Download presentation
Presentation is loading. Please wait.
Published byScott Barber Modified over 5 years ago
1
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების ემოციური და სოციალური მახასიათებლები
თამარ გვალია, MA ხელმძღვანელები: პროფესორი თინათინ ჭინჭარაული პროფესორი სიმონ სურგულაძე დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ბავშვის განვითარების ინსტიტუტი 2019
2
აუტისტური სპექტრის აშლილობას ახასიათებს
1.სოციალურ ინტერაქციისა და სოციალური ურთიერთქმედების მუდმივი დეფიციტი 2.ქცევის, ინტერესების ან აქტიობების შეზღუდული, განმეორებითი ხასიათი
3
. აუტიზმის სპექტრის მქონე მოზარდები და მათი ნათესავები
E.Sucksmith, 2012 მამებში ემპათიის მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იყო დედებთან შედარებით, ხოლო თვითონ ასდ-ჯგუფში დაბალი ემპათიის მაჩვენებელი დაფიქსირდა ორივე სქესის წარმომადგენლებში.
4
. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის აღზრდა დიდი გამოწვევაა მშობლებისა და ოჯახისთვის, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სტრესთან, ემოციურ გამოფიტვასთან, გაზრდილ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობის პრობლემებთან. მშობლების და ოჯახის წევრების ემოციები უარყოფითად აისახება ბავშვის განვითარებაზე და, შესაძლოა, ინტერვენციის დადებით ეფექტზე მოახდინოს გავლენა (Karst, 2012)
5
. ბავშვის კოგნიტური უნარების შეფერხება, ქცევის პრობლემები, გაღიზიანება, განწყობის ცვლილება, ჰიპერაქტიობა, თვით- მოვლის უნარების ნაკლებობა, დაბალი ადაპტური ფუნქციონირება, დასწავლის დარღვევა, ენის დეფიციტი, კვების დარღვევები- ეს ის ფაქტორებია, რომლებიც მოქმედებს მშობლის მდგომარეობაზე (Bebko et al. 1987; Gray 1994; Hall and Graff 2011; Ingersoll and Hambrick 2011; Koegel et al. 1992a, b; Lecavalier et al. 2006; Lyons et al. 2010; Tomanik et al. 2004)
6
კვლევის მიზანი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების სოციალურ- ემოციური მახასიათებლების შესწავლა
7
კვლევის ჰიპოთეზები აუტიზმის მაღალი ნიშნების მატარებელ მშობლებს ახასიათებთ სახის ემოციების ამოცნობის ფუნქციური დეფიციტი. აუტიზმის მაღალი ნიშნების მატარებელ მშობლებს ახასიათებთ სხეულით გამოხატული ემოციების აღქმის დეფიციტი. აუტიზმის ნიშნების ნეგატიური კორელაცია ემპათიის მაჩვენებელთან
8
მონაწილეები საკვლევი ჯგუფი შედგება 35 მონაწილისგან (29 მდედრ.სქესი), რომლებიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები არიან. მონაწილეების საშუალო ასაკია 37.9 (27-53) საკონტროლო ჯგუფი 48 მონაწილისგან შედგა. ეს ორი ჯგუფი ასაკის და სქესის გადანაწილებით შეესაბამება ერთმანეთს. საშუალო ასაკი 39.8 (30-53).
9
ინსტრუმენტები კითხვარები:
აუტიზმის შესაფასებელი - Autistic Spectrum Quotient (AQ) (Baron- Cohen, 2001) ემპათიის კითხვარი -Empathy Questionnaire (EQ) (Baron-Cohen,2004) ექსპერიმენტული მეთოდები: Point-light task (PL) (Heberlein, 2004) Facial Affect Recognition test (FAR) (Surguladze et al 2004)
10
Autistic Spectrum Quotient(AQ)
ინსტრუმენტში გამოყენებული ლიკერტის სკალა (სრულებით ვეთანხმები, ვეთანხმები,არ ვეთანხმები, სრულებით არ ვეთანხმები) მოიცავს 50 კითხვას. ფასდება 5 სხვადასხვა უნარი: სოციალური უნარები, ყურადღებით გადართვა , ყურადღება დეტალების მიმართ , კომუნიკაცია, წარმოსახვის უნარი.
11
ემპათიის კითხვარი -Empathy Questionnaire (EQ) (Baron-Cohen,2004)
თვით-შეფასების კითხვარი მოიცავს 60 კითხვას, აქედან 40 ზომავს ემპათიას, ხოლო 20 კითხვა შემავსებელია.
12
Point-light task (PL) (Heberlein, 2004)
40 ვიდეო, თითოეული ვიდეო 5-10 წმ.-იანია. შავ ფონზე ჩანს თეთრი სილუეტი, რომელიც განასახიერებს სხვადასხვა ემოციას სხეულით, სადაც სახე არ ჩანს. ემოციები: შიში, გაბრაზება, სევდა, ბედნიერება, ნეიტრალური.
13
Facial Affect Recognition test (FAR) (Surguladze et al 2004)
ამოცნობის სიზუსტე (Discrimination Accuracy), პასუხის ცდომილება (response bias) და რეაქციის დრო(reaction time). აფექტის გამოხატულობის ხარისხი ვარირებს 50% - 100%. ექსპოზიციის ხანგრძლივობა შეადგენს 500მლ.წმ-ს (ხანმოკლე ექსპოზიცია) ან 2000მლ.წმ-ს (ხანგრძლივი ექსპოზიცია )
14
შედეგები დისკრიმინაციის სიზუსტე (Discrimination Accuracy)
ემოციის ეფექტი: ყველა მონაწილესთან, ბედნიერი სახეების ამოცნობის აკურატულობა იყო გაცილებით მაღალი ვიდრე სხვა ემოციის: F (2.47)=64.4; p< ხანგრძლივობის ეფექტი: ყველა მონაწილესთან , სახის გამოსახულებები როცა წარმოდგენილი იყო 2,000 მლ/წმ (გრძელი ინტერვალით), უფრო სიზუსტით გამოიცნეს ვიდრე 500მლ/წმ-ით: F(1)=36.6; p<.001. ინტენსიურობის შემთხვევაში არ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ეფექტი. AQ მნიშვნელოვნად კორელირებდა რექციის დროსა (500მლ.წმ) და შიშის სახეების აღქმასთან მიმართებაში. r=-.57; p=.001. ჯგუფებს შორის: ექსპერიმენტულ ჯგუფში ნაკლები სიზუსტით იცნობდნენ შეშინებულ სახეებს, რომელიც წარმოდგენილი იყო 500 მლწმ-ით (მოკლე ხანგრძლივობით) საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. F(2.6)=3.15; p=0.031.
15
. პასუხის ცდომილება და რეაქციის დრო არ გამოჩნდა მნიშვნელოვანი ეფექტები
PL-ტესტმა ვერ გამოავლინა რამე სპეციფიური ტენდენცია აუტიზმის მაღალი ქულის მატარებელ პირებში ნეგატიური კორელაცია დაფიქსირდა EQ და AQ შორის r=-.399; p<.000.
16
შეჯამება მშობლებს მაღალი AQ მაჩვენებლით უჭირთ შიშის ემოციის გამოსახულების ამოცნობა, როცა სტიმული მოკლე ინტერვალით არის მიწოდებული. სახის ემოციის ამოცნობის დეფიციტი შესაძლოა პოტენციური ენდოფენოტიპური ფაქტორი იყოს აუტისტური სპექტრის აშლილობის შემთხვევაში. აუტიზმის სპექტრის შემთხვევაში ნეგატიური ემოციების ამოცნობის დეფიციტი, რაც გამოიხატა შიშის ემოციის ამოცნობაში (Howard et al., 2000; Pelphrey, Sasson, Reznick, Paul, Goldman, & Piven, 2002)
Similar presentations
© 2025 SlidePlayer.com. Inc.
All rights reserved.