია – ჩამოყალიბდა სამი სამეცნიერო განყოფილება, სამი კვლევითი ცენტრი, სამეცნიერო თარგმანის ჯგუფი და საგამომცემლო სამსახური ჩატარდა საბიბლიოთეკო ფონდის ინვენტარიზაცია და შეიქმნა ელექტრონული საბიბლიოთეკო კატალოგი Open Biblio. მოწესრიგდა ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურა შეიქმნა ინსტიტუტის ოფიციალური ვებ-გვერდი ( )
9
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სტრატეგია (2007 წლიდან):
ინსტიტუტის სამეცნიერო-ლიტერატურული კვლევების სტრატეგიად, ყველა არსებული მიმართულებით, განისაზღვრა კვლევების ინტერნაციონალიზაცია და შეიქმნა ახალ, საერთაშორისო სტანდარტზე ორიენტირებული მიმართულებები ინსტიტუტის ბაზაზე შემუშავდა და ამოქმედდა ციტირების ერთიანი სტილი – ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სტილი - რომელსაც დღმდე წარმატებით იყენებს ჰუმანიტარული კვლევების სივრცე ქვეყნის მასშტაბით ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა კვალიფიციურ ექსპერტთა საბჭო ინსტიტუტში ყოველწლიურად მტკიცდებოდა ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი თემები. სულ, 2006 წლიდან ინსტიუტუტში დამუშავდა 40-ზე მეტი სამეცნიერო თემა წლიდან ინსტიტუტი გადავიდა პროგრამულ მუშაობაზე ათწლიანი კვლევით პერსპექტივით
10
- „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი“
ყოველწლიურად ( წწ.) ტარდება საერთაშორისო სიმპოზიუმი – ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები, რომელიც თემატურია; ის თავს უყრის მეცნიერებს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მნიშვნელოვნად აფართოებს ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების არეალს. მათ შორის აღსანიშნავია: - „ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა“, რომელიც ჩართული იყო ილია ჭავჭავაძის იუბილისადმი მიძღვნილ სახელმწიფო ღონისძიებათა ნუსხაში - „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი“ - „ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა (მე-20 ს აუკუნის გამოცდილება)” - „ნაციონალური ლიტერატურები და კულტურული გლობალიზაციის პროცესი“
11
ჩატარებული სიმპოზიუმების წარმატების მაჩვენებლებია:
მონაწილეთა რაოდენობის ყოველწლიური ზრდა (თუ პირველ წელს მას მხოლოდ 3 უცხოელი სტუმარი ჰყავდა, 2016 წელს ამ რიცხვმა 60-ს გადააჭარბა) სიმპოზიუმის ფორმატით ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მეცნიერის დაინტერესება სიმპოზიუმის მასალების გამოცემა მსოფლიოს წამყვან საგამომცემლო სახლში - Cambridge Scholars Publishing (რაც იყო პირველი ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პუბლიკაცია პოსტსაბჭოთა ქართულ ლიტერატურატმცოდნეობით სივრცეში)
12
ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი.
მე- 20 საუკუნის გამოცდილება Cambridge Scholars Publishing (2012) ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა (მე–20 საუკუნის გამოცდილება) Cambridge Scholars Publishing (2016)
13
2010 წლიდან, უნესკო-ს ეგიდით, ინსტიტუტში ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენცია. მათ შორის:
„ვაჟა-ფშაველა 150. მითოლოგიური აზროვნება, ფოლკლორი და ლიტერატურული დისკურსი. ევროპული და კავკასიური გამოცდილება“, 2011 წ. „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემიდან 300 წლისთავი. შუა საუკუნეების ლიტერატურული პროცესი. საქართველო, ევროპა, აზია“, 2012 წ. „აკაკი წერეთელი. ტრადიცია და თანამედროვე მწერლობა“, 2015 „ვეფხისტყაოსანი“ და მისი ადგილი მსოფლიო მწერლობაში. თანამედროვე ინტერპრეტაციები (ეძღვნება „ვეფხისტყაოსნის" შექმნიდან 850-ე საიუბილეო წლისთავს)”, 2016 წ.
14
2007 წლიდან დღემდე ჩატარდა 100-მდე ლოკალური კონფერენცია:
ფოლკლორისტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციები ლექსმცოდნეობის ყოველწლიური ეროვნული სამეცნიერო სესიები გალაკტიონოლოგიის კვლევითი ცენტრის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციები კონფერენციები რუსთველოლოგიაში კონფერენციები ტექსტოლოგიაში ქართველ მწერალთა საიუბილეო კონფერენციები თემატური სამეცნიერო კონფერენციები გამოცემულია ყველა საერთაშორისო და ლოკალური კონფერენციისა თუ სესიის მასალები და ხელმისაწვდომია ფართო მკითხველისათვის ელექტრონულ ფორმატში.
15
მუშაობა სამეცნიერო-საგრანტო მიმართულებით :
მონიშნულ პერიოდში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა ლიტერატურის ინსტიტუტში მომზადებული 23 საგრანტო პროექტი რუსთაველის ფონდის მხარდაჭერითვე, ინსტიტუტმა მოიპოვა ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის 2 გრანტი და 10 საერთაშორისო საკონფერენციო გრანტი 6 სახელშეკრულებო პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან, ხოლო 7 პროექტი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან საერთაშორისო საგრანტო ფონდებიდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაფინანსდა 10 სამეცნიერო პროექტი ხელმისაწვდომია ინსტიტუტის ვებ-გვერდზე
16
ქართველ კლასიკოსთა საიუბილეო კრებულები – 12 წიგნი
მუშაობა საგამომცემლო მიმართულებით: ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალები და კრებულები - სულ წელიწადში 7 ერთეული ქართველ კლასიკოსთა საიუბილეო კრებულები – 12 წიგნი ინსტიტუტის გზამკვლევის სერიის წიგნები - 8 წიგნი სამეცნიერო-სასწავლო წიგნები პროექტის - „ქართული ლიტერატურის ისტორია. თანამედროვე ხედვები“ - ფარგლებში: 6 წიგნი დამხმარე სახელმძღვანელოები - 8 წიგნი საერთ. სამეცნიერო კონფერენციების მასალები - 11 წიგნი სამეცნიერო თარგმანები - 15 წიგნი ხელმისაწვდომია ინსტიტუტის ვებ-გვერდზე
17
ინსტიტუტის გამოცემა - ჟურნალი „სჯანი” 2017 წლიდან არის ERIH+ ბაზის წევრი, რაც ჟურნალის დიდი საერთაშორისო აღიარებაა
18
მუშაობა საერთაშორისო გამოცემების მიმართულებით:
მუშაობა საერთაშორისო გამოცემების მიმართულებით: „ქართული ლიტერატურა. მოკლედ“ გერმანული გამომცემლობა „Popferlag“ (2016 ) „ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა (მე–20 საუკუნის გამოცდილება) –ინგლისური გამომცემლობა Cambridge Scholars Publishing (2016) „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობა“ – სლოვენიური გამომცემლობა GOGA (2013) „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. მე-20 საუკუნის გამოცდილება“ – ინგლისური გამომცემლობა Cambridge Scholars Publishing (2012) „ვეფხისტყაოსანი“-ს საიუბილეო ბილინგვური გამოცემა ქართულ-უკრაინულ ენებზე მიძღვნილი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემიდან 300 წლისთავისადმი) – გამომცემლობა АДЕФ-Украина (2012) „12 ქართული კლასიკური ლექსი. თარგმანი და კომენტარები“ – ამერიკული გამომცემლობის People World Catering-ის ელექტრონული გამოცემა (2010)
19
როგორ ვხედავ ინსტიტუტის სამომავლო განვითარებას?
ამ შედეგებისათვის დიდ მადლობას მოვახსენებ ინსტიტუტის კოლექტივს, თითოეულ ჩემს თანამშრომელს! როგორ ვხედავ ინსტიტუტის სამომავლო განვითარებას?
20
ქართველოლოგიური მეცნიერებები, რომელთა კვლევების პრაქტიკაში დანერგვა არ ასოცირდება მაღალშემოსავლიან ეკონომიკურ შედეგებთან, არის ის საყრდენი, რომელზედაც დგას ქართული ღირებულებები. შესაბამისად, ქართველოლოგიის, სახელმწიფო ენის, ეროვნული ლიტერატურისა და ისტორიის მოვლა-პატრონობა სახელმწიფოებრივ სტრატეგიად უნდა იქცეს. ეროვნული კვლევები მსოფლიოს მასშტაბით განიხილება, როგორც კულტურული დიალოგის უმთავრესი ბერკეტი, ხოლო კულტურული დიალოგი წარმოადგენს კომუნიკაციის საყრდენ ფორმას თანამედროვე მსოფლიოში.
21
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მისია არის არა მარტო კვლევა ქართული ლიტერატურისა, მითოლოგიისა თუ ლიტერატურათმცოდნეობითი პროცესებისა, არამედ ამ კვლევების დანერგვა პრაქტიკაში და გატანა საქართველოს ფარგლებს მიღმა, ახალი კადრების მომზადება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ოფიციალურად უნდა იქნას აღიარებული ერთ-ერთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე კვლევით ცენტრად. მკვეთრად უნდა განისაზღვროს ინსტიტუტის მისიის განხორციელების სახელმწიფოებრივი პერსპექტივები და შესაძლებლობები, ანუ განისაზღვროს ქართული ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევების შემდგომი განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის სტრატეგია! ი
22
რა კონკრეტული ღონისძიებები შეიძლება დაისახოს ქვეყანაში დღესვე ამ მიზნის მისაღწევად?
23
ინსტიტუტის აღჭურვა უმაღლესი სასწავლებლებისა და სკოლებისათვის სახელმძღვანელოების მომზადების სახელმწიფოებრივი ფუნქციით (უნივერსიტეტების პროფესორებთან და სკოლის პედაგოგებთან კოლაბორაციაში) ინსტიტუტის აღჭურვა სკოლის პედაგოგთა პროფესიული (დარგობრივი) გადამზადების სახელმწიფოებრივი ფუნქციით, სასწავლო პროცესში უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგების დანერგვის მიზნით ზრუნვა ადამიანური რესურსების (კადრების) ზრდაზე (და არა - კლებაზე)
24
დამატებითი თანხების გამოყოფა, რათა მოხდეს:
ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე ლოკალური და საერთაშორისო სადოქტორო პროგრამების შექმნა ინტერდისციპლინური ქართველოლოგიური სამეცნიერი კვლევებისა და სემინარების ორგანიზება ქართველი კლასიკოსი მწერლების აკადემიური გამოცემების ელექტრონული ბაზებისა და სხვა ტიპის ელექტრონული გამოცემების შექმნა ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება (კაპიტალური რემონტი, ახალი ტექნიკა, თუნდაც ყბადაღებული ჯართის გატანა! და სხვ.)
25
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და უცხოურ კვლევით ცენტრებთან ურთიერთობების არეალის გაფართოებისათვის ფინანსური და მორალური ხელშეწყობა უცხოელი კოლეგების მეტი სიხშირით მოწვევა კვლევითი და აკადემიური სამუშაოების წარმოების მიზნით ქართველი მეცნიერების სტაჟირების უზრუნველყოფა პრესტიჟულ საერთაშორისო კვლევით ცენტრებში სამეცნიერო თარგმანის ხელშეწყობა: საეტაპო მნიშვენლობის მქონე როგორც უცხოური სამეცნიერო ტექსტების, ისე ქართული სამეცნიერო ტექსტების თარგმნა შესაბამის ენებზე
26
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს შეუწყობს, რათა ინსტიტუტმა:
გაზარდოს ახალი სამეცნიერო პროდუქციის ხვედრითი წილი შეინარჩუნოს თაობათა ღირებული კავშირი გაუთანაბრდეს საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტების მქონე ანალოგიურ ორგანიზაციებს სრულფასოვნად ინტეგრირდეს მსოფლიო ჰუმანიტარულ პროცესებში.
27
ნაცვლად ამისა, რას ვაწყდებით?
28
დაბალი სახელფასო ანაზღაურება, გაუთანაბრებელი საუნივერსიტეტო აკადემიურ სივრცესთან
ინსტიტუტის მართვის გართულებული ბიუროკრატიული პირობები პირდაპირი კომუნიკაციის შეუძლებლობა სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომელთა ფუნქციასაც შეადგენს ზრუნვა ქვეყნის მეცნიერებაზე რეტროგრადული მეცნიერებათა აკადემია შედეგი: სამეცნიერო პოტენციალის გაბნევა, წინასწარ განწირული პროექტების რაოდენობის ზრდა, დისკომუნიკაცია.
29
გაუმართავი სააპლიკაციო სისტემა
საგრანტო აპლიკაციების ეიფორიული პროცესი დროსა და ვადებში ერთმანეთზე გადაბმული სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების საგრანტო კონკურსები გაუმართავი სააპლიკაციო სისტემა გაუგებარი მოთხოვნები უცხოელი კოლეგების მიმართ ელემენტარული (სავსებით გამოსწორებადი) ტექნიკური ხარვეზების გამო დაწუნებული მნიშვნელოვანი პროექტები ქაოსი პროექტების შეფასების პროცესში არაკომპეტენტური ექსპერტები
30
შედეგი სრულიად სავალალოა ქართველოლოგიური მეცნიერებებისათვის არ მუშაობს სახელმწიფოებრივი სტრატეგია ამ მეცნიერებების მიმართ
31
სტრატეგიული უმოქმედობის ერთ-ერთი ბოლო ნიმუში: არ დაფინანსდა ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელსაც 140 მონაწილე ჰყავს, აქედან - 64 უცხოელი, 23 ქვეყნიდან! უარი ეთქვა ყველა ქართველოლოგიურ კონფერენციას, მათ შორის, ილი ჭავჭავაძის საიუბილეოდ დაგეგმილს, და - ყველა ქართველოლოგიურ სეზონურ სკოლას!
32
ეს უკვე საგანგაშოა! ქართველოლოგიას აღარ გააჩნია საკუთარი ფონდი
ქართველოლოგიას აღარ გააჩნია საკუთარი კვოტა ქართველოლოგია ჩაყენებულია უკიდურესად შეჭირვებულ პირობებში
33
სად არის გამოსავალი? ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის პრინციპული პოზიცია სახელმწიფო სტრუქტურების წინაშე მეცნიერების კონსოლიდაცია და მეცნიერებთან სახელმწიფოს რეგულარული დიალოგის დანერგვა სხვადასხვა ფორმატში
34
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისათვის პროექტების თანაწარმდგენის სტატუსის მინიჭება/აღდგენა (წინააღმდეგ შემთხვევაში, მსხვილი კვლევით ცენტრები სტატისტიკის მსხვერპლნი არიან, რაც არ იყო უნივერსიტეტებთან მათ ინტეგრაციის პირობა!) სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის ამჟამინდელი სტატუსის გადახედვა და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება
35
რატომ მოგმართავთ თქვენ?
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები დღეს მოკლებულნი არიან სახელმწიფო სტრუქტურებთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობას აკადემიურ საბჭოში უკვე სხედან ამ ინსტიტუტების წარმომადგენლები, რაც საბჭოს მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს აკადემიურ საბჭოს, როგორც უნივერსიტეტის მმართველ ორგანოს, აქვს გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმის ლეგიტიმური უფლება (მიმართვა სამინისტროსა და პარლამენტისადმი, შეხვედრების მოთხოვნა და ორგანიზება და სხვ.)
36
უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, ანუ სწავლებისა და კვლევების ინტეგრაცია არ უნდა ნიშნავდეს ამ ისტორიული კვლევითი დაწესებულებების განლევას, არამედ - გაძლიერებას და შემდგომ განვითარებას
37
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, სწორი სახელმწიფოებივი პოზიციის ფონზე, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ქვეყანას. ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია, მაგრამ ამისათვის საჭირო და აუცილებელია სახელმწიფოს ნება.
38
დიდი მადლობა ყურადღებისათვის!
Similar presentations
© 2025 SlidePlayer.com. Inc.
All rights reserved.