Download presentation
Presentation is loading. Please wait.
1
დიალოგურობიდან ინტერმედიალობამდე
ლიტერატურის კომპარატისტული კვლევის ძირითადი პრინციპები
2
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა როგორც დიალოგური და დისციპლინათშორისი დარგი
ლექცია პირველი
3
გეგმა შესავალი: რა არის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა? რა საჭიროა მისი შესწავლა? რა მოეთხოვება მომავალ კომპარატისტს? რას შეისწავლის ლიტერატურული კომპარატისტიკა? კომპარატისტული კვლევის მიმართულებები ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა მსოფლიო ლიტერატურა როგორც შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის საკვლევი ობიექტი
4
შესავალი ლიტერატურული ტექსტი - ლიტერატურული ტექსტი: (ტრანს)ისტორიული, ჟანრობრივი, თემატური, ენათშორისი მიმართებები ლიტერატურული ტექსტი - ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური კონტექსტები ლიტერატურული ტექსტი - კულტურები (ინტერკულტურულობა / ტრანსკულტურულობა) ლიტერატურული ტექსტი - ხელოვნების სხვა დარგები / მედიები (სახვითი ხელოვნება, კინოხელოვნება, მუსიკა, ჰიპერტექსტი)
5
ინტერტექსტობრივი მიმართებები
ტექსტების შედარებითი ანალიზის დონეები ტექსტების შედარებითი ანალიზის ერთეულები ლიტერატურული კომპარატისტიკის დარგები ტექსტი - ტექსტი ინტერტექსტობრივი მიმართებები ინტერტექსტობრივი ელემენტები და სტრუქტურები ინტერტექსტუალობის თეორიები ტექსტების სინქრონული მიმართებები ეპოქალური მახასიათებლები ლიტერატურის შედარებითი ისტორია ტექსტების დიაქრონული მიმართებები გავლენა, რეცეფცია რეცეფციის თეორია და კვლევა ტექსტების ჟანრობრივი მიმართებები ჟანრობრივი მახასიათებლები შედარებითი გენეროლოგია (ჟანრების შედარებითი თეორია) ტექსტების თემატური მიმართებები თემა, სიუჟეტი, მოტივი თემატოლოგია ტექსტების ენათშორისი მიმართებები თარგმანი თარგმანის შედარებითი ანალიზი ტექსტი - კონტექსტი ტექსტებისა და კონტექსტების მიმართებები (ინტერ)დისკურსული ელემენტები (ინტერ)დისკურსის ანალიზი ტექსტებისა და კულტურების მიმართებები ავტო- და ჰეტეროხატები იმაგოლოგია და კულტურათშორისი ჰერმენევტიკა ტექსტებისა და მედიების მიმართებები მედიათშორისი მიმართებები ინტერმედიალობის თეორიები
6
რა საჭიროა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა?
სხვადასხვა კულტურული ფენომენის (ტექსტების, ფილმების, სურათების, მუსიკის და ა.შ.) ერთმანეთთან დაკავშირების უნარი იდეების სინთეზის უნარი ფართო ცოდნა სხვადასხვა კულტურის შესახებ კულტურების აღქმა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირსა და დინამიკურ ურთიერთქმედებაში უცხო კულტურების გაგების უნარი მზაობა ტრანსნაციონალური და კულტურათშორისი კომუნიკაციისთვის ნაცნობი საგნების განსხვავებული რაკურსით დანახვის უნარი ალტერნატივების შემჩნევისა და დაფასების უნარი ენობრივი კომპეტენციები
7
რა მოეთხოვება მომავალ კომპარატისტს?
ბევრი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვა რამდენიმე უცხო ენის ფლობა დაინტერესება უცხო კულტურებით საკუთარი პოზიციის გადასინჯვის უნარი
8
რას შეისწავლის ლიტერატურული კომპარატისტიკა?
ლიტერატურას საერთაშორისო რაკურსში, ე.ი. ლიტერატურებს (მრავლობით რიცხვში) ლიტერატურული ტექსტის კავშირებს უცხოენოვან ტექსტებთან და ტრანსნაციონალურ ლიტერატურულ ფენომენებს (მაგალითად, პეტრარკიზმი) ყველაფერს, რაც მნიშვნელობის მატარებელია და ინტერპრეტაციას საჭიროებს - ლიტერატურას, სახვით ხელოვნებას, საშემსრულებლო ხელოვნებას, გამოყენებითი ხელოვნებასა და მუსიკას კულტურის წარმონაქმნთა ურთიერთმიმართებებს კულტურის სხვადასხვა მედიუმებში (ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება) რეპრეზენტირებულ მთელ სამყაროს
9
კომპარატისტული კვლევის მიმართულებები
ლიტერატურის გენეზისისა და ევოლუციის, მისი სტრუქტურების, ხერხებისა და ფუნქციების კვლევა ლიტერატურული ნაწარმოებებისა და სხვადასხვა ენაზე შექმნილი ლიტერატურების ურთიერთმიმართებებათა (მსგავსებები, განსხვავებები და ა.შ.) კვლევა (ინტერტექსტუალობა) ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა დარგების ურთიერთმიმართებათა კვლევა (მედიათა შედარებითი კვლევა) ლიტერატურისა და შესაბამისი ისტორიულ- სოციალური და კულტურული კონტექსტების ურთიერთმიმართებათა კვლევა თარგმანის ანალიზი
10
ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა
ზოგადი ლიტერატურათმცოდნეობა (ინგლ. general literature, ფრანგ. littérature générale, გერმ. Allgemeine Literaturwissenschaft) = მეცნიერება ლიტერატურის რაობის, მისი წარმოქმნისა და რეცეფციის, არსებობის ფორმებისა და კონტექსტების შესახებ ლიტერატურაზე დაკვირვების სამეცნიერო პრინციპებისა და მეთოდების შემუშავება ლიტერატურის თეორიულ საკითხები (ლიტერატურის თეორია, ლიტერატურული ჟანრების თეორია, ლირიკის თეორია, თხრობის თეორია, დრამის თეორია, ავტოროლოგია ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის სახეობები (ინტერპრეტაცია, ანალიზი, კომენტარი, კრიტიკა, რედაქტირება), საკვლევ ობიექტთა ურთიერთკავშირი, კავშირი სხვა ობიექტებთან (სოციალური ისტორია, კულტურის ისტორია, ბიოგრაფიები) თავისი თეორიული პროფილი (მეთოდოლოგია, ტერმინოლოგია, სამეცნიერო ისტორია)
11
ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა (გაგრძელება)
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა (ინგლ. Comparative Literature, ფრანგ. Littérature Comparée, გერმ. Vergleichende Literaturwissenschaft) სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურათა, ლიტერატურულ ეპოქათა და ჟანრთა, და ცალკეულ ნაწარმოებებისა და მათი თარგმანების შედარება; ლიტერატურის შედარება ხელოვნების სხვა დარგებსა და მედიებთან; ასევე ლიტერატურული სიუჟეტებისა და მოტივების ტრანსფორმაცია და მდგრადობა გაცვლითი პროცესები სხვადასხვა კულტურას შორის და კულტურათშორისი საკითხები ლიტერატურათმცოდნეობის მიმართება სხვა დისციპლინებთან.
12
ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა (გაგრძელება)
ზოგადი ლიტერატურათმცოდნეობა - ნებისმიერი ფილოლოგიური დისციპლინის განუყოფელი კომპონენტი შედარებითი ანალიზი თეორიული განზოგადების საფუძველი საერთო მიზნები: ლიტერატურის თეორიის განვითარება ლიტერატურის საერთო (სუპრანაციონალური) ისტორიის სისტემატიზაცია ცალკეული ფილოლოგიების ხანის დასასრული? შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის საერთაშორისო ასოციაცია (International Comparative Literature Association, ICLA)
13
მსოფლიო ლიტერატურა როგორც შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის საკვლევი ობიექტი
„მსოფლიო ლიტერატურა“ (გერმ. Weltliteratur) 1827 წ. დაამკვიდრა გერმანელმა კლასიკოსმა მწერალმა, ი.ვ. გოეთემ პროგრესის რწმენა და კაცობრიობის განათლების იდეა ეროვნული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურა = მხოლოდ ევროპული / დასავლური ლიტერატურული კანონი (ევროცენტრიზმი) „ახალი მსოფლიო ლიტერატურა“ მრავალენოვნება, ზღვრის გადაკვეთა (ტრანსგრესია), მოზგაურობა, ექსორია, მიგრაცია, სამშობლო, უსამშობლობა, იდენტობა, მრავალიდენტობა “The study or world literature might be the study of the way in which cultures recognize themselves through their projections of ‘otherness’.” (Bhabha 1994, 12)
14
რა არის მსოფლიო ლიტერატურა?
ყოველდღიური გაგებით: ყველა ქვეყნისა და დროის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მსოფლიო მრავალ ენაზე თარგმნილი ნაწარმოებების კანონი მეცნიერული გაგებით: ყველა დროისა და ქვეყნის ლიტერატურათა ერთობლიობის მნიშვნელობით არ ექვემდებარება შესწავლას! წარმოიქმნება კონკრეტული ლიტერატურული ფენომენების ურთიერთდაკავშირებისა და საერთო კონტექსტში მოქცევის საფუძველზე! ყველა ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ითარგმნება, იკითხება, ინტერპრეტირდება, კომენტირდება, ინსცენირდება და ადაპტირდება იმ კონტექსტის მიღმა, რომელშიც იგი შეიქმნა. ინტერნეტის როლი
15
მსოფლიო ლიტერატურა და გლობალიზაცია
გლობალიზაცია = საზღვრების წაშლა და საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების ინტერნაციონალიზაცია გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ყველაფერი ქსელურადაა ერთმანეთთან დაკავშირებული; ცენტრი და პერიფერია მუდმივად ენაცვლება ერთმანეთს საკუთარი პერსპექტივის გარე პერსპექტივებისგან გამიჯვნის შეუძლებლობა „გლოკალიზაცია“ = გლობალიზაცია + ლოკალიზაცია გლობალურისა და ნაციონალურის დაპირისპირება მესამე სამყაროს ლიტერატურა დეტერიტორიალიზაცია - “მესამე სივრცე” - ჰიბრიდულობა
16
გლობალური ლიტერატურა = ლიტერატურა, რომელშიც აისახება გლობალიზაციის პროცესები = გლობალურად ხელმისაწვდომი ლიტერატურა (მულტიმედიური პროდუქტი) ლიტერატურა, რომელშიც გლობალურობა წარმოჩნდება და აისახება კულტურებისა და ენების მიზანმიმართული აღრევით (ეგზოფონია): სალმან რუშდის რომანები გლობალიზაციის ფიქციური მოდელები: ახალ სამოგზაურო ლიტერატურაში, ეკოლოგიურ თრილერებში, სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებში (დონ დე ლილოს კოსმოპოლისი) ლიტერატურული ტექსტები, რომლებიც მხოლოდ ირიბად უკავშირდება გლობალიზაციის საკითხს (ჰერმან მელვილის მობი დიკი) აქტუალური პროცესების ეთიკური შემფასებელი
17
გლობალური ლიტერატურის ჟანრები
ლიტერატურული რეპორტაჟი სამოგზაურო რომანი პოპლიტერატურა მიგრანტთა შემოქმედება ლიტერატურის პოლიტიკის გავლენა!
18
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მოკლე ისტორია
დაინტერესება უცხოური მწერლობის მიმართ (XIX ს.) სამეცნიერო პრაქტიკიდან შეფასებითი შედარების ხერხის აღმოფხვრა საუნივერსიტეტო და კვლევითი ინსტიტუტების შექმნა და დარგობრივი პერიოდული ორგანოების დაარსება შედარების როლი ლიტერატურის ისტორიის კვლევაში: ფრანსუა ვილმენი - „მეთვრამეტე საუკუნის ფრანგ მწერალთა გავლენა უცხოურ ლიტერატურებსა და ევროპულ აზროვნებაზე“ (1828 წ.) ჟან-ჟაკ ამპერი - „ფრანგული ლიტერატურის მიმართების შესახებ უცხოურ ლიტერატურებთან შუა საუკუნეებში“ (1832 წ.) შედარებითი ანატომიის განვითარება (საფრანგეთი) ლიტერატურული ნაწარმოებების გენეტიკური კავშირების გამოვლენა (პოზიტივიზმი): „გოეთე საფრანგეთში“, „პეტრარკა და გერმანია რენესანსის გარიჟრაჟზე“, „ბაირონი და პუშკინი“
19
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მოკლე ისტორია (გაგრძელება)
1958 წ. რენე უელეკი კომპარატისტიკის კრიზისის შესახებ ამერიკული აისტორიული მიდგომა vs. ფრანგული ისტორიული მიდგომა ვიკტორ ჟირმუნსკის ისტორიულ-ტიპოლოგიურ მიდგომა: კულტურისა და საზოგადოების განვითარების მსგავსი ეტაპები მსგავსი ლიტერატურული ფორმების ჩამოყალიბებას განაპირობებს. ემიგრაცია როგორც კომპარატისტული კვლევების ბიძგი: ერიხ აუერბახის მიმეზისი. წარმოდგენილი სინამდვილე დასავლურ ლიტერატურაში (1946) ერნსტ რობერტ კურციუსის ევროპული ლიტერატურა და ლათინურენოვანი შუა საუკუნეები (1948) ევროცენტრული პერსპექტივის დათმობა კომპარატისტიკა დღეს: საკუთარი პოზიციის მუდმივი პრობლემატიზაცია
20
გმადლობთ ყურადღებისთვის!
Similar presentations
© 2025 SlidePlayer.com. Inc.
All rights reserved.